კომპანიის მოგების ზრდა თანამშრომლებთან საუბრის საფუძველზე


დღევანდელ სტატიაში მოგცემთ ძალიან მნიშვნელოვან რჩევას, თუ როგორ შეიძლება გაზარდოთ კომპანიის მოგება.

მინდა ყურადღება გავამახვილო საკითხზე, რომელიც ლიდერობის ნაწილია და ეხება ხელმძღვანელებს, რომლებიც უშვებენ ერთსა და იმავე შეცდომას და არ ესაუბრებიან თავიანთ თანამშრომლებს.

ჩვენ გუნდს საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა სხვადასხვა კომპანიებთან მუშაობის საფუძველზე და პირადად გვაქვს მოსმენილი ამ კომპანიების თანამშრომლებისგან, რომ ხელმძღვანელები უბრალოდ არ ესაუბრებიან მათ. აქ იგულისხმება საუბარი, რომლის დროსაც ხდება ინფორმაციის გაცვლა და სხვადასხვა საკითხების განხილვა, როცა თანამშრომელს აჩვენებ, რომ ის კომპანიის მნიშვნელოვანი ნაწილია და გაინტერესებს მისი აზრი. ხოლო როცა ხელმძღვანელები უბრალოდ არ ეკონტაქტებიან მათ, ამ დროს თანამშრომლებს უჩნდებათ განცდა, რომ მათ არავინ არ უსმენთ, არ თვლიან კომპანიის სრულფასოვან წევრებად თავს რაც, რა თქმა უნდა, უარყოფით გავლენას ახდენს მათ მოტივაციაზე.

წარმატებულ ლიდერებს გარკვეული დრო აქვთ გაწერილი, რათა ესაუბრონ თანამშრომლებს. ეს შეიძლება იყოს კვირაში რამდენიმე საათი, თვეში რამდენიმე დღე, როცა ისინი მუდმივად ეკონტაქტებიან თანამშრობლებს და იგებენ მათ მოსაზრებებს, რადგან რეალურად, თანამშრომლები არიან ისინი, ვინც ყველაზე მეტ ინფორმაციას ფლობენ კლიენტების, კონკურენტების, პრობლემების და შესაძლებლობების შესახებ.

ასევე, ასეთმა ლიდერებმა იციან, რომ თანამშრომლებს შეიძლება ჰქონდეს ძალიან საინტერესო და კომპანიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იდეები, რომლებსაც მათთან საუბრის გარეშე ვერ გაიგებენ. ისინი ხელს უწყობენ  მათ, რომ გამოიჩინონ მეტი ინიციატივა და გამოთქვან საკუთარი აზრი, სწორედ ასეთი საუბრების დახმარებით ახერხებენ ამას.

შესაბამისად, საჭიროა, რომ თქვენც გამოყოთ ამისათვის დრო,  აქციოთ გარკვეულ ტრადიციად თანამშრომლებთან საუბარი. თავიდან შეიძლება გაგიჭირდეთ, თუმცა ეცადეთ რომ თქვენს თავს ძალა დაატანოთ, ნელ-ნელა მიხვდებით, რომ ძალიან მნიშვნელოვან რამეს აკლდებოდით და ეს მანამდე გააგრძელეთ, სანამ მსგავსი საქციელი ჩვევად არ ჩამოგიყალიბდებათ. ამის შემდეგ თქვენ უკვე ინსტიქტურად გაგიჩნდებათ თანამშრომლებთან ურთიერთობის სურვილი და ნამდვილ ლიდერად იქცევით.

გახსოვდეთ, რომ თქვენი კომპანიის მოგების ზრდა თქვენს უნარზეა დამოკიდებული შეგეძლოთ თანამშრომლებთან ურთიერთობა. ეცადეთ, რომ ყურადღებით მოუსმინოთ თქვენს თანამშრომლებს, ესაუბროთ, გამოიყენოთ ამ საუბრებიდან მიღებული იდეები სამომავლოდ და ამასთანავე, გაზარდოთ მათი მოტივაცია, რომ იყვნენ იმ მიზნებსა და შედეგებზე ორიენტირებულნი, რისი მიღწევაც სურს თქვენს კომპანიას.

| გააზიარე
მოგწონთ?