1 საათის ეფექტი


როგორ ფიქრობთ წარმატება იღბალია თუ ბევრი შრომის შედეგი? დარწმუნებული ვარ ბევრი მიპასუხებდით იღბალს. კი ნაწილობრივ იღბალი გვეხმარება წარმატებაში, როგორც იტყვიან საჭირო დრო საჭირო ადგილას თუ მოვხვდებით წარმატება გარანტირებულია. ამ საკითხზე სხვა შეხედულება მაქვს. შემიძლია გითხრათ, რომ იღბალიც იმასთან მიდის ვინც ბევრს შრომობს წარმატების მისაღწევად. ეს ხომ ის თემაა, რომელზეც ყველას გვისაუბრია ბავშვობაში, ახალგაზრდობაში და ზრდასრულ ასაკშიც, თუმცა ბოლომდე მაინც არ გვჯერა ხოლმე. რატომ? საკმარისი დრო არ გაქვთ? ამისათვის დღეში ერთი საათი ყოველთვის გამოინახება, სოციალურ ქსელზე ბევრად პროდუქტიულ საქმეს თუ მოჰკიდებთ ხელს. დიახ, თქვენ სწორედ მიხვდით ამ პოსტშიც საუბარი წიგნების კითხვაზე მაქვს.


ალბათ ყველას გაძალებდნენ წიგნის კითხვას, ახლა კი თქვენ აძალებთ მომავალ თაობას, მაშინ როდესაც თავადვე უნდა კითხულობდეთ ნებისმიერ ასაკში. განვითარებას და პიროვნულ ზრდას არც საზღვრები და არც ასაკი არ აქვს. ყოველი დღე შეგვიძლია გამოვიყენოთ პროდუქტიულად და ცოდნის გასამყარებლად. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა რა დროს ჩვენი წიგნია, ჩვენ ხომ ამდენი ვისწავლეთ და ამხელა გამოცდილება დავაგროვეთ? სწორედ ეს არის მთავარი შეცდომა. თქვენ გინდათ თქვათ, რომ იმდენი ისწავლეთ აღარაფერი დაგრჩათ წასაკითხი? ყველა ტრენინგზე, რომელიც პიროვნულ ზრდას ეხება ყოველთვის ვსაუბრობ წარმატების 1 საათზე. ოქროს საათზე, რომელიც გვეხმარება მწვერვალზე ასვლაში. ეს არის დრო, რომელიც გაგვიხსნის უამრავ ახალ შესაძლებლობას. გეტყვით რომ წელიწადში წარმატებული ადამიანები კითხულობენ 50 წიგნს, როგორ ახერხებენ ამას? კითხულობენ, ისმენენ აუდიო წიგნებს, აკეთებენ ყველაფერს პიროვნული ზრდისათვის. არასოდეს არის გვიან დაიწყოთ კითხვა. ბიზნესი გაინტერესებთ? უამრავი ბიზნეს წიგნი არსებობს. ფსიქოლოგია? აქაც ანალოგიური სიტუაციაა და ა.შ ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ მოიპოვოთ უამრავი ლიტერატურა.

ერთ-ერთ გასაუბრებაზე შევხვდი პირველ კურსელს სტუდენტს, რომელიც მოტივირებული იყო მაგრამ გულდაწყვეტილი რიგი საკითხების გამო. მას შემდეგ, რაც გაიგო 1 საათის ეფექტის შესახებ წაიკითხა 1, 2, 3, . . . 10 წიგნი და შედეგი გაინტერესებთ? მისი მოტივაცია, თავდაჯერებულობა ერთი ორად გაიზარდა, აენთო ცეცხლი თვალებში, გაუჩნდა წარმატების მიღწევის სურვილი და რის ხარჯზე? ყოველ დილით 1 საათიან კითხვის ხარჯზე. ადამიანის ბუნება ასეთია კითხულობს წარმატებულ პიროვნებაზე თუ როგორ ქმნიდა იმპერიას, როგორ შრომობდა და ავტომატურად გიჩნდება სურვილი და ეუბნები შენ საკუთარ თავს: ის, რაც შეუძლია სხვებს, შეგიძლია შენც. უკვე ხდები დამოუკიდებელი ადამიანი, რომელსაც არ სჭირდება სხვისი მოტივირება. ხდები ადამიანი, რომელიც ორიენტირებული წარმატებაზე, წინსვლაზე, შედეგებზე, მწვერვალების დაპყრობაზე. ამ შედეგს კი 1 საათის ეფექტის ხარჯზე აღწევთ.

| გააზიარე
მოგწონთ?