გაი კავასაკის რჩევები ახალგაზრდებს


გთავაზობთ გაი კავასაკის რჩევებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ მოტივაციის ამაღლებასა და წარმატების მიღწევაში:

 

1.სამსახურში უნდა აიყვანოთ ადამიანები, რომლებიც გარკვეულ საქმეებს თქვენზე უკეთ გააკეთებენ. როცა რაიმეს გაკეთება არ შეგიძლიათ თქვენ, უნდა იპოვოთ ის, ვინც ამას შეძლებს. გახსოვდეთ, ნებისმიერი ადამიანი რაღაცაში მაინც გჯობთ.

 

2.კომპანიის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს რაღაც მნიშვნელოვანის შექმნა, რომელიც სამყაროს უკეთესს გახდის, გამოასწორებს შეცდომებს, ცხოვრების ხარისხს აამაღლებს და არ მისცემს საშუალებას რაიმე კარგს, მალე დამთავრდეს.

 

3.ყველაზე მთავარია იმოქმედოთ - წარმატება მასთან მიდის, ვინც მოქმედებს და არა მარტო ფიქრობს და აანალიზებს. მიაღწიეთ წარმატებას ყოველდღე - იარეთ მიზნისკენ პატარა ნაბიჯებით. 

 

4.არ შეგეშინდეთ რისკის. მიიღეთ ნაცნობი და იბრძოლეთ უცნობისთვის. 

 

5.უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა მუშაობა უნდა დაიწყონ იქ, სადაც ისწავლიან, სულ მცირე, სამ რამეს: როგორ შექმნან, როგორ გაყიდონ და როგორ შეინარჩუნონ.

 

6.არ მოუსმინოთ ექსპერტებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევთ ხელის ჩაქნევა.

 

7.ბრენდინგის ხელოვნების ძირითადი არსი ისეთი პროდუქტის ან სერვისის შექმნაა, რომელიც იქნება უცხო და ადვილად გამოსარჩევი ყველა სხვა კონკურენტი პროდუქტისაგან.

 

8.მთელი კარიერის მანძილზე, მოკლე ელექტრონული წერილით, პრეზენტაციითა და მოხსენებით უდიდეს შეცდომას ვუშვებთ. გახსოვდეთ, წერილი სულ მცირე 5 წინადადებისაგან უნდა შედგებოდეს; პრეზენტაცია საშუალოდ - 10 სლაიდისაგან; ხოლო დრო არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს; მოხსენებას კი თაბახის ერთი გვერდი დაუთმეთ.

 

9.თქვენს თანამშრომლებს უნდა სჯეროდეთ, რომ კომპანია თავისი საქმიანობით სამყაროს აუმჯობესებს, მათ ეს რწმენა აიძულებთ უფრო გულმოდგინედ იმუშაონ და სიამოვნებაც მიიღონ.

 

10.გახსოვდეთ, სწავლა ხანგრძლივი პროცესია, რომელიც არასოდეს არ უნდა შეწყვიტოთ.

| გააზიარე
მოგწონთ?