არასდროს არის გვიან - ჯოან როულინგის რჩევები საზოგადოებას


15-ზე მეტი ლიტერატურული პრემიის მფლობელი, მილიარდელი და მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ქალი ჯოან როულინგი 1965 წელს დაიბადა.  ის ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიაში“ მუშაობდა ერთ ჩვეულებრივ მდივან თარჯიმნად. რამოდენიმე წელში მის ცხოვრებაში მძიმე ეტაპი დაიწყო - გარდაეცვალა დედა, გაეყარა ქმარს და სიღარიბეში ცხოვრობდა. მაშინ, როცა ეგონა, რომ ცხოვრებას აზრი აღარ ჰქონდა, 1990 წელს მანჩესტერიდან ლონდონში მიმავალს, მატარებელში მოუვიდა იდეა „ჰარი პოტერის“ შესახებ რომანის დასაწერად. სწორედ ასეთ მძიმე პერიოდში გამოაქვეყნა პირველი რომანი „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“. მოგვიანებით ამ ამბის კიდევ რამდენიმე წიგნი გამოსცა და ამ სათვალეებიანმა ბიჭუნამ ის ერთ-ერთ უმდიდრეს ქალად აქცია. 

 

გთავაზობთ ჯოან როულინგის რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ საკუთარი მიზნების მიღწევასა და წარმატებაში:

 

1.აკეთეთ საყვარელი საქმე - უნდა იპოვოთ საქმე, რომელიც მართლაც სიამოვნებას მოგგვრით.

2.იყავით უიღბლობის მადლიერი - მადლობა თქვით იმ უიღბლობისა და მარცხისათვის, რაც შეგემთხვათ. იმის ცოდნა, რომ ეს მოვლენები უფრო გაგაძლიერებთ, გადარჩენის უნარსაც გაგიძლიერებთ. შეუძლებელია, შეიცნო საკუთარი თავი და შეაფასო ურთიერთობების სერიოზულობა, თუ ცხოვრებისეული განსაცდელი არ გაგივლია.

3.იყავით გამბედავი, ნუ მოერიდებით გამოწვევებს - ნუ იქნებით მფრთხალი და მშიშარა. უნდა შეგეძლოთ საკუთარი თავისა და გარშემომყოფთა გამოწვევა.

4.გჯეროდეთ წარმატების - თუ არ გიმართლებთ სამსახურსა თუ პირად ცხოვრებაში, იმედი არ დაკარგოთ, მაინც გჯეროდეთ წარმატების. ერთ მშვენიერ წამს ყველაფერი შეიცვლება. მთავარია იშრომოთ ამ ყველაფრისათვის.

5.გჯეროდეთ სიყვარულის, ის დაგეხმარებათ - ნამდვილად ვიცი, რომ სიყვარული უმნიშვნელოვანესი რამ არის. ის ყველაფერზე ძლიერია შიშზე და სიკვდილზეც კი... როცა ვინმე კვდება, მისდამი სიყვარული უცვლელი რჩება, სიყვარული იმარჯვებს!

6.მოიპოვეთ შემოქმედებითი თავისუფლება - შეწყვიტეთ ფარისევლობა და თავის მოჩვენება, მთელი ენერგია მიმართეთ იმ ერთადერთის დასასრულებლად, რომელსაც თქვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როცა ყველაფერი დავკარგე, სწორედ მაშინ მოვიპოვე თავისუფლება.

 

დღეს ჯოან როულინგის ქონება მილიარდ დოლარს შეადგენს და დიდ ბრიტანეთში ყველაზე გაყიდვადი წიგნების ავტორია. გარდა ამისა, ფილმებიდან სოლიდური შემოსავალი აქვს. უფრო მეტიც, უფლება აქვს, თავად დაამტკიცოს სცენარი, გააკონტროლოს შემოქმედებითი პროცესი, ბოლო ნაწილის გადაღებაზე კი პროდიუსერის რანგშიც გვევლინება.

არ დაჯერდეთ დღევანდელ უიღბლო მდგომარეობას, დაისახეთ დიადი მიზნები და გახსოვდეთ, რომ გვიან არასოდეს არ არის!

 

| გააზიარე
მოგწონთ?