როგორ წავიკითხოთ მეტი ნაკლებ დროში?


თითოეულ ჩვენგანს გვაქვს სურვილი ვიკითხოთ უფრო მეტი და ამავდროულად ნაკლები დრო დავხარჯოთ. ეს არ არის სიზარმაცე, უბრალოდ ინფორმაცია ბევრია, დრო კი ცოტა. შეიძლება ითქვას, ეს სურვილი უამრავ ადამიანს აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. არსებობს უცხოენოვანი კურსები, ლიტერატურა, რომელიც ამ საკითხის გადაჭრაზეა ორიენტირებული.

თუკი გსურთ გააუმჯობესოთ თქვენი თემპი კითხვის დროს, მიჰყევით შემდეგ წესებს:

 

1.ივარჯიშეთ ყოველდღე

ამისთვის საჭიროა მოთმინება, გაიხსენეთ ბავშვობაში რამდენი დრო დაგჭირდათ კითხვის შესასწავლად.

 

2. აკონტროლეთ თქვენი პროგრესი მუდმივად

ჩართეთ წამზომი და დაითვალეთ, რამდენ სიტყვას კითხულობთ წუთში. რაც უფრო ბევრჯერ ცდით, მით უფრო გაიზრდება ეს ციფრი. გარდა ამისა, მიღწეული წარმატება მოტივაციის გაზრდაში დაგეხმარებათ.

 

3. დაიწყეთ ადვილი ტექსტით

თქვენი შესაძლებლობები ნელ-ნელ გაუმჯობესდება. პროგრესთან ერთად, შეცვალეთ ტექსტის სირთულე.

 

4. გაზარდეთ კითხვის არეალი

ამისთვის შესაძლებელია გამოიყენოთ კალამი. როდესაც თქვენ ამოძრავებთ მას, თვალი იძულებული იქნება შეინარჩუნოს სიჩქარე.

 

5. წაიკითხეთ თითოეული პარაგრაფის პირველი და ბოლო წინადადება

თუ გსურთ, უწოდეთ ,,ზერელე კითხვა“. სცადეთ და მიხვდებით, რომ ამით გარკვეული მონაცემთა ბაზა იქმნება.

 

6. ხაზი გაუსვით მნიშვნელოვან ინფორმაციას

სასურველია ამისთვის გამოიყენოთ რაიმე ფერადი (კალამი, ფანქარი ან სხვა) მკვეთრი ფერები დაგეხმარებათ უკეთ აღიქვათ მოცემული ტექსტი. როდესაც დაასრულებთ კითხვას, მიუბრუნდით მონიშნულ მონაკვეთებს, ამით შეინარჩუნებთ მიღებულ ინფორმაციას.

 

7. წაიკითხეთ რეგრესიის გარეშე

აუცილებლობის გარეშე, მოერიდეთ ,,უკან ნახტომს“, თვალი უბრუნდება იმ სიტყვას, რომელიც ბოლოს წაიკითხა, თქვენ კი ეს გაფერხებთ.

 

8.  შეწყვიტეთ გონებაში ან ხმამაღლა კითხვა 

ხმამაღალი კითხვა ხელს გიშლით ტექსტის სწრაფად აღქმაში. გარდა ამისა თუ შეგინიშნავთ, ბევრი ჩვენგანი წაკითხულ სიტყვას გონებაში იმეორებს, (ამას სუბვოკალიზაცია ეწოდება) ეს კი აფერხებს კითხვის პროცესს.  ამიტომ ეცადეთ მავნე ჩვევა მოიშალოთ.

 

9.  არ აღიქვათ უცნობი სიტყვა, როგორც სასჯელი

გაიმდიდრეთ თქვენი ლექსიკონი. ყველაზე ხშირად გაუგებარი სიტყვები გიშლით ხელს სწრაფად კითხვაში. საუკეთესო გზა თქვენი ლექსიკონის გასამდიდრებლად არის ის, რომ წაიკითხოთ მეტი.

 

10. გამოტოვეთ არასაჭირო ინფორმაცია

უბრალოდ გამოტოვეთ ის ნაწილი, რომელიც უკვე იცით ან არ გაინტერესებთ.

 

11. იკითხეთ თვალების ვერტიკალური მოძრაობით

გარდა ამისა შეეცადეთ კითხვისას მთლიანი ხაზი აღიქვათ.

 

12. დააწესეთ დღიური ნორმა

მაგალითად წაიკითხეთ 20 გვერდი დღეში. ან იკითხეთ ნახევარი საათის განმავლობაში. შეგიძლიათ ნელ-ნელა გაზარდოთ, გვერდებისა და დროის რაოდენობა. არჩევანი თქვენზეა. გააცნობიეროთ, რომ არის ტექსტები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ ნელა, რათა უკეთ გაიგოთ.

 

თუ ფლობთ რაიმე ტექნიკას ამ თემასთან დაკავშირებით, გაგვიზიარეთ.

 

| გააზიარე
მოგწონთ?