აღმოაჩინე, რომ შეგიძლია.


სამყაროში ორი გზაა! ერთი, „სირაქლემის პოზიციით“ ცხოვრებას გასწავლის, ხოლო მეორე, გაგაძლიერებს. რომელს აირჩევ შენი გადასაწყვეტია, თუმცა გეტყვი იმას, რომ მარტივი არც ერთი არაა.

ის, რომ ახლა შენ, ამ სტატიას კითხულობ, ნიშნავს, რომ ერთი ნაბიჯით უკვე წინ ხარ. ესეიგი, გსურს, შეიტყო მეტი საკუთარი თავის შესახებ და გახდე იმაზე უკეთესი, ვიდრე ახლა ხარ.

მე გაგიაზიარებ რამდენიმე ხერხს, რომლებიც ამ სურვილის რეალობად ქცევაში დაგეხმარება :

1. არ შეიცოდო საკუთარი თავი! - ხშირად, ადამიანები საკუთარი თავის შეცოდების ხერხს მიმართავენ , რათა თავიდან აიცილონ დაკისრებული ვალდებულებები. საინტერესოა, რომ ეს უმეტეს შემთხვევებში გაუცნობიერებლად ხდება. მათთვის ასე უფრო მარტივია, უარი თქვან კომფორტის ზონიდან გამოსვლაზე, რადგან მიაჩნიათ, რომ არ არიან საკმარისად კარგები. დაიმახსოვრეთ, თითოეული ინდივიდი არის საოცარი ქმნილება , რომელსაც შესწევს ძალა, გახდეს საუკეთესო!

2.დაეხმარე  სხვებს! - ალბათ, გაგიკვირდება, რა შუაშია სხვების დახმარება, როდესაც საკუთარ თავზე ვსაუბრობთ. თუმცა გეტყვი, რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენად მტკიცე იქნება შენი შემართება მიზნის მიღწევის გზაზე, რადგან საბოლოო შედეგი არ მოგიტანს სრულყოფილ ბედნიერებას,რადგან სწორედ მაშინ გააცნობიერებ, რომ ამისათვის საჭირო იყო ხელი გაგეწვდინა სხვა ადამიანისათვის მაშინ , როდესაც შესაძლოა, ეს შენზე მეტად სჭირდებოდა.

3.ნუ იცხოვრებ მოლოდინებით! - სამწუხაროა, თუმცა ფაქტია, რომ  ზოგიერთ შემთხევევებში, ადამიანები ერთმანეთს იმისათვის ეხმარებიან, რომ უახლოეს მომავალში მათგანაც იგივე მიიღონ, მაგრამ ავიწყდებათ მთავარი. ის, რომ მოლოდინებით ცხოვრება ანგრევს ფსიქიკას და ცხოვრებას ნაკლებ დინამიურს ხდის.

4.შეინარჩუნე წონასწორობა! - ზოგჯერ, ერთმნიშვნელოვნად საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანები, „საკუთარი სიმართლის“ სხვებზე მოხვევას ცდილობენ. იმ შემთხვევაში, თუ მათ მცდარი, შენგან განსხვავებული აზრი გააჩნია, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ უარყოფს, ნუ გამართავ პოლემიკას ამის გამო. გაიხსენე, რომ ურთიერთობები უფრო ღირებული და მნიშველოვანია, ვიდრე სიმართლე, რომელმაც შესაძლოა, მეგობარიც კი დაგაკარგინოს.

და ბოლოს, თუ გადაწყვეტ, რომ გახდე ადამიანი, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია თავად მართოს სამყარო, უპირველეს  ყოვლისა, იქონიე ამის მტკიცე სურვილი და გარწმუნებ, შედეგი გარდაუვალი იქნება.

| გააზიარე
მოგწონთ?