როგორ დავუკავშიროთ ჩვენი კომპანია კონკრეტულ სიტყვებს?


ჩვენს გუნდს ხშირად აქვს შეხება სხვადასხვა კომპანიასთან და როდესაც საუბარი გვაქვს ხელმძღვანელობასთან ბრენდის შესახებ, ვეკითხებით, რასთან არის ასოცირებული მათი კომპანია. ხშირ შემთხვევაში კომპანიის ხელმძღვანელები ასახელებენ მისაღებ ფასს, ხარისხს, კარგ პროდუქციას და ა. შ.

როდესაც ჩვენ ვატარებთ მსგავსი ტიპის კვლევას და ვეკითხებით მომხმარებლებს იმავეს, ვიღებთ აბსოლუტურად განსხვავებულ პასუხებს. გამოდის, რომ მომხმარებელს ბრენდის ირგვლივ სულ სხვა წარმოდგენა აქვს შექმნილი, ხოლო კომპანიის მფლობელებს და მენეჯმენტს სხვა შეხედულება აქვთ ამ საკითხზე.

მნიშვნელოვანია, რა პრინციპით ხელმძღვანელობენ წარმატებული კომპანიები ბრენდის ჩამოყალიბებისას?

ისინი იღებენ გარკვეულ სიტყვებს და ნებისმიერ აქტივობას, იქნება ეს ინტერვიუ, სოციალურ ქსელში განხორციელებული კამპანია, რეკლამა თუ ნებისმიერი სხვა საქმიანობა, მიმართავენ იმისკენ, რომ მათი კომპანია მოცემულ სიტყვებთან ასოცირდებოდეს. ამასთანავე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მიზანშეწონილია მაქსიმუმ 3 სიტყვის ამორჩევა ამ დროს.

მას შემდეგ რაც გადაწყვეტთ, რომ გსურთ გარკვეულ სიტყვებთან ასოცირდებოდეთ, ორი ეტაპის გავლა მოგიწევთ.

პირველ რიგში ჩამოაყალიბეთ ის 3 სიტყვა, რომელზეც აპირებთ ფოკუსირებას. შემდეგ კი კარგად დაფიქრდით, რამდენად ღირს მათი არჩევა, რადგან მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გათვალისწინება, რომ ეს სიტყვები გარკვეულ ასოციაციებს უნდა იწვევდნენ. მაგალითად, გატესტეთ რამდენად არის რაიმეს მომტანი ისინი თქვენი კლიენტებისთვის, შეესაბამება თუ არა თქვენს საქმიანობას და იმ მიზნებს, რისი მიღწევაც გსურთ თქვენს მომხმარებელთან მიმართებაში. თუ ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი სურვილია და არანაირ შედეგს არ მოგიტანთ გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ ყველაფერზე დახარჯული დრო და თანხები, ფუჭად დაკარგული გამოგივათ.

მას შემდეგ, რაც აარჩევთ სიტყვებს და დარწმუნდებით, რომ ისინი ზუსტად შეესაბამება თქვენს საქმიანობას და მიზნებს, ყველანაირი აქტივობა მიმართეთ მათ წინ წამოსაწევად.

მას შემდეგ, რაც დაიწყებთ ამ სიტყვების დანერგვას, შეაფასეთ პერიოდულად მიღებული შედეგები. მაგალითად, რამდენად ასოცირდებით მომხმარებლებისთვის გემრიელ სასმელთან, ხარისხიან ტექნიკასთან, საუკეთესო მომსახურებასთან? რამდენად ახსენდებით მათ კონკრეტულ სიტყვაზე, სარგებელსა თუ ფრაზაზე? დააკვირდით ამ პროცესს ყველა იმ სიტყვასთან მიმართებაში, რაც თავიდან გქონდათ ჩაფიქრებული და მონახეთ კიდევ უფრო მეტი გზა მათი გააქტიურებისთვის.

თუ თქვენ უფრო მეტად იზრუნებთ თქვენს ბრენდზე, მიჰყვებით მოცემულ რჩევებს და მათ პრაქტიკაში განახორციელებთ, აუცილებლად მიიღებთ შესაბამის შედეგებს, გაზრდით თქვენი კომპანიის მოგებას ისევე, როგორც ზრდის არაერთი კომპანია საქართველოში და საზღვარგარეთ.

| გააზიარე
მოგწონთ?