''ოღონდ აქედან წავიდე!'' რატომ ტოვებენ ახალგაზრდები საქართველოს?


ეს ის მტკივნეული კითხვაა, რომელიც ჩვენს პატარა ქვეყანას აწუხებს. გლობალიზაციის პერიოდში ირღვევა ენობრივი ბარიერები. ამიტომ ახალგაზრდების გადინება, უცხოეთში თითქოს ბუნებრივიცაა. სრულყოფილი განათლების ვერ მიღება, არარეალიზებულობის, უპერსპექტივობის განცდა, დაბალანაზღაურებადი სამუშაო -  აი ის ძირითადი მოტივებია. რომელსაც საზღვარგარეთ წასვლის მსურველი ახალგაზრდები ასახელებენ. არის ნაწილი ვინც უცხოეთში თავგადასავლებს, უფრო მეტ თავისუფლებას და დროის სასიამოვნოდ გატარებას უკავშირებს.

ლონდონში შევხვდი ქართველ  ახალგაზრდას. მან გულისტკივილით მითხრა, რომ უკვე 16 წელიწადია რაც ლონდონში ცხოვრობს, მისთვის ეს დაკარგული წლებია და ნატრობს მალე დაფაროს თბილისში ნაყიდი ბინის კრედიტი, რომ მშობლიურ საქართველოს დაუბრუნდეს. „ერთი-ორი წელი კარგია ცხოვრობდე უცხო ქალაქში, აქ სწავლობ დამოუკიდებლობას, თუმცა კარგავ სამეგობრო წრეს, ის სითბო და სიყვარული მენატრება, რაც შეუძლია მხოლოდ საკუთარმა ქვეყანამ მოგცეს“.

ჩემი აზრით,  მომავალ თაობას სჭირდება მსოფლიოს ახლოს გაცნობა, განვითარება და უფრო მეტი შესაძლებლობა სამყაროში. თუმცა უკევ განვითარებულ ქვეყნებში კონკურენცია გაცილებით მაღალია, ამიტომაც წარმატების მიღწევაც გაცილებით რთულია. საქართველოში არის მთელი რიგი დარგები, სადაც პროფესიონალების ნაკლებობაა. ადამიანები, ვისაც საზღვარგარეთ არ უცხოვრიათ და უმუშავიათ თვლიან, რომ იქ ბევრად უკეთესია, თუმცა როგორც ამბობენ: „იქ ჯობს, სადაც არ ხარ“!


ხატია სირბილაძე

| გააზიარე
მოგწონთ?