ინტერვიუ: დავით კენჭაძე – TBC PAY


ჟურნალ მარკეტერის მასალები

“წარმატება დეტალებშია, თუ ვინმეს შეეძლება ამის გაკეთება, ესეიგი ამის გაკეთება შეგიძლია შენც.“ 

“TBC”-ფეის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა დავით კენჭაძემ, თბილისის სახელმწიფო უნივისრსიტეტის, ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა და დღემდე, პრფესიით ეკონომისტი, ცხოვრებას ზემოთ მოყვანილი სლოგანით აგრძელებს..

კარიერა 2002 წლიდან თიბისი ბანკში, მარკეტინგის განყოფილებაში დაიწყო, ჰქონდა 350ლარი  ხელფასი და უწევდა საკმაოდ უსიამოვნო სამუშაოს შესრულება: საჭირო მასალის დაქსეროქსება, ფლაერების დარიგება, გარკვეული ციფრების შეყვანა ბაზაში..  „ვაკეთებდი ისეთ საქმეებს რასაც ყველა თავს არიდებდა.“

9 წლის განმავლობაში 25 ზე მეტი პოზიცია შეიცვალა და 2011 წელს მიიღო შეთავაზებაც, თიბისი ფეის ახალი დირექტორი ესაჭიროებოდა.

თვლის რომ წარმატებისთვის აუცილებელია მონდომება, ენთუზიაზმი, მუდმივად კარგი განწყობა და შინაგანი ენერგია. „კარგი ლიდერები ყოველთვის ენთუაზიამით აღსავსენი არიან, ისინი აკეთებენ თავისი ენთუაზიაზმის ტრანსფერს სხვა თანამშრომლებზე, რაც მთლიანად ცვლის კომპანიას (ანდა გუნდს) და შედეგების მიღწევა გაცილებით მარტივი ხდება.“

მისი ერთ-ერთი კრედოა: „თუ ადამიანს რაღაცის გაკეთება ძალიან მოუნდება ის ამას გააკეთებს.“

-დაწესებულება, სადაც სიამოვნებით იმუშავებდით?

-ვიმუშავებდი საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელად. მიზანი ამ შემთხვევაში არის ის, რომ გავაკეთო რამე კარგი ჩემი ქვეყნისთვის ანუ დავეხმარო ქვეყანას ინვესტიციების შემოტანაში.

- რა ცვილებებს ისურვებდით საქართველოს ბიზნეს სექტორში ?

-ვისურვებდი ახალი ბრენდების (ყველა სექტორში) შემოსვლას და აქ ნაწარმოები პროდუქციის ექსპორტზე გატანას. აქვე, ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა ექსპორტის სააგენტოს გაკეთება რომლის ერთადერთი ფუნქცია,  ქართველი მეწარმის დახმარება და პროდუქციის ექსპორტზე გატანა იქნებოდა.

დღეში 10 საათი მუშაობს, საღამოობით კი განტვირთვის მიზნით ცდილობს, რომ  მუდმივად  სხვადასხვა ადგილს ესტუმროს, რადგან ერთი, რომელსაც ამოიჩემებდა და რომელიც ყველა მოთხოვნას დაუკმაყოფილებდა ვერ შეარჩია. კინოს სიყვარულიდან გამომდინარე ხშირად  დადის კინო-თეატრ „რუსთაველ“-ში. საყვარელი ტელე არხი არ აქვს,  ცდილობს, რომ დიდი დრო არ დაკარგოს „ცისფერ ეკრანთან“. სატელევიზიო რეკლამებიდან დაამახსოვრდა ყველასთვის ცნობილი ავეჯის გადაზიდვის სერვისი 25 60 60; „დამამახსოვრდა მისი პრიმიტიულობის გამო, ამავდროულად ძალიან ბევრი ადამიანი იცინის ამ რეკლამაზე და ეს არ გაძლევს საშუალებას რომ დაივიწყო.“


მკითხველისთვის ალბათ არ იქნება გასაკვირი რომ ბანკებიდან  თიბისის ირჩევს, მობილური ოპერატორებიდან მაგთიკომის მომხმარებელია, ყავს ავტომობილი BMW X5, პროდუქტს კი მაღალი ხარისხის პროდუქციის, სერვისისა და ადგილმდებარეობის გამო „გუდვილში“ ყიდულობს. ქართულ ბაზარზე ყველა ინდუსტრიაში ყავს ფავორიტი, თუმცა დანარჩენი ბრენდების ჩამონათვალიდან თავს შეიკავებს, რადგან ბევრი მათგანი თიბისი ფეის პარტნიორია…

- ყველაზე წარმატებული პროექტი რაც განგიხორციელებიათ ?

-ყველაზე დიდი აღიარება ჩემს კარიერაში არის 2007 წლის გამარჯვება ნომინაციაში-თიბისი ბანკის წლის საუკეთესო განყოფილება. (ყველას მიერ აღიარებული წარმატება) კარიერის განმავლობაში გამიკეთებია ძალიან ბევრი სხვადასხვა პროექტი, მათი შეფასება ვფიქრობ ჩემი მხრიდან ძალიან სუბიექტური იქნება..  ბუნებრივია და ავღნიშნავ, რომ  მქონდა წარუმატებელი  პროექტებიც, რომელიც ჩემთვის იყო დიდი გამოცდილების მომტანი, რადგან  ყველა წარუმატებლობა მეტი არაფერია თუ არა მიღებული ცოდნა და გამოცდილება.

რას ურჩევდით თქვენი პროფესიის დამწყებ ადამიანებს ?

-ვურჩევდი რომ დაისახონ ცხვორებისეული მიზნები და რის ფასადაც არ უნდა დაუჯდეთ  ყველაფერი გააკეთონ მის მისაღწევათ (ცოტა ამბიციური მიზნები უნდა იყოს დაწესებული) ასევე ვურჩევდი იმუშაონ საკუთარ თავზე და რაც შეიძლება ბევრი წიგნი წაიკითხონ მათ მიერ შერჩეული პროფესიის შესახებ. გააკეთონ იდეალური მენეჯერის პორტრეტი, შეადარონ ის საკუთარ თავს (ოღონდ მაქსიმალურად კრიტიკულად) და შესაბამისად იმუშოან საკუთარი თვისებების იდეალთან მიახლოებაზე. იმიტომ, რომ კარგი პიროვნული თვისებების გარეშე წარმატების მღწევა წარმოუდგენელია!

| გააზიარე
მოგწონთ?