რა ხდება როცა 30 წლის ხართ?


30 წლის ასაკში, მას შემდეგ რაც უნივერსიტეტის დამთავრებიდან  და კარგ შემთხვევაში სამსახურის დაწყებიდანაც გასულია  დაახლოებით 8-10 წელი, თქვენ უკვე ჩამოყალიბებული ხართ, როგორც გარკვეულ თანამდებობებზე ნამუშევარი და განსაზღვრული პასუხისმგებლობების მქონე ადამიანი.  ეს უკვე ის დროა, როცა თქვენ სრულფასოვნად უნდა ფლობდეთ თქვენს საქმეს და მიიჩნევდეთ საკუთარ თავს მინიმუმ ერთი საქმის პროფესიონალად. როგორ გავზომოთ ეს?

იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაკარგავთ სამსახურს იმ პროფესიაში, სადაც თავს პროფესიონალად თვლით, მარტივად უნდა შეგეძლოთ სამსახურის მოძიება სხვა კომაპნიაში. თუ ამაში დარწმუნებული ხართ, ეს ნიშნავს რომ თქვენ ნამდვილად თქვენი საქმის პროფესონალი ხართ, რაც ძალიან კარგია.

თუ  თქვენ 30 წლის ხართ, უნდა გქოდეთ განსაზღვრული ცხოვრებისეული მიზნები და მუდმივად მიიწევდეთ მათკენ. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი არ გვაქვს? თუ არ ვართ ჩვენი საქმის პროფესიონალები, არ გვაქვს ცხოვრებისეული მიზნები, არ ვიცით რა და როგორ გავაკეთოთ და უკვე 30 წელს მივაღწიეთ? რა ხდება ამ შემთხვევაში?

ადამიანთა უმეტესობა ასეთ სიტუაციაში ვარდება დეპრესიაში, მათ აღარ შეუძლიათ ეფექტურად აზროვნება, ვერ იღებენ სწორ გადაწყვეტილებებს, რაც გაუმართლებელი საქციელია, რადგან ამ მდგომარეობას სტრესამდე მიყავს ისინი, ფიქრობენ მხოლოდ ცუდზე. შედეგად კი საკუთარი თავის მართვა ძალიან რთული  და ზოგ შემთხვევაში შეუძლებელიც კი ხდება.

რა გავაკეთოთ ასეთ დროს? არიან ადამიანები, რომლებიც ეთანხმებიან მოსაზრებას - სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. იღებენ გადაწყვეტილებას - შეცვალონ თავის ცხოვრება, დაისახონ გარკვეული მიზნები, რასაც უნდა მიაღწიონ და რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ მოქმედება. მაგრამ არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ამ დაბრკოლებებს ვერ ლახავენ. ეს არის ეტაპი, როცა აღარაფრის გაკეთება აღარ შეგიძლიათ, ვერ მიდიხართ წინ, გიჩნდებათ ფინანსური პრობლემები და რეალურად ცხოვრებას აზრიც ეკარგება. ეს არის ის მომენტი, როცა საჭიროა მოქმედება, ძალიან აქტიური მოძრაობა დასახული მიზნებისაკენ, რადგან ასეთ სიტუაციაში მხოლოდ ეს არის სწორი გამოსავალი.

თუ ხართ უკვე 30 წელს გადაცილებული და გაქვთ მიზნები, ხართ თქვენი საქმის პროფესიონალი, გააგრძელეთ იმ მიმართულებით მუშაობა, რომელშიც გსურთ საუკეთესო შედეგების მიღება. ხოლო თუ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არ გაქვთ, სწორედ დღეს არის ის მომენტი, როდესაც შეგიძლიათ მიიღოთ გადაწყვეტილება და დაიწყოთ თქვენი ცხოვრების შეცვლა.

| გააზიარე
მოგწონთ?