ფილმი, რომელიც დაგეხმარებათ უპასუხოთ კითხვებს ცხოვრებაზე


ვინ ხარ შენ? ან ვინ გინდა რომ იყო? რამდენად ხშირად დაგისვამს მსგავსი კითხვები საკუთარი თავისთვის? შენთვის ნაცნობია ყველანაირი გრძნობა: სიხარული, ბედნიერება, მწუხარება, ტკივილი, იმედგაცრუება, იმედი და შეიძლება ისევ იმედგაცრუება. ამ დროს შეიძლება მოიწყინო, იმდენად მოიწყინო, რომ კარი მიუხურო ყველას და ყველაფერს. თქვა, რომ ეს ყველაფერი შენ გარშემო ამქვეყნიური ამაოება და უიმედობაა. შეიძლება დაგავიწყდეს ღიმილი, ყველაფერი გახდეს შავ-თეთრი, უსიცოცხლო. დაემსგავსო შემოდგომას, რომელიც ზამთრისგან მხოლოდ სიცივეს ელის და არა პირველ თოვლს, ბუხრის სითბოს ან გაზაფხულის მალე მოახლოვებას. თუ შენც ასე თვლი, მაშინ გთავაზობ სრულ ორ საათსა და რვა წუთს წარმოდგენის შესაცვლელად.

The Blind Side / უხილავი მხარე - დღეს ეს ფილმი დამეხმარება, რათა დაგარწმუნო, რომ შენ ქმნი სასურველ ფერებს შენ გარშემო. შეიძლება თქვა, რომ ეს ცხოვრება შენთვის არ არის ისეთი როგორიც სხვისთვის, მაგრამ ეს არ არის სწორი. ზუსტად ამაში გვარწმუნებს ფილმის მთავარი გმირი მაიკლი. ის ეჭიდება ყველა იმ პრობლემას, რომელთაგან მხოლოდ ერთიც საკმარისია, რათა სამუდამოდ ჩაიკეტო შენს ნაჭუჭში.

 

1.გარემო

დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, სადაც ვიზრდებით, ვითთარდებით და ხშირად მას ვაბრალებთ ჩვენს იღბალსა და უიღბლობას. თუმცა ფილმი გვარწმუნებს ყველაზე რთული სიტუაციიდანაც არსებობს გამოსავალი და არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა გარემოს. არარსებულო ოჯახი, სადაც არ გელიან,  სკოლა, სადაც ყველა თვლის, რომ შენ არ გაქვს არანაირი პოტენციალი სამომავლოდ. ვიზუალი, რომლის გამოც გაგირბიან და შენთან მეგობრობის სურვილიც არავის უჩნდება. ამ ყველაფრის გამო "გოლიათი" მაიკლი თავის თავში არის ჩაკეტილი.

 

2.რწმენა

ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, როცა შეგიყვარებენ, მიგიღებენ, ირწმუნებენ შენს შესაძლებლობებს. ფილმი გვარწმუნებს, რომ ადამიანები მართლაც მონათესავე სულნი არიან ერთმანეთის. ყველაზე უცხო გარემომ შეიძლება მიგიღოს, როგორც ოჯახი. 

 

3.ოცნებები

შეიძლება ისეთი ოცნებები ახდეს, რომელზეც მანამდე ხმამაღლა საუბარსაც ვერ შევძლებდით. ნუ დაკარგავთ ფერებს, პირიქით შექმენით ფერთა მრავალფეროვნება. ეძებეთ თქვენშიც უხილავი მხარე, რომლის აღმოჩენაც აუცილებლად გაგიხსნით გზას ბედნიერი და წარმატებული ცხოვრებისკენ.

 

4.მონდომება

დიახ, დიახ, და დიახ! მონდომება გულისხმობს პასუხისმგებლობას შენს ოცნებებზე. მონდომებით აუცილებლად მიაღწევ მიზანს, ამის ნათელი მაგალითიც მაიკლია მან შეძლო დაემტკიცებინა, რომ ძლიერია არა სუსტთა გარემოცვაში, არამედ ძლიერთა გარემოში. დიდი შრომის და წინააღმდეგობების მიუხედავად მან ეს შეძლო.

 

5.მიზანი

აირჩიე მიზანი, დასახე სტრატეგია და შეუდექი საქმეს. თუ თვლი, რომ მოტივაციას ვეღარ იბრუნებ, დაავკვირი შენს გარშემო ადამიანებს. საყვარელი ადამიანები ყველაზე დიდი მოტივაციის წყაროა ხშირად. მათ ხომ შენი სჯერათ. როცა მაიკლი ვერ ახერხებდა მიზანთან მიახლოვებას, მას ამაში სწორედ საყვარელი ადამიანები დაეხმარა.

 

1. "ღვთის შეწევნით ადამიანების შესაძლებლობა უსაზღვროა."

 

2. "მე არ ვითხოვ ყველა ჩემი გადაწყვეტილება მოიწონოთ და მხარი დამიჭიროთ, მაგრამ მინდა, რომ პატივისცემით მოეკიდოთ!"

 

3. "-შენ წაიყვანე, მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალე

  -არა, მან შეცვალა ჩემი ცზოვრება."

 

4. "-მას ხომ არასდროს უთამაშია

  - თუ ასე გააგრძელა ვერც ვერასდროს ითამაშებს."

 

5.  " სულელიც შეიძლება იყოს მამაცი, მაგრამ ღირსება არის ჭეშმარიტი მიზეზი რის გამოც შეიძლება რაღაც გააკეთო, ან უარი თქვა მოქმედებაზე."

 

6. "ბევრი რამ არის დამოკიდებული, ვინ ხარ და რას წარმოადგენ."

 

7. "ადამიანი უნდა ეცადოს სიმამაცე გამოიჩინოს და ამავდროულად, ღირსება არ დაკარგოს და ილოცოს იმ ადამიანებისთვის, ვინც მიუთითებს, თუ როგორ უნდა მოიქცეს ამ ცხოვრებაში."

 

ასე რომ თუ ფიქრობ, რომ შენს ცხოვრებაში ცვლილებების დროა, მოუსმინე შენს უხილავ მხარეს, ის აუცილებლად დაგეხმარება.

| გააზიარე
მოგწონთ?