ფული თუ ღირსება?


ბიზნესმენები, მენეჯერები, ზოგადად ადამიანები ყოველთვის დგანან არჩევანის წინაშე როგორ მოიქცნენ ამა თუ იმ სიტუაციაში, რაზე გაამახვილონ ყურადღება, მოკლედვადიან პერიოდში ფულზე აიღონ აქცენტი თუ სხვა რამ გააკეთონ? არადა ფული ხომ ყველასთვის თითქოს  მნიშვნელოვანი საშუალებაა.

ადამიანების უმეტესობა ყოველდღიურად მუშაობს, აკეთებს რაღაცას იმისთვის, რომ იშოვოს ფული რადგან ეს საჭიროა მათი არსებობისა და მიზნების მიღწევისათვის. თუმცა სამწუხაროდ, არიან ისეთი ადამიანებიც, რომელთათვისაც ფული ყველაზე მნიშნელოვანია. ეს შეიძლება იყოს როგორც წარმატებული, ისე საშუალო ადამიანი. ეს არიან ადამიანები, რომლებთანაც შესაძლოა მიაღწიოთ გარკვეულ შეთანხმებას, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი აუცილებლად გეტყვიან, რომ თქვენ ამაზე არ შეთანხმებულხართ. შეიძლება კონტრაქტში ყველაფერი ვერ ჩაწერო, ბიზნესში შეიძლება გააფორმო სიტყვიერი შეთანხმებაც. ამის შემდეგ თქვენ ხართ გაოცებული და გაკვირვებული რადგან თანხა, შეთანხმების შეწყვეტის წესი, ვადა, ვალდებულებები ან ნებისმიერი სხვა რამ, რომელზეც უკვე შეთანხდით ხდება ხელახალი ვაჭრობის საგანი.

ზოგადად ბიზნეს ურთიერთობების დროს სიფრთხილეა საჭირო, რადგან არსებობს შემთხვევები, როცა მეორე მხარე მოლაპარაკებებს სათავისოდ ატრიალებს, ისე როგორც მისთვისაა ხელსაყრელი. გქონიათ ასეთი შემთხვევა თქვენს პრაქტიკაში? ასეთ ადამიანებთან ურთიერთობის დროს ყოველთვის წინასწარ გააფორმეთ კონტრაქტი და მოითხოვეთ გარანტიები იმისა, რომ ისინი აუცილებლად შეასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს. თუმცა არის კი ფული უფრო მნიშნელოვანი ვიდრე ღირსება? არსებობს უამრავი მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდებოდა გარიგებების დადება არა მხოლოდ მენეჯერებსა და კომპანიის დირექტორებს შორის, არამედ პოლიტიკურ ფიგურებს შორისაც, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ხელის ჩამორთმევით დიდი შეთანხმების მიღწევა ხერხდებოდა და ამისათვის კოტრაქტების გაფორმება და ფურცლებზე  შესაბამისი ჩანაწერების გაკეთება საჭირო არ იყო. ეს შემთხვევები ხდება იმიტომ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც უფრო მეტად აფასებენ ღირსებას ვიდრე ფულს.

ჩემი რჩევაა მიუხედავად იმისა რა ეტაპზე იქნებით, როგორც თქვენს ცხოვრებაში ისევე კარიერაში, არასდროს არ თქვათ უარი ღირსებაზე, რადგან მისი გაყიდვა არანაირი თანხის სანაცვლოდ არ უნდა ხდებოდეს. იყავით ღირსებაზე და პატიოსნებაზე ორიენტირებული ადამიანი და იცოდეთ, რომ თქვენ აუცილებლად მიაღწევთ მათზე გაცილებით მეტს ვინც გამუდმებით ფიქრობს, როგორ მიიღოს  არაკეთილსინდისიერი გზით და სხვა ადამიანების მოტყუებით უფრო მეტი შემოსავალი. წარმატებული ადამიანები ფასდებიან იმით თუ რამდენად კარგად შეუძლიათ დაიცვან მიცემული სიტყვა. იყავით “სიტყვის ადამიანები”, თუ ვერ შეასრულებთ პირობას, მაშინ არასდროს არ გასცეთ დანაპირები. დანერგეთ ეს პრინციპი თქვენს ცხოვრებაში და შედეგად მიიღებთ სხვა ადამიანების დიდ სიყვარულსა და პატივისცემას.

| გააზიარე
მოგწონთ?