„არ არსებობს მარცხი“ - რწმენა, რომელიც უნდა აირჩიო


ჩვენ ყველას გვსურს წარმატება, ვოცნებობთ მასზე და დიდ იმედებს ვამყარებთ. ყველას გვაქვს განსხვავებული მიზნები და ოცნებები, ამიტომ ჩვენი წარმატება არ იქნება სხვისი წარმატების მსგავსი.

ცხოვრების მშვენიერება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ ჩვენი წარმატება საკუთარი პირობებით. მაშ ასე:
 

ამოიღეთ ლექსიკონიდან სიტყვა ,,მარცხი“

არასდროს თქვა: ,,მე ვერ შევძლებ“. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ყველაფერი რიგზე იქნება. შეიძლება რაღაც ისე არ მოხდეს, როგორც გვინდოდა, მაგრამ ეს ის გამოცდილებაა, რომელიც უნდა მივიღოთ, რათა ბოლოს წარმატებას მივაღწიოთ.

თქვენ თვითონ უნდა გადაწყვიტოთ, იქნებით წარმატებული თუ არა. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ რწმენა იმისა, რომ არ არსებობს მარცხი.
 

ისწავლეთ ყველაფრისგან

აუცილებლად დააკვირდით ისეთ მომენტებს, როდესაც რაღაც არ გამოგივათ და შეეცადეთ ისწავლოთ რაიმე ახალი. პატარა ,,ჩავარდნები“ გასწავლით, თუ რა რეაგირება უნდა მოახდინოთ ასეთ დროს და იცხოვროთ აქ და ამ მომენტში. გახსოვდეთ, რომ თქვენს გზაზე ერთადერთი გამოსავალი არის წარმატება!

 

გააგრძელეთ პირდაპირ მოძრაობა

მას შემდეგ, რაც თქვენ დაიჯერებთ მარცხის არ არსებობას და იქნებით მზად წარმატებისთვის, არ იქნება წინააღმდეგობებიც.

იქნება მომენტები, როდესაც იგრძნობთ თითქოს წაიქეცით და  თქვენი ოცნებისგან ძალიან შორს ხართ, მაგრამ არ დაუშვათ წონასწორობის დაკარგვა. გააკეთეთ ყველაფერი, რათა გადადგათ მომდევნო ნაბიჯები და განაგრძოთ წინსვლა.


        
სიმტკიცე არის გასაღები

თქვენ მზად უნდა იყოთ, შეინარჩუნოთ წინსვლა და ყველაფერი გააკეთოთ ამისთვის. აუცილებელია მიზნის ერთგულება და ეს უნდა იყოს მუდმივი, რაც ადვილი არ არის. სინამდვილეში, ყველა ადამიანს არ სურს, აიღოს ვალდებულება საკუთარი ოცნებების ასახდენად, მაგრამ თქვენ განსხვავებული ხართ, თქვენი ერთგულება მუდმივია.

დაიმახსოვრეთ: მიზნის მისაღწევად თავდაუზოგავი მუშაობაა საჭირო.

 

და მაინც მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მიზნის მიღწევა რთული გეჩვენებათ, წარმატება გარდაუვალია.

 

უბრალოდ დაივიწყეთ მარცხის არსებობა!
 


goalcast.com

| გააზიარე
მოგწონთ?