დაუსვი საკუთარ თავს მთავარი შეკითხვა!


ჩვენ ყოველდღიურად ბევრ დემოტივაციის მომცემ ფრაზას ვისმენთ. ძალიან კარგად ვიცით რა ხდება ჩვენ ირგვლივ, მაგრამ თუ ყველა კითხვაზე უკვე გვაქვს პასუხი, მაშინ სად ვუშვებთ შეცდომას?

შეგიმჩნევიათ, რომ არსებობს ბევრი ისეთი ადამიანი, რომელსაც ყველაფერი აქვს რაზეც ჩვენ ვოცნებობთ, მაგრამ ისინი მაინც არ არიან ბედნიერები?! და პარალელურად არსებობენ ისეთებიც, ვისაც ძალიან ცოტა აქვთ, მაგრამ მაქსიმალურად ტკბებიან ცხოვრებით. 

როგორია თქვენი ხედვა ცხოვრებაზე? რაზე ფიქრობთ ყველაზე დიდხანს? რა განიჭებთ ცხოვრებაში ყველაზე დიდ სიამოვნებას? ამ კითხვების დასმა მიგიყვანთ იმ პასუხებამდე, რომელიც სწორ მიმართულებას მისცემს თქვენს ცხოვრებას. 

 

მეორე მხრივ, თუ თქვენ თავს ყოველდღიურად იმას ეკითხებით რატომ გაქვთ ასეთი მოსაწყენი ცხოვრება?! რატომ არ მოსწონხართ ხალხს?! რატომ არის სამყარო ასეთი საშინელი?! თქვენ, რა თქმა უნდა, მიიღებთ განსხვავებულ პასუხებს. სწორედ ამიტომ პასუხები, რომლებსაც იღებთ დამოკიდებულია კითხვებზე, რომლებსაც საკუთარ თავს უსვამთ.

თქვენ გავიწყდებათ ერთი მთავარი პრინციპი - დაარქვით თქვენს ცხოვრებას ყოველდღიური კითხვა-პასუხის ტესტი და თქვენს მიერ დასმული კითხვები სწორი გზისკენ სვლაში დაგეხმარებათ.

 

და ახლა გეკითხებით მე თქვენ - გინდათ, რომ გქონდეთ საუკეთესო ცხოვრება?

 

თუ თქვენი პასუხი არის „კი,“ მაშინ მოდით მივიდეთ მეორე შეკითხვამდე: გახსოვთ როგორ დაუსვით ეს შეკითხვა საკუთარ თავს? პასუხი არ იქნება მარტივი, მაგრამ შეხედეთ ამას როგორც თქვენი ცხოვრების ახალ გამოწვევას და შექმენით ახალი შესაძლებლობები.

 

გახსოვდეთ: საკუთარი შესაძლებლობების განვითარება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ!

| გააზიარე
მოგწონთ?