5 ცხოვრებისეული გაკვეთილი ბილ გეითსისგან


ბილ გეითსმა ჰარვარდი 1974 წელს მიატოვა. ერთი წლის შემდეგ Microsoft-ი დააფუძნა, კაცობრიობა ახალ ტექნოლოგიურ საფეხურზე აიყვანა და უმდიდრეს ადამიანად იქცა.

 

წარმოგიდგენთ ბილ გეითსის ხუთ ცხოვრებისეულ გაკვეთილს, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ

 

1. კითხვა, კითხვა, კითხვა

როგორც The Wall Street Journal-ი გვიამბობს, ბილმა წაიკითხა მსოფლიო ენციკლოპედიის ყველა ტომი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პატარა ბიჭი იყო. მისი მშობლები ხელს უწყობდნენ ამგვარ ინტერესს და თანახმა იყვნენ, ეყიდათ ნებისმიერი წიგნი, რომელსაც ბიჭი მოინდომებდა. გარდა ამისა, ბილი ამბობს, რომ კითხვა ოცნებას უწყობს ხელს.

ის ხშირად აქვეყნებს წასაკითხად რეკომენდირებული წიგნების სიას და გარდა ამისა, ორი ბესთსელერის ავტორიც არის.

 

2. დაუკავშირე ცხოვრება ძლიერ პარტნიორს, რომელსაც შენი „გამოწვევა“ შეუძლია

1994 წელს მან დაკარგა დედა, იმავე წელს იქორწინა უჭკვიანეს ქალზე, მელინდა ფრენჩზე, რომელიც ასევე Microsoft-ის ყოფილი თანამშრომელი იყო.

მელინდას გავლენით შეიქმნა საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ახლა განვითარებად ქვეყნებში ქალების და ბავშვების უფლებებს იცავს, ასევე ეხმარება მათ ფინანსურად.

 

3. ასწავლეთ თქვენს შვილებს შრომა

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მამაკაცი ამბობს, რომ მართალია, მის სამ შვილს ყოველთვის დაუფინანსებს განათლებას, მაგრამ მათ მაინც მოუწევთ, იპოვონ ოცნების პროფესია და დაიწყონ მუშაობა.

 

4. რისკი... გათვლილი რისკი

ჯერ კიდევ ჰარვარდის სტუდენტი იყო, როდესაც MITS Altair 8800-ის კომპიუტერის შესახებ წაიკითხა. შემდეგ დაურეკა ამ კომპანიას და უთხრა, რომ აქვს პროგრამა მათი კომპიუტერებისთვის. სინამდვილეში კი არ ჰქონდა.

მან მიატოვა ჰარვარდი და დაწერა პროგრამა თავის ბავშვობის მეგობართან ერთად. ეს პროგრამა  3000 დოლარად გაიყიდა, ამასთანავე ბილმა მასზე უფლება შეინარჩუნა.

 

5. იბრძოლე და იშრომე საკუთარი ოცნებებისთვის

ბილი ცნობილია, როგორც ძალიან მკაცრი უფროსი, მაგრამ ის ასევე ძალიან მკაცრია საკუთარი თავის მიმართ. კომპანიის არსებობის პირველი 5 წლის განმავლობაში ის არა მხოლოდ მართავდა მას, არამედ იყო თანამშრომელიც. ერთხელ, დილით Microsoft-ში მისულმა თანამშრომელმა იატაკზე მწოლიარე კაცი დაინახა, უნდოდა პოლიციაში დარეკვა, თუმცა შემდეგ მიხვდა, რომ მისი უფროსი, ბილ გეითსი, იყო.

 

სალომე შუშანიძე

 

| გააზიარე
მოგწონთ?