რა პრინციპით ხვდებიან ადამიანები ჩვენს გუნდში?


იმის გათვალისწინებით, რომ კორპორატიული კულტურის შესახებ სტატიების გამოქვეყნების შემდეგ ბევრი ადამიანი გვწერს, თუ რა არის საჭირო ჩვენს გუნდში მოსახვედრად, მსურს შევეხო ერთ საკითხს, რომელიც პასუხს გასცემს ჩვენი მკითხველებისგან წამოსულ კითხვებს.

 

ჩვენს გუნდში მოსახვედრად ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატს ჰქონდეს მოტივაცია. ჩვენს გუნდში მოხვედრილ ადამიანს, მიუხედავად იმისა, თუ როგორი გამოცდილება აქვს მას, ვასწავლით გუნდში ქცევის პრინციპებს, ჩვენს კორპორატიულ კულტურას და იმ საქმიანობას, რომლითაც ის იქნება დაკავებული უშუალოდ ჩვენს გუნდში მუშაობის პერიოდში.

 

ჩვენთან სწავლება ძირითადად ხორციელდება გაყიდვების სკოლაში, თუმცა გვაქვს სხვა ტიპის სწავლებებიც გამომდინარე პოზიციებიდან.

 

თავდაპირველად, ჩვენი გუნდის წევრებს ვასწავლით ქოუჩინგის მეთოდოლოგიის დახმარებით, ხოლო მას შემდეგ, რაც ისინი ისწავლიან ამ ყველაფერს, მათ ეძლევათ შესაძლებლობა გახდნენ ჩვენი გუნდის სრულფასოვანი პარტნიორები და ჩვენთან ერთად შეუდგნენ საერთო ბიზნესში მაღალი შედეგების დადებას. ხოლო დროთა განმავლობაში, რაც უფრო მაღალ შედეგებს დებენ ისინი, მით უფრო წინ მიდიან კარიერულად.

 

კადრების შერჩევის ამ მოდელმა შემდეგი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა მოგვცა. ადამიანები ჩვენი გუნდიდან არ მიდიან მარტივად, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის რესურსი, რომელიც კონკრეტულ ადამიანში ჩავდეთ. რეალურად, ჩვენს კორპორატიულ კულტურაშიც გვიწერია ის, რომ მხოლოდ ორი მიზეზის გამო გვტოვებენ ადამიანები. პირველი არის ჩვენი კორპორატიული კულტურის უგულებელყოფა ან შედეგების ვერ დადება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ამ ორივე პუნქტს ასრულებს, ის ხდება მაღალი დონის პროფესიონალი და იღებს მეტ შემოსავლებს.

 

ჩვენთვის ყველაზე ღირებული გუნდში არსებული ადამიანებია და ყველაზე დიდ რესურსებს სწორედ ადამიანების განვითარებაში ვდებთ.

 


დავით კენჭაძე

| გააზიარე
მოგწონთ?