როგორ ვისწავლოთ ეფექტურად საუბარი


ხრიკები, რომლებიც სიტყვით გამოსვლის დროს გამოგადგებათ:


• მოერიდეთ ერთი და იგივე აზრებისა და სიტყვების გამეორებას, გამოიყენეთ სინონიმები.

• ჩაიწერეთ თქვენი სიტყვის აუდიო ვერსია. მოუსმინეთ მას. სთხოვეთ მეგობრებს ან კოლეგებს მოუსმინონ და გითხრან შენიშვნები. აუცილებლად დაწერეთ თქვენი მონოლოგი ფურცელზე და მოემაზადეთ.

• არ ისაუბროთ ჩქარა. ხანდახან, როდესაც ემოციებს აყვებით მეტყველებაც უნებლიედ გიჩქარდებათ და ამ მომენტისთვის აუცილებელია მიხვდეთ და შეანელოთ საუბარი, აკონტროლოთ ის.

• თავიდან აიცილეთ დიდი რაოდენობით აქცენტები და მოკლე შესვენებები. ასე უფრო კარგად აღიქვამენ თქვენ ნათქვამს.

• ისაუბრეთ მოკლედ, მაგრამ არ დაკარგოთ საინტერესო დეტალები.

• თვალით კონტაქტი აუცილებელია, თუმცა თუ ფართო მასშტაბის აუდიტორიაში იმყოფებით, შეგიძლიათ უყუროთ იმათ, ვინც ბოლოში ზის.

• ნუ დაიზეპირებთ თქვენს სიტყვას, უბრალოდ გაითავისეთ რა თემაზე საუბროთ, მოიხსენით დაძაბულობა და ისაუბრეთ თავისუფლად.

• ადამიანებს, რომლებიც ხშირად გამოდიან პუბლიკასთან შეიძლება ხმა ჩაუწყდეთ, ეს რომ არ მოხდეს უნდა გააკეთოთ სუნთქვითი ვარჯიშები.

• ხმისთვის შეიძლება გახდეს სასარგებლო შემდეგი ვარჯიში : დაწექით იატაკზე, დიაფრაგმაზე დაიდეთ მძიმე წიგნი და იკითხეთ ლექსები. ამ დროს ხმა გახდება უფრო ღრმა და მკვეთრი. ასევე კარგი იქნება თუ ივარჯიშებთ ენის გასატეხებით.

• ახლობლებს შესთავაზეთ შემდეგი თამაში: სახლში არსებული რამდენიმე ნივთი აირჩიეთ და ფურცელზე დაწერეთ მათი დასახელება, შემდეგ ჩაყარეთ ის ქუდში ან ჩანთაში და სათითაოდ ამოიღეთ. შეეცადეთ თითოეული საინტერესოდ, შეჩერების გარეშე აღწეროთ, თავიდან ეს რთული იქნება თუმცა დროთა განმავლობაში აღწერა უფრო გაგიადვილდებათ.

• დაიჯერეთ ის რასც ამბობთ, იყავით თავდაჯერებულები, როდესაც გამოდიხართ აუდიტორიასთან წარსადგენად აუცილებელია მიაქციოთ ყურადღება ჟესტებს, მიმიკებს, პოზას და საუბრის ტემპს. ივარჯიშეთ სარკის წინ და ხშრად გამოდით სიტყვით, რადგან ხშირი ვარჯიში და პრაქტიკა აუცილებელია ეფექტური შედეგის მისაღწევად!
 

| გააზიარე
მოგწონთ?