ოპერაციების მენეჯმენტის რჩევები (ნაწილი #2)


ვაგრძელებთ თემას ოპერაციების მენეჯმენტის რჩევებთან დაკავშირებით: 
 

  • ოპერაციების მენეჯმენტის წარმატებისათვის ისევე, როგორც მენეჯმენტის სხვა სფეროებში მნიშვნელოვანია მოხდეს თანამშრომლების საქმის სწორი ორგანიზება, მათ შორის პასუხისმგებელ უბნებად და პირებად დაყოფა, სწორი დელეგირების გაკეთება. ეს ცვლილებები ავტომატურად გაზრდის შესრულებული საქმის ხარისხს და ეფექტურობას.

 

  • პროცესების აწყობისას გაითვალისწინეთ - ყველაფერი ისე უნდა იყოს გაკეთებული, რომ თანამშრომლებისთვის იყოს კომფორტული. მათ შორის გასათვალისწინებელია, რომ პროცესი და ნაწილები უნდა გადაადგილდებოდეს, ან იყოს განთავსებული მარჯვენა ხელის გამოყენებისათვის კომფორტულად. თანამშრომლებს არ უნდა სჭირდებოდეთ დიდი დროის დახარჯვა იმისათვის, რომ მიიღონ შესაბამისი ნაწილი ან თუნდაც ხელსაწყო.

 

  • წარმოების პროცესების შექმნისას გაითვალისწინეთ, რომ პროცესი უნდა იყოს ისე აწყობილი, რომ შესაძლებელი გახდეს  მსგავსი ტიპის პროდუქტის წარმოებაზე მარტივი გადაწყობა.

 

  • თუ გინდათ, რომ თქვენმა თანამშრომლებმა იმუშაონ გარკვეული წესების და სტანდარტების მიხედვით, უპირველეს ყოვლისა დაწერეთ, დაამტკიცეთ და მერე მოსთხოვეთ თანამშრომლებს ამ პრინციპების შესრულება. ეს წესი საერთოა ბიზნესის ყველა რგოლისთვის და ყველა ინდუსტრიისთვის.

 

  • გააკეთეთ შეცდომების გამოსწორების სისტემა, სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს იმ შეცდომების ოპერატიულად გამოსწორებას, რომელიც ფიქსირდება წარმოების ან მომსახურეობის პროცესში.

 

  • გააკეთეთ წარმოების პროცესის Back-up-ები. აგრეთვე გააკეთეთ წარმოების პროცესის დაზღვევა, რაც უზრუნველყოფს ავარიული სიტუაციის შემთხვევაში პრობლემის დროის მოკლე პერიოდში მოგვარებას.

 

  • და ბოლოს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წესი - აკონტროლეთ თქვენი თანამშრომლები და პროცესები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავზე უნდა დაადგეთ თანამშრომლებს და არ მისცეთ საქმის თავისუფლად შესრულების საშუალება. არამედ ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა პროცესი, რომელიც ხორციელდება კომპანიაში უნდა კონტროლდებოდეს გარკვეული პერიოდულობით და ხდებოდეს თანამშრომლების შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი.


 

| გააზიარე
მოგწონთ?