რაზე უნდა ვინერვიულოთ ცხოვრებაში?


არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე ნერვიულობენ. ძლიერად განიცდიან, როცა რაღაც არ გამოსდით, ნერვიულობენ უბრალოდ მომავლის შესახებ, ნერვიულობენ, როცა შვილი ან სხვა ახლობელი სადმე მიემგზავრება, როცა ფიქრობენ, რომ მათ საყვარელ ადამიანებს შესაძლოა რაიმე შეემთხვათ.  ესეთი ადამიანები ყველა სიტუაციაში ეძებენ ცუდ შესაძლო გამოსავალს და განიცდიან, თუ რა შეიძლება მოხდეს ასეთი მოვლენის შემთხვევაში.

ესეთი ადამიანები, სამწუხაროდ, იზიდავენ ნეგატივს, რადგან ყველაფრის ეშინიათ. მაგრამ ჩნდება კითხვა - ნერვიულობით  რაიმე იცვლება? შესაძლებელია წინასწარი ნერვიულობით უბედური შემთხვევის პრევენცია გავაკეთოთ? ან არსებობს ზოგადად რაიმე, რაც ნერვიულობის შედეგად გამოსწორებადია? თუ კარგად დავფიქრდებით მივხდებით, რომ პასუხი უარყოფითია, რადგან ზედმეტი განცდებით ვერაფერს შევცვლით. მაშინ დაფიქრდით იქნებ არ ღირს ემოციების დახარჯვა მაშინ, როცა ამის საჭიროება არ არის?

არის მეორე შეკითხვა, რომელიც უნდა დავუსვათ საკუთარ თავს - რაიმეს შეცვლის ნერვიულობა მოვლენებზე, რომლებიც უკვე მოხდა ჩვენს ცხოვრებაში? წარსულის შემობრუნება არა მხოლოდ განცდებით, არამედ არანაირი სხვა გზით არ არის შესაძლებელი. მაშინ რატომ ვხარჯავთ გადამეტებულ ემოციებს წარსულ მოვლენებზე?

დავუსვათ თავს მესამე შეკითხვა - რა უნდა გავაკეთოთ თუ წარსულში რაიმე უსიამოვნო შეგვემთხვა? ამ კითხვაზე პასუხი ნათელია, ნახეთ მასში ეფექტური გამოცდილება, რა მიიღეთ მისგან? რადგან წარსული გამოცდილება სხვა არაფერია თუ არა ახალი ინფორმაციისა და ცოდნის მიღების საშუალება. წარსული ნეგატიური გამოცდილება (სწორი გამოყენების შემთხვევაში) კი იმის გარანტიაა, რომ ჩვენ მსგავსი არაფერი არ დაგვემართება მომავალში.

როდესაც პრობლემის წინაშე ხართ და მის გამო ნერვიულობთ დაფიქრდით, შეგიძლიათ ამ ეტაპზე ამ პრობლემის მოგვარება? თუ პასუხი უარყოფითია ესეიგი ეს უბრალოდ ფაქტია და მასთან ჭიდილს აზრი არ აქვს, რადგან ფაქტებს ვერ შევცვლით. ხოლო თუ პასუხი დადებითია ესეიგი ეს პრობლემა კი არა არამედ გამოწვევაა. ასეთი მომენტები კი ცხვორებაში ძალიან ბევრი გვაქვს. მთავარია როგორ შევხედავთ ამ ყველაფერს, თუ ასეთ სიტუაციებს მივიღებთ როგორც პრობლემას მაშინ ნერვიულობა გარდაუვალია, ხოლო თუ შევხედავთ მას, როგორც რაიმეს მიღწევის შესაძლებელობას მაშინ ეს დამატებითი მოტივაცია იქნება.

ამ ყოველივეს შემდეგ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ცხოვრებაში არსებობს მხოლოდ ფაქტები და გამოწვევები. შეხედეთ ამ კუთხით თქვენს ცხოვრებას და დარწმუნდებით, რომ ამ დროიდან ნერვიულობა ჩვეული მდგომარეობა აღარ იქნება თქვენთვის, მოიხსნით შფოთვას, ზედმეტ უარყოფით ემოციებს და დატკბებით ცხოვრების სილამაზით.

| გააზიარე
მოგწონთ?