12 მნიშვნელოვანი ხერხი იმისათვის, რომ აქციოთ უარყოფითი დადებითად


„თავისთავად, არაფერია კარგი ან ცუდი, ის მხოლოდ თქვენს ფიქრებში გადაიქცევა ასეთად“ - გვახსენებს გაყიდვების გურუ ბრაიან თრეისი თავის ერთ-ერთ ბესთსელერ წიგნში ,,აკოცე ბაყაყს“ და მკითხველს სთავაზობს 12 მნიშვნელოვან ხერხს წარმატების მისაღწევად.

 

1.დაადგინეთ თქვენს ცხოვრებაში ბაყაყები ანუ ნეგატიური ადამიანები, გარემოებები და მოგონებები, რომლებიც უარყოფითი ემოციების ჭაობში გამყოფებენ;

2.გააცნობიერეთ და მიიღეთ ის აზრი, რომ ყოველმხრივ კარგი პიროვნება ხართ და უზარმაზარი პოტენციალი გაგაჩნიათ, რათა არაჩვეულებრივად იცხოვროთ;

3.დღესვე გადაწყვიტეთ, რომ წინ აღუდგებით თქვენი ცხოვრების ნებისმიერ უარყოფით ემოციას და მისგან ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდებით;

4.განსაზღვრეთ ფაქტორები, რომლებიც უარყოფითი ემოციების, განსაკუთრებით სიბრაზისაკენ გიბიძგებენ და დაიწყეთ აზრების შეცვლა ყველა სფეროში. გახადეთ პასუხისმგებლობა თქვენი პიროვნების ნაწილი.

5.უარი თქვით ვინმეს კრიტიკასა და განსჯაზე. ამის ნაცვლად აიღეთ სრული პასუხისმგებლობა იმაზე, ვინც ხართ და ვინც ოდესმე იქნებით.

6.განეწყვეთ დადებითად საკუთარი თავის მიმართ და გაიმყარეთ ყოველდღიურად თავდაჯერებულობა.

7.ზუსტად გადაწყვიტეთ რა გსურთ რეალურად ცხოვრებაში, შემდეგ კი მის შესახებ მთელი დროის განმავლობაში იფიქრეთ და ილაპარაკეთ. ისე დაკავდით იმის მისაღწევად, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დრო აღარ დაგრჩეთ იმ „ბაყაყებზე“ საფიქრელად, რომლებიც უკან გექაჩებიან.

8.გათავისუფლდით დანაშაულის გრძნობისგან, რისთვისაც უარი თქვით მის მანიპულირების ობიექტად ყოფნაზე და ნურც თქვენ გამოიყენებთ მას სხვის მიმართ.

9.იპოვეთ რამე კარგი ყოველ პრობლემაში ან სირთულეში, რომელსაც პირისპირ  შეეჩეხებით. თქვენ ყოველთვის მიაგნებთ რაიმე ხერხს სარგებლის მისაღებად.

10.ეძებეთ ღირებული გაკვეთილი ნებისმიერ წარუმატებლობასა თუ დაბრკოლებაში და ეცადეთ, რაიმე ისწავლოთ ყოველი პრობლემისაგან, ყოველი ბაყაყისაგან, რომელთანაც საქმის დაჭერა გიწევთ.

11.ისე მოექეცით ნებისმიერ პიროვნებას, ვისაც შეხვდებით, თითქოს იგი ყველაზე მნიშვნელოვანი არსება იყოს ამ ქვეყნად, მშვენიერი პრინცი ან პრინცესა.

12.ბოლომდე გამოავლინეთ თქვენი პოტენციალი, რათა ისეთი გახდეთ, როგორიც შეგიძლიათ, რომ იყოთ. გახსოვდეთ, ყველა ადამიანი განსაკუთრებულია!

დღესვე დაიწყეთ ამ იდეების პრაქტიკაში დანერგვა. აკოცეთ თქვენს „ბაყაყებს“, თამამად შეხვდით თქვენს ცხოვრებაში არსებულ უსიამოვნო გარემოებებს და როცა სრულიად გათავისუფლდებით მენტალური მუხრუჭებისაგან, მაქსიმალურად გახდებით სრულიად პოზიტიური, ბედნიერი და ჯანმრთელი პიროვნება.

აქციეთ ნეგატიური ბაყაყები პოზიტიურ პრინცებად!

 


წყარო: ბრაიან თრეისის „აკოცე ბაყაყს“.

| გააზიარე
მოგწონთ?