როგორ შევცვალოთ ცხოვრება 21 დღეში


ერთი შეხედვით შეიძლება წარმოუდგენლად   მოგეჩვენოთ  21 დღეში   წარმატებისთვის საჭირო  უნარ-ჩვევების გამომუშავება.  მოახერხოთ და   გადაიყვანოთ,  ცხოვრება სრულიად ახალ რელსებზე და მცირე დროში შეძლოთ თქვენი პიროვნების ტრასფორმაცია უკეთესობისაკენ.

ადვილი არ იქნება  ძველი ჩვევების წარსულისთვის მიბარება.  თუმცა,  ბრაინ ტრეისი გვარწმუნებს და გვირჩევს,  რომ მცირე დროში საკუთარი თავის ფომირება  სავსებით შესაძლებელია. უბრალოდ, უნდა  მოვახერხოთ გონების  გადაყვანა   დიეტის რეჟიმზე და  ამ უკანასკნელისთვის  გამოვყოთ  21 დღე.   რატომ 21 დღე?  მიჩნეულია, რომ 21 დღეში ნებისმიერი სასარგებლო ჩვევის გამომუშავებაა    შესაძლებელი.

„საუკეთესო ჩვევა, რომელიც შეგიძლიათ გამოიმუშავოთ, ეს არის დაიწყოთ დღე მართებული აზრებით, რომლებიც განგაწყობთ გრანდიოზული მიღწევებისკენ“  ბრაიან თრეისი. თუ თქვენ შეძლებთ  და 3 კვირის განმავლობაში  მიყვებით  ტრეისისეულ ფორმულას, მაშინ თქვენი ცხოვრება მთლიანად შეიცვლება და შეიცვლება  საუკეთესო მიმართულებით

რჩევა #1

გაიღვიძეთ ჩვეულ დროზე 2 საათით ადრე.გაღვიძებიდან პირველი საათი დახარჯეთ საკუთარ თავსა და გონებაზე. მედიტაცია, ვიზუალიზაცია, კითხვა. თუ ყოველ დილით ვარჯიშობთ, მაშინ ჯერ ივარჯიშეთ და შემდეგ შეუდექით გონებრივ სავარჯიშოებს.

რჩევა #2

შემდეგი ნახევარი საათი, ვიდრე ჩართავთ ტელევიზორს ან აიღებთ სმარტფონს, დახარჯეთ დრომოტივაციის ასამაღლებლად. წაიკითხეთ სტატიები წარმატებულ ადამიანებზე, უყურეთ შთამაგონებელ ვიდეოებს, მათ შეუძლიათ აგავსოთ ენერგიით მთელი დღის განმავლობაში. დარწმუნდით, რომ ეს ინფორმაცია იქნება: პოზიტიური, ჯანსაღი და სასარგებლო.

რჩევა #3

შეადგინეთ მიზნების სია.აიღეთ უბის წიგნაკი და ჩამოწერეთ ყველა თქვენიმიზანი ისე, თითქოს მათ უკვე მიაღწიეთ. მაგალითად:მე ვცხოვრობ დიდ და ლამაზ სახლში, მე მშვენიერ ფორმაში ვარ... ყოველ დილით თავიდან ჩამოწერეთ თქვენი მიზნების სია ისე, რომ წინა დღისას ყურადღება არ მიაქციოთ. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესირიტუალიამიზნების მისაღწევის პროცესში.

რჩევა #4

დაგეგმეთ ყოველი დღე წინასწარ. ჩამოწერეთ ყველა საქმე, რომელიც დღის განმავლობაში უნდა შეასრულოთ. გამოყავით პრიორიტეტული, მთავარი საქმეები. დაიწყეთ გეგმის შესრულება ყველაზე დიდი ამოცანით.

რჩევა #5

გეგმის შესრულება დაიწყეთ ყველაზე დიდი და შრომატევადი საქმეებით. გვერდზე გადადეთ სმარტფონები, კომპიუტერები, ფუჭი საუბრები და შეუდექით საქმეს. კონცენტრირდით ამოცანაზე და არ შეეშვათ, სანამ არ დაასრულებთ. ყოველი შესრულებული დავალების შემდეგ კი შეაქეთ საკუთარი თავი: როგორი ყოჩაღი, ლამაზი, ჭკვიანი ვარ.ეს აგიმაღლებთ თავდაჯერებულობის გრძნობას და მოგცემთ მოტივაციას. ხოლო სხვა დანარჩენი საქმეები გეგგმიდან ძალიან მარტივი მოგეჩვენებათ. სწორედ ამიტომაა მთავარი ყველაზე რთული საქმით დაწყება.

რჩევა #6

მოუსმინეთ შემეცნებით ჩანაწერებს მანამ, სანამ გზაში ხართ. აუდიო კურსებს მოტივაციაზე, ტრენინგებს გაყიდვებზე, ვიდეო ჩანაწერებს რომელიმე სპეციალობაზე.წესები მარტივია: ვიყენებთ დროს სასარგებლოდ. ეს ჩვევა, მთელი ცხოვრების განმავლობაში,დაგეხმარებათ განვითარებაში.

რჩევა #7

გამოიმუშავეთ სიჩქარის გრძნობა. ერთი დავალების შესრულებისთანავე შეუდექით მეორეს. იმოძრავეთ სწრაფად. რაც უფრო სწრაფად იმოძრავებთ, მით უფრო მეტი ენერგია გექნებათ, მით უფრო მეტი საქმის გაკეთებას შეძლებთ, მით უფრო მეტად გააკონტროლებთ თქვენს ცხოვრებას. სწრაფად გააკეთეთ და მთელი დღე თავისუფალი ხართ.

ეს მარტივი წესები ეჭვგარეშე შეცვლიან მთელს თქვენს ცხოვრებას, მთავარია გახსოვდეთ, თქვენ ბევრად უფრო ძლიერი ხართ ვიდრე წარმოგიდგენიათ!

| გააზიარე
მოგწონთ?