ცხოვრების დაბალანსება #2


ვაგრძელებთ საუბარს ცხოვრების დაბალანსების თემაზე

არ დახარჯოთ დრო თანამშრომლებთან ან მეგობრებთან არაპროდუქტიულ საუბრებზე, გაუფრთხილდით თქვენს დროს, სამსახურის შემდეგ კი დატკბით მათთან ურთიერთობით. ითვალისწინებთ ყველა დროის მართვის რჩევას, მაგრამ მაინც არაფერი არ გამოგდით? ესე იგი პრობლემა არა თქვენში, არამედ თქვენს კომპანიაში, მის სტრუქტურაში, ოპერაციებში, მიზნებში, მენეჯმენტში, ან რომელიმე სხვა სფეროშია. ასეთ შემთხვევაში შემდეგი ამოცანაა გააანალიზოთ სამსახურში არსებული სიტუაცია და იმუშაოთ მის აღმოფხვრაზე. თუ თქვენ ამის უფლებამოსილება გაქვთ მაშინ ეს შედარებით მარტივია, სხვა შემთხვევაში კი ამ ყველაფრის მენეჯმენტისათვის დამტკიცება მოგიწევთ.

იმუშავეთ დღეში 2-3 სთ-ით მეტი სტანდარტულად განსაზღვრულ დროსთან შედარებით, მთელი დღის განმავლობაში იყავით ფოკუსირებული საქმეზე და მიიღეთ დამსახურებული დასვენებაც. თუ თქვენ ამ რჩევას გათვალისწინებთ, წელიწადში თქვენ კონკურენტებთან შედარებით 11 სამუშაო კვირით მეტს იმუშავებთ, წარმოიდგინეთ რამდენად დიდი წარმატების მიღწევა შეგიძლიათ კონკურენტულ ბრძოლაში, თუ სხვებთან შედარებით 11 კვირით მეტს იმუშავებთ. სამუშაო დღეები ძირითადად ორიენტირებულია სამსახურზე, ამიტომ უნდა დაიხარჯოთ ბოლომდე, გააკეთეთ თქვენი საქმეები უმაღლეს დონეზე და დაისვენეთ შაბათ კვირას. ამასთან, კვირაში ერთი დღე – კვირა უნდა იყოს ისეთი, როდესაც თქვენ არაფერს არ გააკეთებთ, ეს დღე უნდა იყოს თავისუფალი სხვადასხვა აზრებისაგან, ზედმეტი დატვირთვისაგან და რა თქმა უნდა, სამსახურისაგან. ეს ერთი დღე გამოიყენეთ რელაქსაციისთვის, ძალების აღდგენისთვისა და გართობისთვის.

თქვენ ვარჯიშობთ? არა? მაშინ გამოასწორეთ ეს საკითხი ხვალიდანვე იმიტომ, რომ გარდა ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა ვარჯიში გაძლევთ ენერგიას, როგორც გონებრივ, ისე ფიზიკურ ძალას. დღეში მინიმუმ 1 სთ დილით ადრე სირბილი, ან სწრაფი სიარული მაინც მოგცემთ საშუალებას, რომ თავი ჯანმრთელად იგრძნოთ, იარეთ აუზზე ან ფიტნეს დარბაზში. ამასთან ვარჯიშის დრო პარალელურად შეგიძლიათ გამოიყენოთ სწავლისათვის, უსმინეთ აუდიო წიგნებს, ეს იქნება თქვენს ცხოვრებაში ყველაზე პროდუქტიულად გამოყენებული დრო. ამ პერიოდში თქვენ შეძლებთ მიიღოთ ორმაგი ეფექტი. სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ ყოველდღიურად 30 წუთი ვარჯიში რეგულარულად მოგცემთ საშუალებას, რომ მუდმივად კარგ ფორმაში იყოთ. გახსოვდეთ, რაც უფრო ადრე დაიწყებთ თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვას, მით უფრო ნაკლები პრობლემები შეგექმნებათ მომავალში.

იხილეთ ასევე: ცხოვრების დაბალანსება N3

| გააზიარე
მოგწონთ?