გინდათ იშოვოთ ფული?


თუ დავაკვირდებით ადამიანებს, მივალთ ერთ საინტერესო დასკვნამდე - ყველა მათგანს უნდა გამდიდრება, ყველას უნდა იშოვოს ფული და იცხოვროს შეზღუდვებისა და ზედმეტი დატვირთვის  გარეშე. თუმცა ჩნდება კითხვა - როგორ შეიძლება იშოვოთ სწრაფად ფული თუ თქვენი პროფესიით მუშაობთ სტაბილურ სამსახურში, სადაც არ არის დიდი შესაძლებლობები იმისათვის, რომ გაიზარდოთ კარიერულად და გაზარდოთ თქვენი შემოსავლები. რა უნდა გააკეთოთ ამ შემთხვევაში?

ჯერ განვსაზღვროთ თუ როგორ შეიძლება ფულის შოვნა. ეს შესაძლებელია ორი სხვადასხვა გზით: კარიერული წინსვლით ან საკუთარი ბიზნესის წამოწყებით.

გავაანალიზოთ კარიერის განვითარება. რატომ უჭირთ ადამიანებს საკუთარი კარიერის განვითარება და წარმატების მიღწევა? გარდა იმისა, რომ შეიძლება იყოს ბევრი სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის პროფესიონალიზმის ნაკლებობა და სხვა არა კეთილსინდისიერი გარემოებები, კიდევ არის ერთი მნიშნელოვანი პრობლემა - ადამიანებმა არ იციან გაყიდვები და არ შეუძლიათ საკუთარი შრომის ეფექტურად გაყიდვა. რეალურად, სამსახური ხომ გაყიდვის ოპერაციაა. თქვენ ყიდით შრომას და ამაში იღებთ გარკვეულ ღირებულებას. დაფიქრდით, როგორ გააუმჯობესებთ თქვენს პროდუქტს და როგორ გაყიდით მას უფრო ძვირად.

იგივეა მაშინ, როდესაც ვფიქრობთ ბიზნესის დაწყებაზე. შესაძლოა თქვენ გქონდეთ საუკეთესო პროდუქტი, მაგრამ წარმოდგენა არ გქონდეთ გაყიდვებზე. მაშინ დამიჯერეთ ამ შემთხვევაში ფულს ვერ გამოიმუშავებთ მანამ, სანამ არ ისწავლით თქვენი პროდუქტის გაყიდვას.

საქმიან ურთიერთობებში, მოლაპარაკებებში, ხელმძღვანელთან ურთიერთობისას, ზოგადად ყოველთვის საჭიროა საკუთარი შრომის და შესაძლებლობების თუ არა,   როგორც მინიმუმ იდეების გაყიდვა მაინც. რაც ნიშნავს, რომ უნდა შეგეძლოთ შეფუთოთ იდეა ისე, რომ სხვა ადამიანებმა დაიჯერონ (იყიდონ) ის. დარწმუნების ხელოვნებას სხვა სიტყვებით იდეების გაყიდვას ეძახიან.

დასკვნის სახით შეგვიძლია მივიდეთ შემდეგ მოსაზრებამდე - გსურთ კარიერაში წინსვლის მიღწევა? მიუხედავად იმისა რა პროფესიის ხართ, უნდა ისწავლოთ კარგად საკუთარი თავის გაყიდვა, ანუ ისწავლოთ გაყიდვების პროფესია. გაქვთ პატარა ბიზნესი და გსურთ მისი განვითარება? ამას ვერასდროს გააკეთებთ თუ ვერ შეძლებთ შესაბამისი გაყიდვების სისტემის აწყობას. პრინციპი ძალიან მარტივია -  გინდათ მიიღოთ ფული? მაშინ რამე უნდა გაყიდოთ, სხვა გზით ფული თქვენს ჯიბეში ვერ მოხვდება. დაფიქრდით, რისი გაყიდვა შეგიძლიათ განსაკუთრებით კარგად?

სწორედ ამიტომ, ჩემი რჩევაა - აუცილებლად მოკიდეთ ხელი გაყიდვების სწავლას. იარეთ სხვადასხვა ტრენინგ კურსებზე, წაიკითხეთ წიგნები გაყიდვებზე, იმუშავეთ სცენარების შექმნაზე, მთავარა მიაღწიოთ საბოლოო შედეგს, რომელიც მოგცემთ დიდი ფინანსური წარმატების მიღების შესაძლებლობას.

| გააზიარე
მოგწონთ?