7 ნაბიჯი პროფესიის შერჩევისას


ძალიან ხშირად, პირადად თუ ჩემი გვერდის საშუალებით, ადამიანები მისვამენ ერთ მნიშვნელოვან შეკითხვას, რომელსაც მინდა  დღეს ამ სტატიის სახით ვუპასუხო. 

ერთ-ერთი ურთულესი მომენტია, როდესაც ადამიანი არ არის ჩამოყალიბებული თუ რა უნდა ცხოვრებაში, რადგან ამ დროს ხშირად ნერვიულობ და ექცევი სხვისი აზრის და შეხედულებების გავლენის ქვეშ. საქართველოში ძალიან ხშირად ვხდები ადამიანებს, რომლებმაც ჩააბარეს სხვადსხვა უნივერსიტეტში და ხშირ შემთხვევაში წლების შემდეგ მიხვდნენ, რომ აბსოლუტურად არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს და მშობლების მიერ შერჩეული  პროფესია არაფექტური და შეუფერებელი აღმოჩნდა მათთვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, არა ბრმად დავუჯეროთ გარშემო მყოფებს, არამედ წინასწარ გვქონდეს ჩამოყალიბებული რა გვინდა. რეალურად მე-9-ე, მე-10-ე კლასში, მოზარდმა უნდა იცოდეს თუ რა პროფესიის უნდა რომ გახდეს და ფიქრობდეს თავისი მომავლის შექმნაზე. ეს არის, ჩემი აზრით, მაქსიმალური ვადა, ზოგ შემთხვევაში, კი  შესაძელებელია უფრო ადრეც მოხდეს ამ გადაწყვეტილების მიღება.  როდესაც მოზარდი უკვე ფიქრობს, თუ რისი გაკეთება უნდა, ეს ძალიან კარგია, რადგან თვითონ იღებს გადაწყვეტილებას და შესაბამისად მოტივაციაც ექნება აკეთოს ესა თუ ის საქმე,  ზუსტად ისე, როგორც წარმოუდგენია.  დღეს მინდა შემოგთავაზოთ 7 ნაბიჯი, რომელიც დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება პროფესიის შერჩევისას:

1.  დაფიქრდით რისი გაკეთება მოგწონთ - დააკვირდით თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებს, მეგობრებს, ნაცნობებს, მეზობლებს, ნახეთ რას აკეთებენ ისინი. ასევე დააკვირდით ტელევიზიას, ინტერნეტს, ნახეთ სხვადასხვა ადამიანები და  სხვადასხვა სფეროები და ჩამოწერეთ 5-7 ალტერნატივა, იმ პროფესიებისა თუ რა მიმართულებით გსურთ თქვენ მუშაობა. 

2. მეორე ეტაპია დაუსვათ თქვენს თავს შეკითხვა - რამდენად შემოსავლიანი იქნება მომავალში ესა თუ ის საქმიანობა? მოგცემთ არსებობის საშუალებას ეს  პროფესია თუ არა? ან ხომ არ არის ისეთი, რომელსაც შეუძლია არსებობაზე უფრო მეტის მოცემა მეტ თავისუფლებასთან ერთად? ამ კითხვებზე პასუხის მიხედვით მიიღეთ გადაწყვეტილება და გამოცხრილეთ ალტერნატივები. 

3. შემდეგ დაუსვით საკუთარ თავს მეორე შეკითხვა - რამდენად გსურთ წინსვალა და  განვითარება და რამდენად გაძლევთ ეს პროფესია ამის გრძელვადიანად შესაძლებლობას, ასევე სწრაფი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას.  თუ ეს არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, მაშინ ამ პარამეტრის მიხედვით  მიიღეთ გადაწყვეტილება და გამოფილტრეთ ალტენატივები.  ამ ორი მთავარი კითხვის შედეგად, თქვენ უნდა ჩამოაყალიბოთ გარკვეული პრიორიტეტები  და სწორად აქ ჩაერთვება თქვენი დამატებითი სურვილები თუ რეალურად რისი გაკეთება გსურთ  ყოველდღიურად. სწორედ ამის მერე, იღებთ გადაწყვეტილებას,  თუ რა პრიორიტეტულობას მიანიჭებთ ამა თუ იმ პროფესიას.

4.  ამის შემდეგ,  მიიღეთ გადაწყვეტილება თუ რა პროფესიის გინდათ,  რომ გახდეთ და გააკეთეთ სამოქმედო გეგმა, დაფიქრდით და ნახეთ რას აკეთებენ სხვა ადამიანები არა მარტო საქართველოში, არამედ  მსოფლიოში, რომლებმაც  იგივე პროფესია აირჩიეს და მეათე კლასიდანვე დაიწყეთ ზრუნვა,  რომ პირველი ნაბიჯები გადადგათ ამ მიმართულებით. 

5.  როცა ამ მეთოდებს  იყენებთ, რეალურად ეს ნიშნავს, რომ უკვე  მეხუთე ნაბიჯიზე ხართ,  ანუ  თქვენ  თვითონ იღებთ გადაწყვეტილებას, რაც ნიშნავს, რომ შესაბამისად პასუხისმგებელიც ხდებით ამ გადაწყვეტილებაზე. ზოგადად პასუხისმგემბლობის აღება  კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ  შემთხვევაში თქვენ აუცილებლად მაქსიმალურად დაიხარჯებით. 

6.  არ შეგეშინდეთ შეცდომის დაშვების, ყოველთვის  უმჯობესია მიიღოთ გადაწყვეტილება და შეეცადოთ  გამოიყენოთ სწორი მეთოდები, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მიღებული გადაწყვეტილება არ იქნება ეფექტური ნუ შეგეშინდებათ, რადგან ყველა უშვებს გარკვეული სახის შეცდომას, მთავარია გახსოვდეთ, რომ ამ შეცდომების გამოსწორება ყოველთვისაა შესაძლებელი. მთავარია გწამდეთ თქვენი არჩევანის და დაიწყოთ მოქმედება დასახული მიზნის განსახორციელებლად.

7.  ყოველდღე გააკეთე უფრო მეტი ვიდრე უნივერსიტეტში ან სკოლაში მოგთხოვენ, რადგან თუ თქვენ გსურთ იყოთ სხვებისგან განსხვავებული და მოხვდეთ თქვენ მიერ შერჩეული პროფესიის ტოპ მენეჯერების 20%-ში, მაშინ აუცილებლად უნდა გააკეთოთ ოდნავ უფრო მეტი,  ვიდრე გააკეთებენ თქვენი პოტენციური კოლეგები.

იმ შემთხვევაში თუ  ამ შვიდ რჩევას თანმიმდევრულად გაითვალისწინებთ, თქვენ მიიღებთ სწორ გადაწყვეტილებას თქვენი სურვილებისა და მისწრაფებების გათვალისწინებით თქვენივე პასუხისმგებლობით და იქნებით  მოტივირებულნი გახდეთ სუპერ პროფესიონალი შერჩეულ სფეროში. 

| გააზიარე
მოგწონთ?