ცხოვრების დაბალანსება #3


ვაგრძელებთ საუბარს ცხოვრების დაბალანსების თემაზე

ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის მნიშვნელოვანია სწორი კვება. არა, საუბარი არ მაქვს მუდმივ დიეტებზე, არამედ უბრალოდ სწორ კვებაზე. არ არის აუცილებელი, რომ ყოველთვის ადამიანმა მიირთვას ბევრი, ზომიერება ყველგან საჭიროა განსაკუთრებით კი საკვების მიღების დროს. საჭმელი უნდა მიიღოთ იქამდე სანამ იგრძნობთ დამძიმებას. უნდა შეაჩეროთ ჭამა მაშინ, როცა ჯერ კიდევ გშიათ. იკვებეთ ჯანმრთელი საკვებით, რამდენადაც ბანალურად არ უნდა ჟღერდეს ხილი, ბოსტნეული და რძის პროდუქტები საუკეთესოა ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის. შეეცადეთ არ მიირთვათ ისეთი საჭმელი, რომელიც შეიცავს ბევრ კალორიებს. დღის განმავლობაში დალიეთ ბევრი წყალი. თუ თქვენ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ მაშინ ყოველთვის გექნებათ ოპტიმალური წონა, თავს ძალიან კარგად იგრძნობთ და იქნებით მუდმივად საუკეთესო ფორმაში. ეს კი თქვენი პროფესიული და კარიერული წარმატების საფუძველი იქნება.

მართეთ დრო სწორად. ადამიანი საშუალოდ თავისი ცხოვრების 28 წელს ატარებს ძილში,  2 წელიწადს ეწევა სიგარეტს, ტელევიზორს უყურებს 10-15 წლის (გააჩნია ქვეყანას) განმავლობაში, მიირთმევს საჭმელს 13 წლის განმავლობაში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ზოგადად დრო იხარჯება არაეფექტურად, გამოიყენეთ ის ისე, რომ მიიღოთ უფრო მეტი სიამოვნება ცხოვრებისაგან. შეამცირეთ ნაკლებად პროდუქტიული საქმიანობები, შეამცირეთ ძილი. საშუალოდ ადამიანს ესაჭიროება 8 საათიანი ძილი, თუმცა ეს ყველაფერი მაინც მიჩვევაზეა დამოკიდებული. შეამცირეთ ძილი ჯერ 30 წუთით, შემდეგ კიდევ 30 წუთით, ჯამში გამოანთავისუფლებთ 1 სთ დამატებით დროს, რაც არის 365 საათი ყოველწლიურად, ამ დროის გამოყენება კი შეგიძლიათ გაცილებით ეფექტურად ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის, ან პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებისათვის.

ხაზი მინდა გავუსვა კიდევ ერთ, ძალიან მნიშვნელოვან საკითხს - ეს არის თავისუფალი დრო. შეეცადეთ რომ გამოყოთ, რაც შეიძლება მეტი თავისუფალი დრო ოჯახთან და მეგობრებთან გასატარებლად. თქვენ ითვალისწინებთ ცხოვრების დაბალანსების რჩევებს, აკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მიაღწიოთ მაღალ შედეგებს კარიერაში და ცხოვრებაში, სწავლობთ, ვარჯიშობთ, აღწევთ წარმატებებს კარიერაში ე.ი. თქვენ ნამდვილად გაქვთ უფლება დაისვენოთ საუკეთესოდ! თქვენ ეს დაიმსახურეთ! ამიტომ თავისუფალ დროს არ დაზოგოთ ფული და ენერგია იმისათვის, რომ გაერთოთ, მოეშვათ ბოლომდე და მიიღოთ მაქსიმალური სიამოვნება. რაც მეტს დაისვენებთ და მეტ დადებით ენერგიას მიიღებთ, მით უფრო მეტად გამარტივდება შემდეგი წარმატებების მიღწევა.

 

| გააზიარე
მოგწონთ?