როგორ აღმოვაჩინოთ ბიზნეს იდეები და დავიწყოთ წარმატებული ბიზნესი?


ხშირად ადამიანები მისვამენ ერთი და იგივე შეკითხვას: რისი ბიზნესი დავიწყოთ? თუმცა ყველაზე საინტერესო ისაა, რომ იდეა ბევრია, მათ კი ვერ ვხედავთ, რადგან ჩვენი გონება ყოველდღიურობით არის დაკავებული და ამ ყველაფრის შემჩნევისთვის არ სცალია.

სად შეიძლება ახალი იდეების მოძიება?

ახალი იდეები ყველგანაა, თუმცა მთავარია ამოვიცნოთ ისინი. პირველ რიგში შეგვიძლია დავაკვირდეთ, რა გვაწუხებს, რა არ მოგვწონს ჩვენ, რა წარმოადგენს პრობლემას ცხოვრების ამ ეტაპზე, შემდეგ კი დავიწყოთ ფიქრი, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის მოგვარება?!

იგივე მიდგომა შეგვიძლია გამოვიყენოთ კლიენტებთან ურთიერთობისას. როდესაც არსებულ ბიზნესზე გვაქვს საუბარი, ეკითხები მათ, თუ რა არის ის, რაც არ მოსწონს დღევანდელ ინდუსტრიაში და არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს რაიმე ,,ნოუ-ჰაუ“. თუნდაც არსებულ ინდუსტრიაშიც შესაძლებელია სიახლეების დანერგვა და საქმიანობის განსხვავებულად წარმოება. თუმცა მანამ, სანამ დაიწყებ კონკრეტული იდეის განხორციელებას, საჭიროა გატესტო ეს ყველაფერი. შეგიძლია ჰკითხო შენს პოტენციურ მომხმარებლებს აზრი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ამ დროს მნიშვნელობა აქვს კითხვის სწორად ფორმულირებას. თუ გადაწყვეტ მომხმარებელს აჩვენო სატესტო პროდუქტი და ჰკითხო, იყიდდა თუ არა მოცემულ პროდუქტს კონკრეტულ ფასად - ის გიპასუხებს, რომ იყიდდა და ამით რეალურ სურათს ვერ მიიღებ. ამიტომ საჭიროა განსხვავებული სტრატეგიის მოფიქრება. ამ დროს მნიშვნელოვანია პროფესიონალებს დავუთმოთ ასპარეზი, რომლებიც უფრო კარგ ფორმულირებას მისცემენ ამ ყველაფერს და სრულყოფილად ჩამოაყალიბებენ დასკვნას.

შესაბამისად, თუ გსურთ, რომ დაიწყოთ საქმიანობა თანამედროვე ბაზნესში, არ დაელოდოთ რაიმე განსაკუთრებულ რჩევას და ნუ ფიქრობთ, რომ მხოლოდ პროფესიონალებს შეუძლიათ იდეების მოწოდება. გახსოვდეთ, რომ იდეები ყველგანაა და რაც გჭირდებათ, მათ ძიებასა და აღმოჩენაზე ფოკუსირებაა.

მარტივი გამოსავალისთვის კი უბრალოდ გაიხედეთ ირგვლივ ან კარგად ჩაიხედეთ თქვენს თავში, რა არ მოგწონთ, რას შეცვლიდით ან არსებობს თუ არა პრობლემა, რომლის მოგვარებითაც უკეთესობისკენ შეიცვლებოდა თქვენი და გარშემომყოფების ცხოვრება? თუ ასეთი რამ არსებობს, ჩათვალეთ, რომ თქვენ უკვე გაქვთ იდეა, რომელიც შეგიძლიათ გადააქციოთ ბიზნესად. რაც გჭირდებათ კი სწორი სტრატეგია და ბიზნეს გეგმაა.

პრინციპი უმარტივესია, უბრალოდ საჭიროა მოქმედება. მე კონკრეტულად არ დავასახელებ რაიმე იდეას იმის გათვალისწინებით, რომ ამას გარკვეული მუშაობა და დამტკიცება სჭირდება, თუ რამდენად რეალურია. ერთი შეხედვით რთულია ადამიანების დარწმუნება, რომ კონკრეტული იდეა აუცილებლად იმუშავებს.

უბრალოდ ეძებეთ იდეები და დაიმახსოვრეთ, რომ შეიძლება პირველივე ცდაზე არ გამოგივიდეთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა დროს, სხვა შემთხვევაში, სხვადასხვა მცდელობის შემდეგ, წარმატებით არ დამთავრდება თქვენი ჩანაფიქრი.

| გააზიარე
მოგწონთ?