როგორ შევარჩიოთ კლიენტი სწორად?


დამეთანხმებით, რომ ძალიან ბანალური გამოთქმაა კლიენტი ყოველთვის მართალია, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს კარგად მუშაობს. თანამედროვე ბიზნესში, როდესაც კონკურენცია გამძაფრებულია და კლიენტს აქვს დიდი ინფორმაცია თქვენი და თქვენი კონკურენტის პროდუქტის შესახებ, უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება სწორედ კლიენტებთან ურთიერთობას, მომსახურეობის დონეს და რა თქმა უნდა, კლიენტის ლოიალურობას. გახსოვდეთ თითოეულ ჩვენგანს, ჩვენი კომპანიის კლიენტები უხდიან ხელფასს, შესაბამისად უმნიშვნელოვანესია მათი ლოიალურობის დონის გაზრდა.

დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა - ვინ არის ჩემი კლიენტი, ვისზე უნდა ვიმუშაო, ვისი მოთხოვნილებები უნდა შევასრულო იმისათვის, რომ მივაღწიო წარმატებას ბიზნესში და კარიერაში? პირველ რიგში, ეს არის თქვენი უფროსი, სამსახურში თქვენი ძირითადი ამოცანაა გააკეთოთ ყველაფერი მისი მოთხოვნილებების შესასრულებლად. ზოგადად კლიენტად შეგიძლიათ ჩათვალოთ ნებისმიერი ადამიანი, რომლის წარმატებაც არის დამოკიდებული თქვენზე და პირიქით, თქვენი წარმატება არის დამოკიდებული მასზე. ამ განსაზღვრებით კლიენტები, გარდა თქვენი უფროსისა, არიან თქვენი კოლეგებიც იმიტომ, რომ მათი წარმატება თქვენზეც არის დამოკიდებული და პირიქით.

ვინ არის თქვენი მომხმარებელი, ვინ მოიხმარს თქვენი კომპანიის პროდუქციას? სწორედ ის არის თქვენი წარმატების მთავარი გარანტი. თქვენი კომპანიის წარმატება მომხმარებლის სწორად განსაზღვრაზე და მის მაქსიმალურ დაკმაყოფილებაზე არის დამოკიდებული. რას აფასებს თქვენი მომხმარებელი, როგორი სახით ახდენს ზეგავლენას თქვენი პროდუქტი მის ცხოვრებაზე, ანდა ბიზნესზე? 21-საუკუნე არის დასახელებული როგორც მომხმარებლის საუკუნე, კლიენტი არის მეფე. თქვენი უნარი განსაზღვროთ და დააკმაყოფილოთ თქვენი კლიენტის მოთხოვნილებები არის უმნიშვნელოვანესი თქვენი ბიზნესისათვის და ამავდროულად თქვენი პირადი წარმატებისთვისაც. დაფიქრდით, ვინ შეიძლება იყოს თქვენი მომხმარებელი მომავალში? ვინ არ არის არც თქვენი და არც თქვენი კონკურენტების მომხმარებელი, რატომ? ვინ არის თქვენი კონკურენტების კლიენტი, რატომ არ ყიდულობს ის პროდუქციას თქვენგან? რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა, რა არის თქვენი კონკურენტების უპირატესობა? როგორ შეიძლება გააქარწყლოთ კონკურენტის უპირატესობა? რა უნდა გააკეთოთთ იმისათვის, რომ კლიენტი იყოს კმაყოფილი?

გაუშვით თქვენი კლიენტი! შეგიძლიათ დაასახელოთ ის კლიენტები, რომლებთანაც არ ისურვებდით მუშაობას ყველაფერს რომ თავიდან იწყებდეთ, ანდა, რომ იცოდეთ იმდენივე რამდენიც ახლა იცით? დღევანდელ მსოფლიოში ბევრი კომპანია აანალიზებეს საკუთარი კლიენტების ხარისხს და მომგებიანობას მათი ბიზნესისათვის. შემდეგ ასორტირებენ მათ მთავარ და მეორეხარისხოვან კლიენტებად. ასეთი განაწილების საფუძველზე კომპანიებს შეუძლიათ ფოკუსირება გააკეთონ მთავარ კლიენტებზე და ასეთივე კატეგორიის ახალი კლიენტების მოზიდვაზე. ამასთან, ისინი ხარჯავენ ნაკლებ დროს მეორეხარისხოვან კლიენტებზე, ხშირ შემთხვევაში კი ამით უბიძგებენ მათ სხვა კონკურენტ კომპანიებთან თანამშრომლობაზე. შედეგად მცირდება ხარჯები და იზრდება შემოსავლები, კომპანია კი უფრო მომგებიანი ხდება.

| გააზიარე
მოგწონთ?