კომპანიის მოგების ზრდა მეტი თავისუფლებით...


კომპანიის მოგების ზრდა ყოველთვის არის შესაძლებელი თანამშრომელთა მოტივაციის გაზრდით. დღეს მინდა ვისაუბრო ერთ ძალიან საინტერესო საკითხზე ამ კუთხით. მე მსურს, დაფიქრდეთ მართვის წესებთან დაკავშირებით.

მოდით შევხედოთ, რას აკეთებს ხელმძღვანელების დიდი ნაწილი. ისინი ძალიან ავიწროვებენ თანამშრომლებს და ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტად მოსთხოვონ მათ სხვადასხვა საქმეების გაკეთება, სტრესის ქვეშ ჰყავთ ისინი, აკონტროლებენ ყველა ნაბიჯს, სთხოვენ უამრავ რეპორტს დღის განმავლობაში, რომ თავად იყვნენ საქმის კურსში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

რეალურად, ბევრი კონტროლი ნამდვილად სჭირდებათ გარკვეული მიმართულების თანამშრომლებს, თუმცა ეს არ სჭირდება აუცილებლად ყველას, ვინც თქვენს კომპანიაშია. მაგალითად, დაბალი თანამდებობის თანამშრომლებს შეიძლება დასჭირდეთ უფრო მეტი კონტროლი, თუმცა ადამიანებთან, რომლებსაც აქვთ გარკვეული პოტენციალი, განსხვავებული დამოკიდებულებაა საჭირო.

სწორედ ამ კუთხით არის პრობლემა, როცა ხელმძღვანელების უმეტესი ნაწილი სხვადასხვა რანგის თანამშრომლებს ერთნაირად უდგება. რაც არასწორია, რადგან არ შეიძლება სტანდარტული სამუშაოს შემსრულებლები და ისინი, ვინც უფრო შემოქმედებითი უნარებით გამოირჩევიან, შეუძლიათ საკუთარ თავზე მეტად პასუხისმგებლობების აღება და ასე შემდეგ, ერთნაირად აკონტროლო.

უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა თანამშრომელს აქვს ინდივიდუალური მამოტივირებელი ფაქტორები და ადამიანებს, რომლებიც დარწმუნებულები არიან თავიანთ კვალიფიკაციაში და შესაძლებლობებში, არ სიამოვნებთ მსგავსი კონტროლი და სწორედ აქედან გამომდინარე ჩნდება გარკვეული პრობლემები. სამწუხაროდ, ვიცი არა ერთი მსგავსი ისტორია ამ საკითხის ირგვლივ, როდესაც ვერ მოგვარდა მსგავსი უთანხმოება იმიტომ, რომ ხელმძღვანელებმა ვერ გაითავისეს ეს ყველაფერი.

როგორ უნდა მოიქცეს ხელმძღვანელი რეალურად? პირველ რიგში, საჭიროა, დაფიქრდეთ, ვინ არიან თქვენს კომპანიაში მსგავსი ტიპის თანამშრომლები, რადგან მათ ძალიან უყვართ თავისუფლება. ასეთ თანამშრომლებს უნდა მოეპყრათ სხვაგვარად, დაუდგეთ გვერდში და მისცეთ ყველანაირი შესაძლებლობა, რომ აკეთონ თავიანთი საქმე დამოუკიდებლად.

შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს უბრალოდ არ სჯეროდეს, რომ შეიძლება თანამშრომელმა კონტროლის გარეშე რაიმე სწორად აკეთოს, თუმცა სცადეთ, ჩაატარეთ ცდა და თქვენ ნახავთ შედეგს.

მაშ ასე, კარგად გააანალიზეთ ეს საკითხი, განასხვავეთ თანამშრომლები სწორად, მიეცით მათ გარკვეული თავისუფლება და უფრო მეტად აამაღლეთ მათი მოტივაცია, რაც გაზრდის მათ პროდუქტიულობას და საბოლოო ჯამში, ასეთი თანამშრომლების არსებობა თქვენს კომპანიაში, აუცილებლად აისახება კომპანიის მოგების ზრდაზე.

| გააზიარე
მოგწონთ?