თანამშრომლები - პარტნიორები თუ ,,მონები“?


ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი პროექტი გვქონდა, სადაც ვიხილავდით თანამშრომლების სამოტივაციო სისტემებს და საქართველოს ბაზარზე არსებულმა სიტუაციამ  მოგვცა გარკვეული გამოცდილება, რომელზეც მსურს გესაუბროთ დღეს და მოგცეთ რჩევები, რომელსაც შეუძლია თქვენი კომპანიის მომგებიანობის გაზრდა.

 

როგორი ტრენდია დღეს მსოფლიოს მასშტაბით?

დღეს მსოფლიოს მასშტაბით არ ეძებენ თანამშრომლებს, ეძებენ პარტნიორებს. საქართველოში კი ეძებენ თანამშრომლებს, ასე ვთქვათ ,,მონებს“, რომლებსაც დაჩაგრავენ და ამუშავებენ, რაც არასწორია.

კომპანიის თითოეული თანამშრომელი უნდა იყოს პარტნიორი. ყველაზე მაგარი ორგანიზაცია ის კომპანიაა, რომელშიც მომგებიანობა ნაწილდება თანამშრომლებზე და ეს ყველაფერი არის გარკვეულ შედეგებზე მიბმული.

დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ თანამედროვე ბიზნესში ფიქსირებული ხელფასი არ ქმნის მოტივაციას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ახალი თაობა, ვგულისხმობ 23 წლამდე ახალგაზრდებს, რომელიც მალე იქნება ძირითადი მმართველი ძალა, საკმაოდ განსხვავებულია. ისინი აზროვნებენ სხვაგვარად, რაც ძალიან კარგია და ისინი არ უყურებენ ფიქსირებულ ხელფასს. მათთვის მთავარია განვითარება და სამომავლო პერსპექტივები კარიერასთან და ფულთან დაკავშირებით.

ფიქსირებულ ხელფასზე მუშაობა არ ზრდის მოტივაციას, არასწორია რომ თანამშრომელი ამუშაო ერთ კონკრეტულ პოზიციაზე დავუშვათ 500 ლარიანი ანაზღაურებით და არ მისცე მას მეტის გამომუშავების შესაძლებლობა. ეს კლავს მოტივაციას, ასე რომ მიეცით მათ მეტი შანსი, განავითარეთ თქვენი კომპანია და გახადეთ ისინი პარტნიორები.

მას შემდეგ, რაც შეცვლით მიდგომას თანამშრომლებთან მიმართებაში, მალევე დაინახავთ, როგორ იცვლება მათი დამოკიდებულებაც კომპანიის მიმართ უკეთესობისკენ.

იმის მაგალითი, რომ პარტნიორობა ცვლის თანამშრომელთა მოტივაციას და მათ მიერ დადებულ შედეგებს ის კომპანიებია, რომლებთანაც დავნერგეთ ჩვენ შესაბამისი სისტემა. ჩვენი გუნდის მუშაობის პრინციპიც სწორედ ასეთია და ვთვლი, რომ ძალიან კარგი და მოტივირებული გუნდის წევრები გვყავს. თითოეული მათგანი არის პარტნიორი და თვლიან, რომ ეს კომპანია თითოეული მათგანის ბიზნესია, შესაბამისად ვინც იქნება ჩვენთან შესაბამისი დამოკიდებულებით, აუცილებლად მიაღწევს წარმატებას.

სწორედ პირადი გამოცდილებიდან და არაერთი კომპანიის მაგალითიდან გამომდინარე გირჩევთ, რომ თქვენც დანერგოთ მოცემული სისტემა თქვენს კომპანიაში. თუ ამის დანერგვის შესაძლებლობა ამ ეტაპზე არ გაქვთ, ჩვენ შეგვიძლია თქვენი დახმარება.

საბოლოო ჯამში კი იცოდეთ, რომ კომპანიის წარმატება თანამშრომელთა პარტნიორობაში, მოტივაციასა და საბოლოო შედეგებზე ორიენტირებაშია, შესაბამისად, არ დაკარგოთ დრო და დაიწყეთ დღესვე ამ საკითხზე ზრუნვა.

 


დავით კენჭაძე

| გააზიარე
მოგწონთ?