პოზიტიური აზროვნების ძალა


პოზიტიური აზროვნება ეს მხოლოდ ჯადოსნური სიტყვა არ არის, ის არის ქმედება, რომელსაც მოაქვს ბედნიერება და წარმატება. თუმცა, არსებობს ადამიანთა ის კატეგორია, რომელთაც არ სჯერათ პოზიტივის ძალის.

რატომ არის საჭირო პოზიტიური აზროვნება? რას შეცვლის ის თქვენს ცხოვრებაში? პოზიტიური აზროვნება დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში, ის შეცვლის თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ. ალბათ ყველას გსმენიათ, რომ - პოზიტივი გადამდებია! დიახ, დამიჯერეთ, რომ პოზიტივი ნამდვილად გადამდებია ისევე, როგორც უარყოფითი განწყობა. შეიძლება არ დამიჯეროთ და გაგეცინოთ, თუმცა თავიდან არც მე მჯეროდა, დავიჯერე მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს  ჩემმა მეგობარმა დამანახა.

როდესაც დილით ვიღვიძებ, ვიხედები სარკეში და დილის განწყობით გავდივარ სახლიდან. ეს განწყობა  დამოკიდებულია იმ ფაქტორებზე, თუ რა მოხდა სახლიდან გასვლამდე. თუ მე გამეღვიძა გვიან, მაგვიანდება შეხვედრაზე, მაცვია ისეთი სამოსი, რომელშიც დისკომფოტს განვიცდი და სხვა. სახლიდან გავდივარ მოწყენილი და ცუდ ხასიათზე, ირგვლივ კი ყველა მხვდება უარყოფითი განწყობით, ზოგი ჩხუბობს, ზოგი ყვირის და ყველაფერი რაც ჩემ ირგვლივ ხდება უფრო ცუდ განწყობას მიქმნის, ხოლო თუ მე სახლიდან გავდივარ კარგ ხასიათზე, ირგვლივ ყველა იღიმის, მხვდებიან ბავშვები, რომლებიც თამაშობენ და იცინიან, ყველა ქმედებას რასაც ვხედავ დღის განმავლობაში არის პოზიტივით დატვირთული და მეც, რა თქმა უნდა  დადებითად ვიმუხტები.

ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ? ადამიანები ვიზიდავთ ისეთ მოვლენებს, როგორ განწყობაზეც ვართ. ჩვენი აზრები და ფიქრები გვიქმნიან საერთო განწყობას. დილით ადგებით თუ არა ჩაიხედეთ სარკეში და უთხარით თქვენს თავს, რომ ყველაფერი კარგად არის და ყველაფერი გამოგივათ. დიახ, თუ თქვენ იაზროვნებთ დადებითად და იქნებით შემართებით, მაშინ ყველაფერი რაც თქვენ ირგვლივ მოხდება იქნება ის შედეგი, რისი მიღწევათ გსურთ და გსურდათ. აუცილებლად შეცვალეთ უარყოფითი აზროვნება დადებითით, იყავით თავდაჯერებულები, ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების. არ დაგავიწყდეთ ადამიანის აზრები, რწმენა და დამოკიდებულებები მართავს იმ შედეგებს, რაც მის ირგვლივ ხდება.

ალბათ ყველას გახსოვთ შემდეგი  სიტყვები ფილმიდან ‘‘ბედნიერების დევნაში’’- ‘‘არასოდეს ათქმევინო ვინმეს, რომ ვერ შეძლებ რაიმეს გაკეთებას. გაქვს ოცნება? მორჩა. მას უნდა მისდიო. სწორედ ის ადამიანები, რომლებმაც ვერ შეძლეს მიზნისთვის მიეღწიათ, გეუბნებიან, რომ შენ ამას ვერ შეძლებ. არ დაიჯერო...თუკი რაიმე გსურს ამ ცხოვრებაში ყველაფერი გააკეთე მის მისაღწევად. ათვლა დაიწყო!’’ ფილმის ამ სიტყვებში, მკაფიოდ ჩანს ძალა პოზიტიური აზროვნებისა. 

იაზროვნეთ პოზიტიურად და არავის და არაფერს მისცეთ საშუალება, თქვენი განწყობა შეცვალოს ნეგატივით, პირიქით, ყველაფერში დაინახეთ დადებითი და მიხვდებით, რომ ცხოვრება მართლაც მშვენიერია...


 

| გააზიარე
მოგწონთ?