საინტერესო მეთოდი თანამშრომელთა ჩართულობის გასაზრდელად


კომპანიის მოგების გაზრდა ყოველთვის არის შესაძლებელი სხვადასხვა მენეჯერული მიდგომის განახლების და ეფექტიანობის ამაღლების შედეგად და კომპანიასაც შეუძლია გახდეს უფრო მეტად ორიენტირებული შედეგებსა და მომგებიანობაზე.

დღეს მე მსურს გაგიზიაროთ მაგალითი ჩემი კარიერიდან და მოგიყვეთ ერთი გამოცდილების შესახებ კომპანიასთან, რომლის სახელსაც ვერ დავასახელებ იმის გათვალისწინებით, რომ ის მოქმედია და არ იქნება სწორი ჩემი მხრიდან.

როდესაც მე მივედი მოცემულ კომპანიაში, იქ მენეჯერული სისტემა საკმაოდ ქაოტური დამხვდა. თანამშრომლებს მიზნები ჰქონდათ ჩამოყალიბებული და თითქოს იცოდნენ, რისთვის უნდა მიეღწიათ, თუმცა რეალურად აქ ჰქონდათ ეს შესისხლხორცებული და მთელი დღის განმავლობაში მათ მიღწევაზე არ იყვნენ ფოკუსირებული. ფაქტი იყო, რომ მათ სჭირდებოდათ რაღაც დამატებითი მოტივაცია.

როდესაც ხელმძღვანელს გავესაუბრეთ, მანაც დაგვიდასტურა, რომ ყველამ  იცოდა მიზნები, რომლისთვისაც უნდა მიეღწია კომპანიას, თუმცა ხელმძღვანელები ვერ მუშაობდნენ ეფექტიანად და გუნდის წევრებიც ვერ ერთვებოდნენ აქტიურად სამუშაო პროცესში. როდესაც კარგად დავფიქრდით, თუ რისი გაკეთება შეგვეძლო, გადავწყვიტეთ გამოგვეყენებინა ეგრეთ წოდებული scorecard-ების მეთოდი. აქ იგულისხმება ის, რომ ყველაფერი რაც კეთდება კომპანიაში, უნდა გახდეს დათვლადი. აბსოლუტურად ყველა ოპერაცია, რასაც აკეთებს ესა თუ ის დეპარტამენტი გავხადეთ დათვლადი და ისინი განვათავსეთ კომპანიის ოფისში, აბსოლუტურად ყველგან, სადაც თანამშრომლებს ჰქონდათ შეხება. ეს იყო სამზარეულოში, შემოსასვლელში, კაბინეტებში, შიდა სისტემაში.

არსებობდა ერთი დიდი დაფა, სადაც ხდებოდა ინფორმაციის მუდმივი განახლება და ამ ყველაფერს მივეცით შეჯიბრების სახე, როდესაც ყველა ადამიანი აზარტულად იყო ჩართული, ვინ უფრო მეტ შედეგს დადებდა. შესაბამისად თანამშრომლები გაცილებით ყურადღებით აკვირდებოდნენ თავიანთ შედეგებს და ისახავდნენ მიზნებს, შემდეგ კი ორიენტირებული იყვნენ მათ მიღწევაზე. ეს ყველაფერი იყო სახალისო და ამავდროულად საინტერესო, რადგან ვინც მოდიოდა სამსახურში, ფიქრობდა როგორ გაეუმჯობესებინა თავისი შედეგები და გამხდარიყო მაგალითად დღის საუკეთესო თანამშრომელი თავის მიმართულებაში.

შედეგად შემიძლია გითხრათ, რომ კომპანიის ეფექტიანობა გაიზარდა 15-20%-ით პირველ კვარტალში და დარწმუნებით შემიძლიათ გითხრათ, რომ ეს კომპანია დღემდე წარმატებულად აგრძელებს ფუნქციონირებას.

შესაბამისად, თქვენც გირჩევთ გაითვალისწინოთ ჩვენი გამოცდილება და სცადოთ მოცემული მეთოდი თქვენს კომპანიაში. ეცადეთ გახადოთ ყველაფერი დათვლადი და ამავდროულად ამ ყველაფერს სასიამოვნო პროცესის სახე მისცეთ, რაც აუცილებლად გაზრდის თანამშრომელთა მოტივაციას, პროდუქტიულობას და საბოლოო ჯამში, თქვენი კომპანიის მოგების ზრდაზეც აისახება.

| გააზიარე
მოგწონთ?