ყოველდღიური მოტივაცია - Goldilocks principle


მოტივაცია არის ძალა, რომელიც გვიბიძგებს მიზნის მიღწევისკენ, გვაძლევს ენერგიას, რომ დავიწყოთ მოქმედება,  თუმცა მუდმივი მოტივაციის შენარჩუნება და საქმეში ჩართულობა მოითხოვს დიდ შრომას.

არსებობს ორი ტიპის მოტივაცია. ჩვენ ხშირად განვიცდით ხანმოკლე, გარეგან მოტივაციას, რომელიც დამოკიდებულია გარეგან სტიმულატორებზე. ასეთია მაგალითად, თანხა, რომელსაც გამოიმუშავებ სამსახურში, მაღალი ქულები უნივერსიტეტში, უფროსის ან ლექტორის შექება და სხვა.  

მეორე ტიპის მოტივაცია არის შინაგანი, რომელსაც ღებულობ შენი თავისგან, მისი საფუძველია ხედვა, იმის მკაფიოდ ცოდნა, რისი შექმნა გინდათ ცხოვრებაში და რისთვის დახარჯავთ მთელს თქვენს დროსა და ენერგიას. ამისათვის კი ზუსტად უნდა იცოდეთ, რა არის თქვენი ცხოვრების არსი.    

როგორ შევინარჩუნოთ მუდმივი მოტივაცია?

  • ზუსტად უნდა იცოდეთ, რა გსურთ, დაფიქრდით და გაანალიზეთ თქვენი მიზანი, ჰკითხეთ საკუთარ თავს, ნამდვილად გინდათ თუ არა ამის მიღწევა და ღირს თუ არა მისთვის ძალისხმევისა და დროის დახარჯვა, რადგან, თუ თქვენ ეს საქმე ნამდვილად არ გაინტერესებთ, რთული იქნება მოტივაციის შენარჩუნება.
  • დაწერეთ  მიზნები. - ეს დაგეხმარებათ, ჩამოაყალიბოთ და კონკრეტულად აღწეროთ ისინი, შემდეგ კი უფრო მარტივად ფოკუსირდეთ მათ მიღწევაზე.
  • გამოიყენეთ ვიზუალიზაცია. მოტივაციას ბევრი საერთო აქვს ემოციებთან და წარმოსახვასთან. წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდით თქვენი მიზნის მიღწევის შემდეგ და როგორი იქნება თქვენი ცხოვრება.

,,როგორც კი შეძლებთ თქვენი მიზნის მკაფიო სურათის საკუთარი თავისთვის    შედგენას, თქვენი ქვეცნობიერების სასწაულმოქმედი ძალა შექმნის მისი განხორციელებისთვის აუცილებელ წინამძღვრებს’’ - ჯოზეფ მერფი.

  • გათავისუფლდით თქვენს გარშემო არსებული  ყოველგვარი ეჭვისგან. ზოგჯერ მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა შეიძლება, არ გამოხატონ თქვენი მიზნისადმი ინტერესი. ამან შესაძლოა, მარტივად დაგიკარგოთ მოტივაცია. თუ ასეთი მდგომარეობა გაქვთ, არ დანებდეთ.

”როდესაც ყველაფერი შენს წინააღმდეგ მიდის, გახსოვდეს, რომ თვითმფრინავი ქარის საწინააღმდეგოდ ეშვება და არა მასთან ერთად” - ჰენრი ფორდი.

  • Goldilocks Principle - თუ გიყვართ ჩოგბურთი და ცდილობთ, სერიოზული მატჩი ჩაატაროთ ოთხი წლის ბავშვის წინააღმდეგ, თქვენ მას ძალიან მარტივად მოუგებთ, მაგრამ ამის საპირისპიროდ, თუ ეთამაშებით პროფესიონალ ჩოგბურთელს, მოტივაციას სწრაფად დაკარგავთ, რადგან შეხვედრა ძალიან რთული იქნება, მაგრამ, თუ ითამაშებთ ისეთი ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც თქვენი მსგავსი შესაძლებლობები აქვს, გამარჯვების კარგი შანსი გექნებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნამდვილად შეეცდებით. Goldilocks-ის წესით ნათქვამია, რომ ადამიანები მოტივაციის პიკს განიცდიან, როდესაც მუშაობენ ისეთ ამოცანებზე, რომლებიც მათი შესაძლებლობების ზღვარზეა, ეს მათთვის არც ძალიან რთულია და არც ძალიან მარტივი.

დასახეთ მიზნები, რომლებიც თქვენს ოპტიმალურ დონეზეა. ამოცანები, რომლებიც თქვენს შესაძლებლობებზე დაბალია, მოსაწყენი იქნება, ხოლო ისინი, რომელთა მიღწევაც მკაფიოდ სცილდება თქვენს შესაძლებლობებს, იმედგაცრუებას გამოიწვევს და მოტივაციასაც მარტივად დაგიკარგავთ.

,,მოტივაცია იღვიძებს მაშინ, როდესაც რაღაც ძალიან გვსურს და მის მისაღებად მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ’’- რემეზ სასონი.


წყარო:

https://www.successconsciousness.com/

https://stunningmotivation.com/goldilocks-principle/

| გააზიარე
მოგწონთ?