10 რჩევა ტვინის ეფექტურად მუშაობისთვის


ტვინი ჩვენს ორგანიზმში ყველა პროცესს მართავს. ალბათ, თქვენთვის ნაცნობია შეგრძნება, როცა ვერაფერზე ფიქრობთ, აზრებს რთულად ალაგებთ  და ასევე გიჭირთ იმ ინფორმაციის გახსენება, რომელიც ერთი წუთის წინ მიიღეთ. მიზეზი ისევ საკუთარ ტვინში უნდა ვეძებოთ. არასწორი მუშაობით ის იღლება და იწყებს ამბოხს. 

ჩვენი 10 რჩევა დაგეხმარებათ თქვენ და თქვენს ტვინს უფრო ეფექტურად მუშაობაში:

1. ვიტამინები - სწორი კვება დიდ გავლენას ახდენს ტვინის მუშაობაზე, იგი ასევე დამატებით ძალას და ენერგიას გმატებთ; 

2. ინტელექტუალური თამაშები – აუმჯობესებს ტვინის ფუნქციას და ზრდის IQ-ს;

3. ღამით ჭამა საზიანოა თქვენი ფიგურისა და ტვინისთვის - ვისაც ღამე ჭამა უყვარს, ხშირად იღვიძებს დაღლილი და მოთენთილი. კუჭის   აქტიური მუშაობა ღამით, ადამიანს ართმევს ენერგიას და ძალას;

4. მედიტაცია ადამიანს დამშვიდებაში ეხმარება - ამცირებს სტრესის ჰორმონებს სისხლში, გვეხმარება მოვლენების გაანალიზებასა და კონცენტრაციაში;

5. 10–15 წუთის განმავლობაში სპორტით დაკავება, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტვინის მოქმედებას - სირბილი, ცეკვა, ფიტნესი, ცურვა და სხვა მსგავსი აქტივრობები შეგიქმნით მენტალურ სიფხიზლეს მთელი დღის განმავლობაში;

6. მუსიკა ეს არამარტო ხელოვნებაა, ის ტვინის შესანიშნავი სტიმულატორია - აუცილებელია, შევარჩიოთ სწორი მელოდია, ის უნდა იყოს სასიამოვნო, დამამშვიდებელი და რაც მთავარია, უნდა მოგვწონდეს, უნდა ვიღებდეთ მისგან პოზიტივს და მოტივაციას;

7. მასაჟი -  ეს სასარგებლო და სასიამოვნო პროცესია. ერთი სეანსიც, კი ადუნებს და ატონიზირებს ორგანიზმს. სისხლიდან საერთოდ ქრება კორტიზოლი (სტრესის ჰორმონი) გული კი იწყებს თანაბრად ცემას.  სრული მასაჟის პროცედურა, შეიძლება შეიცვალოს ყურის დაზელვით ოფისის გარემოში;

8. კარგი დასვენება - ორგანიზმის ყველა კუნთმა უნდა მიიღოს თანაბარი დატვირთვა და თანაბრად განიტვირთოს;

9. ცუდ განათებაში რეგულარული მუშაობა - ცუდად აისახება ტვინის მუშაობაზე, ამცირებს კონცენტრაციის უნარს და არღვევს ძილს, რა თქმა უნდა ცუდ გავლენას ახდენს მხედველობაზეც;

10. სუფთა ჰაერი კარგად აისახება გონებრივ მუშაობაზე - ჭარბი ჟანგბადი ჰაერში და ბუნებასთან კონტაქტი, გეხმარება დასვენებასა და რელაქსაციაში. მთავარია ამ დროს ხშირად არ გამოიყენოთ ტელეფონი.

მას, ვისაც შეუძლია კარგად მუშაობა, ვალდებულია კარგად დაისვენოს. ჩვენ ვგულისხმობთ არა მარტო ფიზიკურ დასვენებას, არამედ გონებრივ დასვენებასაც. ეს რჩევები ძალიან მარტივია, მთავარია, დღის  სწორი დაგეგმვა, კარგი კვება, დასვენება და ზრუნვა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. თქვენ და თქვენი ტვინი ამას ნამდვილად შეძლებთ!

 

| გააზიარე
მოგწონთ?