ყოველთვის შეედარეთ იდეალს


ზოგჯერ ვხვდებით ისეთ სიტუაციებში, როდესაც არვიცით როგორ მოვიქცეთ. არის მომენტები,  როდესაც ვფიქრობთ რა გავაკეთოთ. ან ხანდახან დგება მომენტი ჩვენს ცხოვრებაში, როცა უბრალოდ ვერ ვხვდებით რა არის სწორი გადაყვეტილება. საერთოდ ვერ ვამჩნევთ მოვლენებს, რომლებსაც შეუძლია ჩვენი ცხოვრების შეცვლა. მაგრამ იმისათვის, რომ მივხვდეთ როგორ მოვიქცეთ სხვადასხვა სიტუაციებში არსებობს ერთი მარტივი წესი - ყოველთვის შეედარეთ იდეალს, რაც ნიშნავს შემდეგს: დაფიქრით, რას გააკეთებდა იგივე პოზიციაზე მომუშავე იდეალური ადამიანი. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ შემთხვევაში თქვენი ქვეცნობიერი აუცილებლად გიკარნახებთ სწორ პასუხებს.

ელემენტარულ სიტუაციებშიც კი, რომლებიც ჩვენს გარშემო ყოველდღიურად ხდება შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს წესი, რაც საბოლოო ჯამში მის უნარად გადაქცევაში დაგეხმარებათ. წარმოიდგინეთ თუნდაც ერთ ჩვეულებრივ დილას, ოფისში მისვლისას შემჩნეული დაზიანება, რომელსაც არც მიაქცევთ ყურადღებას და გვერდს აუვლით. ასეთ შემთხვევაშიც კი უნდა იფიქროთ და მოიქცეთ ისე, როგორც მოიქცეოდა თქვენი ლიდერი, ან უბრალოდ იდეალური მენეჯერი. ეს ადამიანი ბუნებრივია ეცდებოდა თვითონ მოეგვარებინა ეს პრობლემა, ან დაუკავშირდებოდა შესაბამის პირებს საკითხის გადაჭრისათვის. თუ საუკეთესო ლიდერი ამას გააკეთებდა, მაშინ ასე უნდა მოიქცეთ თქვენც.

იდეალთან შედარება ყოველთვის გვაძლევს დადებით შედეგს და უმჯობესია ხშირად გამოვიყენოთ ის წარსულთან შედარების ნაცლად, რომელიც სამწუხაროდ აპრობირებული მეთოდია დღევადელ საქართველოში. ადამიანები სამთავრობო თუ კერძო ბიზნესიდან ხშირად ადარებენ საკუთარ თავებსა და ქმედებებს წინა გამოცდილებას. შედეგად კი ამბობენ, რომ ისინი უკეთესები არიან წინამორბედებთან შედარებით, რაც რეალურად  არასწორია. ასეთი მიდგომა ხელს გიშლით გამოავლინოთ თქვენი საუკეთესო თვისებები, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ეს თქვენი ტალანტის ხელოვნური დამალვაა. გახსოვდეთ, რომ როცა ედრებით ძლიერს დროთა განმავლობაში თქვენც ხდებით უფრო წარმატებული.

მე გირჩევთ შეცვალოთ ეს მიდგომა თუ დღეს მას იყენებთ და ყოველთვის შეედაროთ იდეალს. დაფიქრდით, რას როგორ გააკეთებდა იდეალური მენეჯერი თქვენს პოზიციაზე მუშაობისას და იმოქმედეთ ანალოგიურად, ზუსტად ისე, როგორც თქვენი გონება გიპასუხებთ. ეცადეთ დაემსგავსოთ თქვენ მიერ წარმოსახულ პიროვნებას და აუცილებლად გამოიმუშავებთ იმ უნარებს, რომლებიც საუკეთესოდ გაქცევთ.

| გააზიარე
მოგწონთ?