7 რამ, რაც საჭიროა წარმატების მისაღწევად


იცოდეთ როგორ კეთდება საქმე, იყოთ თავდაჯერებული და სანდო პიროვნება, ეს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თქვენს პროდუქტიულობას, ეფექტურობას და მთლიანდ თქვენს წარმტებულ ცხოვრებას. ხოლო, იმისათვის რომ დაეუფლოთ წარმატების მიღწევისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული რჩევები, რომლის პრაქტიკაში დანერგვაც რეალურად ძალიან მარტივია.

1. ნუ იფიქრებთ ყველაფერზე ერთდროულად _ ეს ართულებს რაციონალური გადაწყვეტილების მიღებას, იწყება სტრესული სიტუაცია და ხელს გიშლით მოქმედებაში. ისწავლეთ თავი დაანებოთ ერთდროულად ყველაფერზე ფიქრს. მოახდინეთ ფიქრების კონცენტრირება.

2. ისწავლეთ როგორ ებრძოლოთ დაღლილობას _ ზედმეტი დაღლილობის თავიდან ასარი- დებლად, სრულიად საკმარიასია დროის სწორად მართვა და გადაღლილობის დროს, გონებისა და სხეულის სრული განტვირთვა, თქვენთვის სასიამოვნო, მარტივი პროცედურებით.

3. ისწავლეთ როგორ უნდა გაიუმჯობესოთ მეხსიერება _ ყოველდღიურად თქვენ იმდენად ბევრ ინფორმაციას იღებთ, რომ ძალიან რთულია ყველაფრის დამახსოვრება. სწორედ ამიტომ, კარგი მეხსიერება, დღეს დიდი კონკურენტული უპირატესობაა.

4. ''ბედნიერების ერთ-ერთი მთავარი ნიშანია აბსოლიტურად გამქრალი სურვილი იმისა, რომ ვინმეს რამე უმტკიცო''_ რას ფიქრობს ხალხი სრულიად არაფერს ნიშნავს თქვენი გასაკეთებელი საქმისთვის. რაც უფრო მალე მიხვდებით ამას, მით უფრო სწრაფად მიაღწევთ წარმატებას. როდესაც თქვენ იცით ვინ გინდათ იყოთ და ზუსტად ისეთი ხართ, თქვენ ფლობთ წარმოუდგენელ ძალას, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ სასურველი წარმატების მიღწევაში.

5. ისწავლეთ როგორ გაიმარტივოთ საქმე _ ზოგჯერ თქვენ საქმეს უფრო ირთულებთ ვიდრე ის რეალურად არის. საქმის გამარტივება, კი გეხმარებათ გახდეთ უფრო ფოკუსირებული კონკრეტულ სამუშაოზე და მიაღწიოთ ეფექტურ შედეგებს.

6. მართეთ დრო სწორად _ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რისი სწავლაც ცხოვრებაში შეგიძლიათ.

7. და ბოლოს, გახდით ორგანიზებული _ წარმატებულ ადამიანებს დღის განმავლობაში არავისზე მეტი დრო არ აქვთ, თუმცა, მათ იციან  როგორ გამოყენონ ის პროდუქტიულად. ორგანიზებულობა კი მიიღწევა ყოველდღიური დისციპლინით და კარგი ჩვევების ყოველდღიურობაში დანერგვით. გახსოვდეთ, რომ ორგანიზებულობა და თვითდისციპლინა, მიზნებსა და წარმატებას შორის გადებული ხიდია.


მარიამ შარიქაძე

წყარო: www.inc.com

| გააზიარე
მოგწონთ?