გაყიდვების პროცესი (ნაწილი #5)


გაყიდვების პროცესის ბოლო ნაწილი:

შემდეგი ეტაპი არის Closing ე.წ გაყიდვის დახურვა. ამ ეტაპისათვის დამახასიათებელ ხრიკებსაც შესაბამისი გამოყენება ესაჭიროება. თქვენ უნდა იყოთ დარწმუნებული, რომ ეს პროდუქტი კლიენტს ნამდვილად ესაჭიროება და თქვენ მას არ "შეტენით" პროდუქციას. უნდა იყოთ დარწმუნებული იმაშიც, რომ კლიენტმა მიიღო საჭირო რაოდენობის სწორი ინფორმაცია გადაწყვეტილების მისაღებად. სხვადასხვა ინდუსტრიისთვის დამახასიათებელია განსხვავებული გაყიდვის დახურვის ტექნიკა, ამასთან ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამ ტექნიკის გამოყენება დამოკიდებულია უშუალოდ სეილსმენის თვისებებზე, ანუ ყველა ადამიანი ერთნაირად ვერ გამოიყენებს გაყიდვის დასრულების ტექნიკას. შესაძლებელია, რომ გაყიდვის დახურვის ტექნიკის გამოყენების შემდეგ კლიენტს კვლავ გაუჩნდეს წინააღმდეგობები. ამ შემთხვევაში თქვენ ისევ უნდა დაბრუნდეთ წინა ეტაპზე, გააქარწყლოთ კლიენტის წინააღმდეგობა და კვლავ სცადოთ გაყიდვის დახურვა. (ეს პროცესი შეიძლება განმეორდეს რამდენიმეჯერაც კი) და აი დადგა ნანატრი მომენტი, თქვენ გაყიდეთ პროდუქტი . . . გილოცავთ!

ბოლო ეტაპი არის გაყიდვის შემდგომი მომსახურეობა, ეს ერთი მხრივ პროცესის დასასრულია, ხოლო მეორეს მხრივ კლიენტთან ურთიერთობის დასაწყისი. სწორედ ამ ეტაპზე არის ყველაზე მნიშვნელოვანი კლიენტთან ურთიერთობა. გახსოვდეთ, არსებული კლიენტების კმაყოფილება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ახალი კლიენტების მოძიება, რადგან არსებულს უკვე მოაქვს შემოსავალი, ხოლო პოტენციური კლიენტები რეალურად პოტენციური შემოსავლის წყაროს წარმოადგენენ და მოცემულ მომენტში მათგან ვერ ღებულობთ ფულად სარგებელს. გაუფრთხილდით თქვენს არსებულ კლიენტებს და გააკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ კმაყოფილები იყვნენ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არსებობს განსხვავება კმაყოფილ და ლოიალურ კლიენტს შორის. კმაყოფილი არის ისეთი კლიენტი, რომელსაც მართლა ძალიან მოეწონა თქვენი პროდუქტი ან/და მომსახურება, თუმცა უკეთესი შეთავაზების შემთხვევაში გადავა კონკურენტთან. ლოიალური კლიენტები კონკურენტის უკეთესი შეთავაზების შემთხვევაშიც კი არ გადავლენ მასთან. ყველა ბიზნესის გამარჯვების მთავარი ფორმულა - შექმენით ლოიალური კლიენტები,ამისთვის კი ხშირ შემთხვევაში გარკვეულ დათმობებზე ან ზარალზეც კი შეიძლება მოგიწიოთ წასვლა.

წარმატებული სეილსმენებისათვის დამახასიათებელი კიდევ ერთი ძალიან კარგი თვისება --- ეს არის მეგობრების და ნაცნობების დიდი წრე. გაყიდვებში ხომ კონტაქტების გარეშე წარმოუდგენელია მიაღწიო მაღალ შედეგს, სწორედ ამიტომ საუკეთესო სეილსმენები იჩენენ მეგობრებს ყველგან, კლიენტებიც მათი მეგობრები ხდებიან. გახსოვდეთ, რომ კლიენტი, რომელიც გახდება თქვენი მეგობარი ბევრ რამეში დაგეხმარებათ, მათ შორის უფრო მეტი ახალი კლიენტის მოძიებაში. ადამიანები არ მუშაობენ მთელი ცხოვრება ერთი და იგივე ადგილას. თქვენი მეგობარი კლიენტები სავარაუდოდ შეცვლიან პოზიციას (ან თქვენ შეცვლით) თუმცა თქვენი ურთიერთობები დარჩება და ის ახალი თანამშრომლობის საფუძველი გახდება.

უფრო დეტალური ინფორმაცია გაყიდვების პროცესის, ზოგადად გაყიდვების, საუკეთესო სეილსმენად გარდაქმნის და გაყიდვებთან დაკავშირებული ბევრი სხვადასხვა ნიუანსის მიღება შესაძლებელია ჩემ ბესტსელერ ტრენინგზე ---„გაყიდვების ხელოვნება“. ბლოგზე მოცემული მასალები კი არის მთლიანი კურსის ძალიან მცირე ნაწილი. გისურვებთ გაყიდვების ზრდას!

| გააზიარე
მოგწონთ?