8 უნარი, რომელიც სასურველია 24 წლამდე გამოიმუშაოთ


ის გარდამავალი პერიოდი, რომელსაც სკოლის დამთავრებიდან სამსახურის დაწყებამდე გავივლით ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამ პერიოდში ვფიქრობთ ყველაზე მეტს: რა გვინდა რომ ვაკეთოთ, რისთვის ვართ მზად და რას ველით მომავლისგან. ამ დროს ვისახავთ მიზნებს, ვგეგმავთ ჩვენს კარიერულ ცხოვრებას და ვიწყებთ ყველაფრის გაკეთებას იმისთვის, რომ სასურველ შედეგამდე მივიდეთ.

ეს პერიოდი საშუალოდ 24 წლამდე გრძელდება. ამ ასაკში კი უკვე ჩამოყალიბებული და ზრდასრული ადამიანები ვხდებით და ამ დროს მიღებული გადაწყვეტილებები დიდ გავლენას მოახდენს ჩვენს ცხოვრებაზე. იმისთვის, რომ ბევრი სწორი არჩევანი გავაკეთოთ, საჭიროა 24 წლისას უკვე საკმარისი ცოდნა, გამოცდილება და უნარები გვქონდეს.  ამ ასაკში სასურველია:



1. შეძლოთ საკუთარი თავის რეალიზება

ერთია ცოდნის მიღება და მეორე - როგორ შეძლებთ გახდეთ რეალიზებული ადამიანი. ამიტომ, საჭიროა, შეგეძლოთ თქვენი ცოდნისა და თქვენი თავის შეთავაზება დამსაქმებლისთვის ისე, რომ ის თქვენით დაინტერესდეს.

 

2. გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან

თუ გსურთ იგრძნოთ, რომ სამყაროს ნაწილი ხართ, აუცილებლად უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან. მიიღეთ ნამდვილი გამოცდილება ცხოვრებაში, დაიწყეთ ბიზნესი, რაც შეიძლება მეტი ესაუბრეთ ადამიანებს, გაერთეთ ექსტრემალურად და რაც მთავარია, გათავისუფლდით დაძაბულობისგან.

 

3. გახდეთ საუკეთესო ერთ რომელიმე სფეროში  

სამსახური კარგია, თუმცა სასურველია გქონდეთ დამატებით ერთი საქმიანობა, რომელიც მოგწონთ და აუცილებლად განვითარდით ამ მხრივ. ასეთ შემთხვევაში, თუ უცებ სამსახურის დატოვება მოგიწევთ, საარსებო წყაროს გარეშე არ დარჩებით და შესაბამისად სანერვიულოც ნაკლები გექნებათ.

 

4.  გყავდეთ ბევრი მომხრე

ყველას გვჭირდება ადამიანები, რომლებსაც ვენდობით და რომლებიც დაგვეხმარებიან ახალი იდეების შემუშავებასა და განხორციელებაში. გახსოვდეთ, რომ  მთავარია არა ის, თუ რამდენ მნიშვნელოვან ადამიანს შეხვდებით ცხოვრებაში, არამედ ის, თუ რამდენ მათგანს დაეხმარებით.

 

5. იცოდეთ როგორ შეიყვაროთ..

რა არის იმაზე დიდი ბედნიერება, ვიდრე სიყვარული? თუ თქვენ არასდროს გყვარებიათ, ცხოვრებაში მთავარი რამ გამოგიტოვებიათ, ამიტომ ეცადეთ 24 წლის ასაკში უკვე იცნობდეთ ამ გრძნობას.



6. განვითარდეთ პერსონალურად

ნუ დაკარგავთ დროს ისეთ საქმიანობებზე, რაც დროს დაგაკარგინებთ და სანაცვლოდ არაფერს შეგძენთ. იკითხეთ წიგნები, დაესწარით სხვადასხვა სემინარებს, მიიღეთ რაც შეიძლება მეტი ცოდნა და გახდით უფრო ღირებული. რადგან მომავალში რაც მეტად ღირებული იქნებით ბაზრისთვის, მით მეტს გადაგიხდიან. 


7. დაივიწყოთ ნერვიულობა

დაიმახსოვრეთ, რომ ნერვიულობა ვერაფერს შეცვლის, წარმატების მიღწევას მხოლოდ კარგი გეგმების შემუშავებისა და ქმედებების საშუალებით შეძლებთ. ასე რომ, თქვენი ენერგია დაუთმეთ არა ნერვიულობას, არამედ სწავლასა და განვითარებას.


8. დაიწყოთ ფულის შეგროვება

გახსოვდეთ, რომ როდესაც თქვენი მიზანი ფულის შეგროვება ან მოგებაზე გათვლილი დაბანდებაა, მომავალში დიდი ქონების დაგროვების შანსი გეძლევათ და ვინ იცის, იქნებ მილიონერიც კი გახდეთ.
 


businessinsider.com
 

| გააზიარე
მოგწონთ?