რა გვიშლის ხელს წარმატების მიღწევაში?


პარეტოს პრინციპის მიხედვით, ადამიანები იყოფიან ორ ნაწილად: საშუალო ადამიანებად, რომლებიც მთლიანი საზოგადოების 80%-ს შეადგენენ და სრული შემოსავლების 20%-ს გამოიმუშავებენ და წარმატებულ ადამიანებად, რომლებიც ადამიანთა 20%-ია და სრული შემოსავლების 80%-ს გამოიმუშავებენ. შესაბამისად, ნაწილი ამ ადამიანებისა აღწევს დასახულ მიზნებს, მეორე ნაწილი კი ამას ვერ ახერხებს. 

საშუალო ადამიანები, რომლებიც ვერ აღწევენ წარმატებას თვლიან, რომ ამას სხვების გამო ვერ აკეთებენ და თითოეულ წარუმატებლობას, როგორც წესი, სხვა ადამიანებს აბრალებენ. ისინი მუდმივად ეძებენ დამნაშავეს, რათა გაამართლონ საკუთარი თავი, ქმედებები და დარწმუნდნენ, რომ თავად ძალიან კარგები არიან, მაგრამ რაღაცეები არ გამოსდით იმის გამო, რომ სხვა ადამიანები უშლიან ხელს. წარმატებული ადამიანები საპირისპიროდ იქცევიან, ისინი პირველ რიგში საკუთარ თავს ეკითხებიან  - რაიმეს ხომ არ ვაკეთებ არასწორად, რაც მიზნის მიღწევაში მიშლის ხელს?

რეალურად, არსებობს 3 მთავარი ფაქტორი, რაც დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე გვაფერხებს. განვიხილოთ თითოეული მათგანი:

პირველი არის შიში - შიში იმისა, რომ გავაკეთოთ რაიმე ახალი, მივაღწიოთ მიზანს, მივიღოთ უარი კლიენტისგან, უფროსისგან, სხვა ადამიანებისგან. ყველა ვცხოვრობთ გარკვეულ შიშში, მაგრამ მთავარია, რამდენად შევძლებთ მის დამარცხებას, რადგან თუ ამას ვერ გავაკეთებთ, ის მთელი ცხოვრება გაგვყვება და გვაიძულებს დავემორჩილოთ მას.

მეორე ხელისშემშლელი ფაქტორი სიზარმაცეა - ეს არის ძალიან ხშირი პრობლემა, რომელიც ბევრ ადამიანს უშლის ხელს ცხოვრებაში. წარმოიდგინეთ, რამდენ დროს ვკარგავთ სიზარმაცის გამო. გადათვალეთ მთელი ცხოვრების განმავლობაში, რამდენ წელს ვხარჯავთ მასზე და დაფიქრდით, ამ პერიოდის განმავლობაში, რამდენი რამის გაკეთება მოასწრებთ. შეაფასეთ, გიღირთ სიზარმაცე გაცვალოთ იმ ყველაფერში, რისი მიღწევაც შეგიძლიათ მის სანაცვლოდ?

მესამე ფაქტორი კი ნებისყოფის არქონაა. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, რადგან ადამიანთა უმეტესობას ჰგონია, რომ შიშის და სიზარმაცის დამარცხებას შეძლებს, მაგრამ ვერ დგამენ შესაბამის ნაბიჯს ამის გასაკეთებლად, ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, რომ ხვალიდან შეცვალონ ყველაფერი. ეს არის პრობლემა, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს უშლის ხელს.

ნესიყოფის არქონა, ისევე როგორც შიში და სიზარმაცე, დაძლევადია. ყველაფრის გამომუშავება შეგიძლიათ ეტაპობრივად, ამისათვის საჭიროა გჯეროდეთ, რომ თქვენ ყველაფერი გამოგივათ. უნდა გახსოვდეთ ისიც, რომ ამ ყველაფერს ერთ დღეში ვერ შეძლებთ. რეალურად შიშიც, სიზარმაცეც და ნებისყოფის არქონაც, ცუდი ჩვევებია. იმისათვის, რომ შეცვალოთ ეს ყველაფერი, უნდა შეცვალოთ თქვენი ქცევაც. უნდა მიაჩვიოთ საკუთარი თავი, რომ მუდმივად ებრძოლოთ ამ თვისებებს. ამისათვის დაფიქრდით და გააკონტროლეთ თქვენი გონება. იყავით ფოკუსირებული ამ პრობლემებზე. პირველი ამოცანაა, იმ კონკრეტულ სიტუაციაში, როდესაც თქვენ იგრძნობთ შიშს, სიზარმაცეს ან ნებისყოფის არქონას, შეძლოთ გონებაში ერთგვარი სიგნალის ჩართვა და „ნათურის ანთება“. მნიშნელოვანია, თქვენ შეძლოთ ამ თვისების გამომუშავება და როდესაც ეს მოხდება, უნდა გამოიჩინოთ ნებისყოფა და მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ ამის მოგვარება შეგიძლიათ ეტაპობრივად და ნელ-ნელა.  როგორც კი იგრძნობთ, რომ ეს არის შიში, უთხარით თქვენს თავს, რომ თქვენ აუცილებლად დაამარცხებთ მას.

იმ შემთხვევაში თუ შეებრძოლებით ცუდ ჩვევებს ამ რჩევის შემდეგ და იტყვით, რომ თქვენ მისი დამარცხება შეგიძლიათ, ამას აუცილებლად შეძლებთ. მთავარია, არასდროს დანებდეთ საკუთარ თავთან და გახსოვდეთ, რომ საკუთარი თავის მართვა ყველაზე რთული ამოცანაა, თუმცა ყველაზე დიდი წარმატების მიღწევა სწორედ მაშინაა შესაძლებელი, როცა ამის გაკეთებას მაღალ დონეზე ახერხებთ.
 

| გააზიარე
მოგწონთ?