როგორ მოიქცეთ,  რომ თქვენმა ოცნების დამსაქმებელმა შეგამჩნიოთ


მარტივი რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ გამოეყოთ სხვებს და სწორად წარუდგინოთ თავი მომავალ დამსაქმებელს.

 

იყავით სოციალურად აქტიური

ყურადღებით შეავსეთ თქვენი პროფილი Facebook-ში, LinkedIn-ში და სხვა სოციალურ ქსელებში. თქვენს გვერდზე, სამუშაო გამოცდილებასთან ერთად ისიც დაწერეთ, მომავალში რისი გაკეთება გსურთ. მიუთითეთ კონკრეტული საქმიანობის სფეროები.

 

იპოვეთ კადრების აყვანის სპეციალისტი სოციალურ ქსელში

შესაძლოა თავის გვერდზე ის წერს, თუ რა მოთხოვნები აქვს პოტენციური თანამშრომლისადმი. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ სამოტივაციო წერილის შედგენისას.

 

წერეთ ლამაზად

ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. დაწერეთ სამოტივაციო წერილი და აჩვენეთ რამდენიმე მეგობარს და გაიგეთ მათი აზრი. არ დაგავიწყდეთ გრამატიკული და ორთოგრაფიული შეცდომების გასწორება.

 

იყავით შემოქმედებითი

თუ თქვენ შემოქმედებითი პროფესია გაქვთ, მოსაწყენი რეზიუმეს დაწერა არ გეპატიებათ. მოიძიეთ ინტერნეტში ორიგინალური მაგალითები, მოძებნეთ გზა საინტერესოდ და არატრივიალურად მიაწოდოთ ინფორმაცია დამსაქმებელს.

 

უამბეთ თქვენზე

გასაუბრება პირველ პაემანს ჰგავს: მეორე შანსი არ არსებობს. ნუ აიძულებთ თანამოსაუბრეს ეძებოს თქვენი სამსახურში აყვანის მიზეზები, თავად უამბეთ მათზე.

 

რა უნდა გააკეთოთ, თუ მაინც უარი გითხრეს

ზღვაში სხვა ბევრი თევზია. ნუ იქნებით უყურადღებო მათ კონკურენტებთან მიმართებაში, ვისთანაც არ შედგა თქვენი თანამშრომლობა. შესაძლოა ერთ-ერთ მათგანს შეუძლია მოგცეთ თქვენი ოცნების სამსახური.

 


lifehacker.ru

| გააზიარე
მოგწონთ?