კომპანიის მოგების ზრდა გუნდის სწორად დაკომპლექტების საფუძველზე


კომპანიაში მოგების ზრდა მისი განვითარების ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი და ამასთან დაკავშირებით არსებობს ბევრი საინტერესო რჩევა.

დღეს მინდა შევეხო გუნდის შექმნის თემას.

პირადად მე მქონია არა ერთ ქართველ ლიდერთან ურთიერთობა, რომლებსაც ჰგონიათ, რომ შეუძლიათ ყველაფერი, არიან ყველაფრის მცოდნე და ყველა საკითხში ძალიან მაგრები. შესაბამისად, ასეთი ლიდერები ცდილობენ, რომ გააკეთონ თავად უფრო მეტი და ნაკლები საქმე დაავალონ თანამშრომლებს. როგორც წესი, ასეთი ტიპის ლიდერები კომპანიას დიქტატორული პრინციპებით მართავენ და საბოლოო ჯამში, ვიღებთ კომპანიას, სადაც ერთ ადამიანს მიჰყავს მთლიანი საქმიანობა.

როგორ ხდება ეს ყველაფერი თანამედროვე და ძლიერ კომპანიებში? აქ ლიდერები არ ფიქრობენ, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მათ ცოდნას, არ იღებენ თავიანთ თავზე ყველაფერს და ისინი მეტ გათვლას გუნდზე აკეთებენ, რაც რეალურად სწორი მიდგომაა. არ შეიძლება, რომ ერთი ადამიანი აკეთებდეს ყველაფერს და ყველაფერში თანაბრად ძლიერი იყოს. შესაბამისად, კარგი ლიდერები ცდილობენ უფრო ძლიერი პროფესიონალები შეარჩიონ მოცემულ სფეროში, ვიდრე არიან თვითონ და ასე დააკომპლექტონ გუნდი.

კომპანიებმა კარგად უნდა გააანალიზონ, რომ კარგად დაკომპლექტებული გუნდი აუცილებელია მაღალი შედეგების მიღებისთვის. მათ მიზნად უნდა დაისახონ, რომ მათ გუნდში იყოს რაც შეიძლება მეტი მოტივირებული და მაღალი დონის პროფესიონალი, ხოლო ასეთია ის, ვისაც შეუძლია თავისი სფეროს აღება მლიანად საკუთარ თავზე  და ყველა იმ საქმის ბოლომდე მიყვანა, რომელზეც არის პასუხისმგებელი.

ყველაფრის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ გუნდის სწორად შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს და შესაბამისად, მოგცემთ რჩევას, რომ ეძებოთ მაღალი დონის პროფესიონალები. თუ თქვენ გსურთ ფინანსების მხრივ ეკონომიის გაკეთება, გირჩევთ გამოიყენოთ მაღალი დონის აუთსორსინგული კომპანიები, რომლებსაც შეუძლიათ ისეთივე ხარისხიანი მომსახურების გაწევა და შედეგების დადება უფრო ნაკლებ ფასად, როგორც მაღალი პროფესიონალებისგან შემდგარ გუნდს.

როგორი არჩევანიც არ უნდა გააკეთოთ, ნებისმიერ შემთხვევაში მაქსიმალურად ეცადეთ, რომ არ იყოთ ლიდერი, რომელიც ყველაფერს საკუთარ თავზე იღებს, შექმენით პროფესიონალთა გუნდი, გადაანაწილეთ ფუნქციები სწორად და შედეგად აუცილებლად მიიღებთ კომპანიას, სადაც ყველაფერი გაცილებით უფრო კარგად და ხარისხიანად გაკეთდება, რაც საბოლოო ჯამში, თქვენი კომპანიის მოგების ზრდაზე აისახება.

| გააზიარე
მოგწონთ?