იფიქრე ოპტიმისტურად - იბრძოლე წარმატებისთვის


წარმატების ცნება თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურია, წარმატების მისეული ხედვის გათვალისწინებით. სანამ იმაზე იფიქრებთ, თუ რა განსაზღვრავს წარმატებას, თქვენ უკვე უნდა იცოდეთ, რა არის თქვენთვის წარმატება, სად გადის ზღვარი კარიერასა და პირად ცხოვრებაში და რას მოიცავს თქვენთვის თქვენი პირადი და კარიერული ცხოვრება. თუმცა, აქამდე საჭიროა გქონდეთ მიზნები, იდეები, ოცნებები... რომელთა მიღწევა და განხორციელება იქნება თქვენი წარმატება პირად და კარიერულ ცხოვრებაში.

რა განსაზღვრავს წარმატებას, ჩვენი ცხოვრების ორ ძირითად ნაწილში, კარიერასა და პირად ცხოვრებაში?
ცხოვრება ხანმოკლე და უმნიშვნელოა, არაღირებული სვლების გასაკეთებლად. თითოეული ნაბიჯის გადადგმისას, უნდა იცოდეთ რას, რატომ და რისთვის აკეთებთ. დაგეგმვა საჭიროა, რომ ბევრი რამის კეთება მოასწროთ წარმატებისკენ სავალ გზაზე. დაგეგმვა საჭიროა იმისთვის, რომ მეტი საინტერესო, ნაყოფიერი დღეები გქონდეთ კვირეების, თვეების და წლების განმავლობაში და ასევე, ცხოვრების ბოლოს იგრძნოთ კმაყოფილება, თქვენ მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო, რომელიც თქვენეული გაგების წარმატების მიღწევაში დაგეხმარათ.

გაანაწილეთ დრო ორივე ცხოვრებისთვის. კარიერული და პირადი ცხოვრების მთვარი მოქმედი გმირი თქვენ ხართ და რომელიმე მათგანის უყურადღებოდ დატოვება, უმნიშვნელო პაიკად მიჩნევა, ცხოვრების ბოლოს კმაყოფილებას არ მოგიტანთ.
ცხოვრების ორივე სფეროში წარმატების მისაღწევად საჭიროა:
1. პიროვნული დანიშნულების პოვნა;
2. შრომა თვითრეალიზაცისთვის;
3. მუდმივი ზრუნვა განვითარებაზე.


აკეთეთ ის, რისი კეთებაც გსიამოვნმებთ და რაც კარგად გამოგდით. როცა პირად ცხოვრებაში ან კარიერაში აკეთებთ იმას, რისი კეთებაც არ გსიამოვნებთ ან არ იცით (ამავდროულად რისი სწავლის სურვილიც არ გაქვთ), ეს კმაყოფილებას არ მოგიტანთ.

კარგია თვითრეალიზაცია, მაგრამ თავდაუზოგავი შრომის პარალელურად საჭიროა ძალების აღდგენა, განტვირთვა. სწორედ ამიტომ, პირადმა და კარიერულმა ცხოვრებამ უნდა შეავსოს და დააბალანსოს ერთმანეთი. კარიერული ცხოვრების შემდეგ, ყურადრების გადატანა პირად ცხოვრებაში უნდა მოხდეს, ხოლო პირადი ცხოვრებიდან - კარიერულში. თუ თქვენ ორივესგან დასვენება გნებავთ, აქაც შეიძლება გამოსავლის მოძიება - თუნდაც, დაისვენეთ ყველასა და ყველაფრისგან, სანამ ორივე არ მოგენატრებათ.

მუდმივად ისწრაფეთ პიროვნული განვითარებისკენ: პიროვნულად უნდა განვითარდეთ პირად ცხოვრებაში, მეგობრებთან, ოჯახთან, საკუთარ თავთან ურთიერთობაში თუ კარიერულ ცხოვრებაში. 

იზრუნეთ, რომ მუდამ დადებით გავლენას ახდენდეთ გარეშემომყოფ ადამიანებზე, იყავით მომთმენები და იცოდეთ როდის წახვიდეთ დათმობაზე-ერთი ნაბიჯი უკან, ორი ნაბიჯი წინ.

P.S. ვერანაირი დაგეგმვა, შრომა, განვითარება ვერ მიგიყვანთ წარმატებამდე თუ ცხოვრებაში მომხდარ ნებისმიერ მოვლენას ოპტიმისტურად არ შეხედავთ და მასში ახალ გამოწვევებს არ დაინახავთ. და კიდევ, დაუთმეთ დრო კარიერასაც და პირად ცხოვრებასაც, ერთის განვითარების ხარჯზე მეორეში, მეორეხარისხოვან როლს ნუ ითამაშებთ. იმუშავეთ ისე, რომ ორივეში თქვენ იყოთ წამყვანი, მთავარი გმირი - ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული.


თამარ ნადარეიშვილი

სტატიების კონკურსის მონაწილე

| გააზიარე
მოგწონთ?