როგორი უნდა იყოს პრეზენტაცია თანამედროვე ბიზნესში?


ბიზნესი თანამედროვე ეპოქაში ძალიან სწრაფად იცვლება და ეს ცვლილებები ძალიან მალე ისახება მენეჯმენტის მიდგომებზე. მე მსურს ხაზი გავუსვა და ნათელი გავხადო ის განსხვავება, თუ რა ხდებოდა დაახლოებით 10-15 წლის წინანდელ ბიზნესში და რა ხდება ახლა.

 

დრო ყოველწლიურად უფრო და უფრო ცოტა გვაქვს, უფრო და უფრო ეფექტურად სწავლობენ კადრები წლების განმავლობაში და ცდილობენ გარკვეული მენეჯერული საკითხები გააანალიზონ და მიიღონ გადაწყვეტილებები უფრო და უფრო დროულად.

 

 

რა ხდებოდა წინა პერიოდში?

 

10-15 წლის წინ, კომპანიის ტოპ მენეჯერები ყოველთვის ცდილობდნენ, რომ მათ თანამშრომლებს მოემზადებინათ დეტალური პროექტი, სადაც იქნებოდა დაწერილი ბევრი რამ, მათ შორის ანალიზი, რა როგორ უნდა გაკეთდეს, რა რის მერე უნდა მოხდეს, მაგრამ დრომ გვიჩვენა, რომ ყველაფერი შეიცვალა და დღესდღეობით მენეჯერები აღარ კითხულობენ დიდი ზომის ინფორმაციას და მათ სჭირდებათ უფრო კონკრეტული იდეები.

 

ჩემი გამოცდილებით, ტოპ მენეჯერები, ცუდად უყურებენ ისეთი ტიპის პრეზენტაციებსაც, სადაც 10-15 სლაიდზე მეტია. შესაბამისად, როდესაც თქვენ მუშაობთ გარკვეულ საკითხზე, გააკეთეთ ეს ყველაფერი ლაკონურად, ხოლო ყველა შესაძლეო შეკითხვაზე, რომელიც შეიძლება გაჩნდეს, გქონდეთ არგუმენტირებული პასუხები. ეს შეიძლება იყოს რაიმე ინფორმაცია ან შესაბამისი კალკულაციები.

 

თვითონ პროექტი კი უნდა იყოს მაქსიმალურად მოკლედ ახსნილი, გამოყოფილი აბზაცებით და მარტივი სტრუქტურით.

 

პრეზენტაციის წარდგენის დროს საჭიროა განიხილოთ თითოეული პუნქტი მოკლედ, თუმცა მნიშვნელოვანია კარგად ჩანდეს, რის შესახებ არის კონკრეტული ინფორმაცია. ასევე გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანია პრაქტიკული იდეები და გარკვეული დასკვნები, რაც უფრო სასარგებლოსა და დამაჯერებელს გახდის თქვენს პროექტს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, იქნება ეს ხელმძღვანელობა თუ ინვესტორები.

 

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, რათა საინტერესო, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, პრაქტიკული იყოს თქვენი პრეზენტაცია და  მაქსიმალურად წარმოაჩინოთ თქვენი პროფესიონალიზმი.

 


დავით კენჭაძე

| გააზიარე
მოგწონთ?