რატომ გვჭირდება საიმედო კონტაქტები და როგორ გავიჩინოთ ისინი?


დღეს მსურს გესაუბროთ ერთ ძალიან საინტერესო თემაზე, რომელსაც შეუძლია მკვეთრად შეცვალოს თქვენი კარიერული მდგომარეობა, გაზარდოს თქვენი შემოსავლები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არ არის ქცევა, რომელიც გაძლევთ მომენტალურ და მოკლევადიან შედეგს. საკითხი, რომელზეც ვისაუბრებთ, დაგეხმარებათ, ბევრი რამ შეცვალოთ მომავალში უკეთესობისკენ.

ეს არის საინტერესო ქცევა სხვადასხვა თვალსაზრისით. ზოგადად ადამიანები თვლიან, რომ საჭიროა სწორ დროს, სწორ ადგილას ყოფნა და სამწუხაროდ ყოველთვის არ არის შესაძლებელი, რომ ყველას ასე გაუმართლოს. ამისათვის გარკვეული წინაპირობაა საჭირო და რეალურად, წარმატება მხოლოდ საჭირო დროს საჭირო ადგილზე ყოფნით არ არის განპირობებული.

ზოგადად დღევანდელ რელობაში ძალიან მნიშვნელოვანია კონტაქტების შექმნა. ჭკვიანი ადამიანებისთვის პრიორიტეტულია, რომ ჰქონდეთ სათანადო კონტაქტები. მათ იციან, რომ მეგობრების გაჩენა იმ სფეროში, რომელშიც მოღვაწეობენ, უფრო გაუმარტივებთ მომავალში კარიერის აწყობას.

მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, დიდი მნიშვნელობა აქვს ფართო სანაცნობო წრეს. ნაცნობობაში არ იგულისხმება არაკეთილსინდისიერი განზრახვები, მაგალითად კორუფციული გარიგებები. ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ ნაცნობობით მარტივად გაკეთებულ საქმეებს. მაგალითად, როდესაც მე ვენდობი ადამიანს, ბევრად უფრო მიადვილდება ამ ადამიანისაგნ ვიყიდო რაიმე, ან პირობითად რაღაც შევუკვეთო, კონტრაქტი გავაფორმო და ა.შ. შესაბამისად, რაც მეტი ასეთი მეგობარი გეყოლებათ, მით მეტად გაგიმარტივდებათ ბიზნესში შესაბამისი შუამავლობით სხვადასხვა საკითხების მოგვარება.

ასევე მსურს დავამატო ისიც, რომ ბიზნესში ნაცნობების გამოყენებით შეგვიძლია საინტერესო გარიგებების დადება და ბევრი უპირატესობების მიღება.

შესაბამისად, იზრუნეთ თქვენს გრძელვადიან წარმატებაზე. თუ ჯერ კიდევ არ გიფიქრიათ ამ საკითხზე აქამდე, არც ახლა არის გვიან დაიწყოთ საიმედო კონტაქტების შექმნა და მეგობრების გაჩენა. ამისთვის კი გჭირდებათ, რომ იყოთ სასიამოვნო ადამიანი, შეგეძლოთ სხვებში ბევრი დადებითი მხარის დანახვა და ადამიანებში, რომლებსაც შეხვდებით, პოტენციურ მეგობარს ხედავდეთ.

ანალოგიურად, თქვენც აუცილებლად უნდა იყოთ ის საიმედო ადამიანი, ვისაც სხვის კონტაქტების სიაშიც დამსახურებული ადგილი ექნება. ეს დაგეხმარებათ, რომ ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იყოთ ცხოვრებაში და გაცილებით მარტივად მოაგვაროთ საკითხები როგორც პირად, ასევე კარიერულ ცხოვრებაში. ეს არის ის, რასაც ყოველთვის გრძელვადიანი ეფექტი ექნება და სამომავლოდ, თქვენს გაზრდილ შემოსავლებზეც აისახება.

 

| გააზიარე
მოგწონთ?