შემცირებული ხარჯები თუ გაზრდილი ეფექტიანობა?


ბიზნესის მართვისას კომპანიები დგანან ძალიან საინტერესო არჩევანის/ალტერნატივის წინაშე - ეს არის ხარჯების შემცირება თუ ეფექტიანობის ამაღლება. დღეს მსურს ვისაუბრო ამ საკითხებთან დაკავშირებით და მოგცეთ საინტერესო რჩევები, რაც დაგეხმარებათ მომავალში მკვეთრად გაზარდოთ თქვენი კომპანიის მომგებიანობა.

მოდით ზოგადად ჩამოვყალიბდეთ, რა არის ამ ყველაფრის მთავარი მიზანი?

ქართულ კომპანიებთან მუშაობისას ჩვენ ვხვდებით სხვადასხვა შემთხვევას. მაგალითად ზოგიერთი ფიქრობს, რომ თუ აქვს ხშირი გადაზიდვები, თავად გააკეთოს სატრანსპორტო კომპანია, ხოლო ზოგიერთი ფიქრობს, რომ იმისდა მიუხედავად, რომ შესაძლოა ჰქონდეთ ამის შესაბამისი რესურსი, მაინც გააკეთონ ხოლმე შეკვეთები. ამ ორი ალტერნატივიდან არჩევანის შეჩერება რომელიმეზე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ტიპის დირექტორი ჰყავს კომპანიას.

იმ შემთხვევაში თუ კომპანიის დირექტორი არის ფინანსების მხრიდან წამოსული ადამიანი, ის ორიენტირებული იქნება ხარჯების შემცირებაზე და მისთვის ინვესტიციის გაკეთება იქნება მიმზიდველი. ხოლო თუ ეს ადამიანი იქნება გაყიდვების და მარკეტინგის მიმართულებით მოაზროვნე, მაშინ მიდგომა იქნება აბსოლუტურად განსხვავებული. ასეთი ტიპის ადამიანები ცდილობენ, რომ ნაკლები ყურადღება დაუთმონ ხარჯების ნაწილს და ორიენტირება გააკეთონ კლიენტებსა და მათ კმაყოფილებაზე.

აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ ჩვენც ყოველთვის კარგად უნდა დავფიქრდეთ, რომელი ვარიანტის არჩევა აჯობებს ჩვენი კომპანიისთვის. პირადად მე, როგორც გაყიდვების და მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი, ჩემი გადაწყვეტილება მიმართულია ეფექტიანობის გაზრდაზე.

საბოლოოდ კი გახსოვდეთ, რომ თუ ეს არის ის ბაზარი, სადაც  შეიძლება ცოტა მეტი გადაიხადოთ და მიიღოთ უფრო მეტი ეფექტიანობა და კარგი მომსახურება, სჯობს არჩევანი გააკეთოთ გარე კომპანიაზე, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს გადაზიდვებს.

ასევე გახსოვდეთ, რომ თქვენი არჩევანი თქვენი კომპანიის მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა გაკეთდეს. თუ თქვენს კომპანიას აქვს გარკვეული პრობლემები, არის კრიზისული სიტუაცია, გაყიდვები არ მიდის სათანადოდ და გადარჩენისთვის უწევს კომპანიას ბრძოლა, უმჯობესია ხარჯების შემცირება იყოს პრიორიტეტული და კომპანიის შიგნით გაკეთდეს შესაბამისი მიმართულება.

ყველაფრის გათვალისწინებით, კარგად გააანალიზეთ რა ვითარებაა თქვენს კომპანიაში და დაფიქრდით, რა არის სამომავლო მიზნები, ამის შემდეგ კი მიიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება, კომპანიის შიგნით გააკეთოთ უშუალოდ ახალი მიმართულება და დაზოგოთ ხარჯები თუ დაიქირაოთ შესაბამისი კომპანია, რაც შეიძლება მეტ ხარჯებთან იყოს დაკავშირებული, თუმცა მიიღოთ გაცილებით პროფესიონალური მომსახურება და ეფექტური შედეგი.

| გააზიარე
მოგწონთ?