რატომ ვაბრალებთ სხვას იმას რაც არ გამოგვდის?


ხშირად განვიხილავთ საკითხს თუ რა განსხვავებაა წარმატებულ და წარუმატებელ ადამიანებს შორის. მინდა დღეს გავამახვილო ყურადღება ერთ ძალიან მნიშვნელოვან განსხვავებაზე, რაც ვფიქრობ სამწუხაროა დღევანდელი საქართველოსთვის, თუმცა ალბათ დამახასიათებელია სხვა ქვეყნებისთვისაც.

ხშირად ვხვდები შემთხვევას, როდესაც ადამიანები მიუღწეველი შედეგის შემთხვევაში ცდილობენ  დააბრალონ ყველაფერი სხვას. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ისინი ვერ აღწევენ იმას, რაც დაგეგმილი აქვთ. თუ რაიმეს ვერ ასრულებთ ეს  ნიშნავს, რომ  გაკლიათ მონდომება. თუმცა  არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას უფრო გაუმართლა, არც  იმას, რომ ვიღაც აღმოჩნდა უკეთეს ადგილას, ან ჰყავს ნათესავი ან ვიზუალურად უფრო ლამაზია ან/და ნებისმიერი სხვა მიზეზი, რამაც მათი წარმატება განაპირობა. განსხვავება არის ერთადერთი რამ - მონდომება.  თუ რაღაცას ვერ აკეთებთ თქვენ შეგიძლიათ დააბრალოთ ეს წარუმატებლობა  საკუთარ თავს ან სხვას.

საინტერესო ისაა, რომ როდესაც აბრალებთ სხვას ეს  ერთგვარი თავის გამართლება და დამშვიდებაა. ეს არ არის  მომავალში თქვენი სიტუაციის გამოსწორების შანსი, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ასეთი მიდგომით თქვენ თვითონვე კლავთ იმ მოტივაციას, რომელიც შეიძლება მომავალი წარმატებების წინაპირობა იყოს. ადამიანები, რომლებიც არიან გამორჩეულები და წარმოადგენენ ტოპ მენეჯერების 20%-ს,  ფიქრობენ განსხვავებულად. ისინი ფიქრობენ, რომ მათ აბსოლიტურად ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ და ამისათვის ამ უნარის დახვეწა სჭირდებათ. ეს უნარი კი შემდეგში მდგომარეობს: როდესაც რაღაც არ გამოგდით დააბრალეთ პირველ რიგში საკუთარ თავს, ნახეთ რა გააკეთეთ არასწორად. წარმატებული ტოპ მენეჯერები ამას აკეთებენ იმიტომ, რომ მათ იციან  ნებისმიერი წარუმატებლობა და  დამარცხება არის ცხოვრებაში ახალი მიზნების მიღწევის საშუალება. საშუალება იმისა, რომ შექმნათ თქვენი მომავალი უფრო ლამაზი და  ლაღი.

გინდათ, რომ თქვენი ცხოვრებაც ასეთი იყოს? გინდათ, რომ ყველაფერი გქონდეთ ცხოვრებაში რაც თქვენ გსურთ? მაშინ გამოიმუშავეთ  ეს ერთი უნარი. გამოიყენეთ ეს  ერთი რჩევა - არასდროს დააბრალოთ სხვას თუ რაიმე არ გამოგდით. პირველ რიგში ჰკითხეთ საკუთარ თავს - რას ვაკეთებ არასწორად, რა შეცდომა დავუშვი და უმალ შეეცადეთ ამ შეცდომის გამოსწორებას. წარმატება აქტიურობაშია, ის ადამიანები არიან გამორჩეულები, რომლებიც მალევე იწყებენ მოქმედებას და აკეთებენ ყოველდღე რაღაცას ისეთს, რაც ეხმარებათ მათ  წარუმატებლობის დაძლევასა და მიზნების მიღწევაში.

| გააზიარე
მოგწონთ?