თქვენ რას დაპირდით საკუთარ თავს?


ალბათ ყველა თქვენგანის ცხოვრებაში ყოფილა პერიოდი, როცა დაგიდიათ ახალი პირობა და გითქვამთ: ახალი წლიდან კარგად ვისწავლი, ახალი წლიდან ვარჯიშს დავიწყებ, მეტად ვიზრუნებ განვითარებაზე და ა.შ. შემდეგ აღმოჩნდება, რომ ყველაფერი მონდომებით დაგიგეგმავთ, მაგრამ როცა მოდის დრო დაიწყოთ დაგეგმილის შესრულება, რატომღაც კარგავთ მოტივაციას, ენთუზიაზმს და ჩვეული წესით აგრძელებთ ცხოვრებას. მერე კი წუწუნებთ, რომ ცხოვრებაში არაფერი იცვლება, არ არის სიახლეები, წარმატებები და ვერ განიცდით პროგრესს.

გთავაზობთ რამდენიმე მარტივ წესს, რომელთა დაცვაც იქნება თქვენი გეგმების განხორციელების ერთგვარი გარანტი.

 

1.შეცვალეთ თქვენი შინაგანი სამყარო

ცვლილებები სამყაროში იწყება თქვენით, ამიტომ პირველ რიგში უნდა შეიცვალოთ თავად და მუდამ გახსოვდეთ, რომ ,,თუ გსურთ გქონდეთ ის, რაც არასდროს გქონიათ, უნდა გააკეთოთ ის, რაც არასდროს გაგიკეთებიათ".

 

2.გჯეროდეთ საკუთარი თავის

გჯეროდეთ თქვენი მიზნების და თქვენი თავის. დაფიქრდით, რატომ უნდა სჯეროდეთ სხვებს თქვენი, როცა თქვენ თავად ეჭვი გეპარებათ?!

 

3.შეადგინეთ სურვილების დეტალური გეგმა

ადამიანებს უამრავი რამ გვსურს ცხოვრებაში, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ერთიანად ყველაფრის მიღება შეუძლებელია, ამიტომ  უმჯობესია უამრავი სურვილიდან გამოვყოთ პრიორიტეტული მიზნები და გავწეროთ რა მიზნის მიღწევას რა დროში ვგეგმავთ. ისინი უნდა იყოს საკმაოდ კონკრეტული და რეალური.

 

4.ყოველთვის იფიქრეთ შედეგზე

თუ გსურთ, რომ მოტივაცია არასდროს დაკარგოთ, მუდამ გქონდეთ ენერგია მიზნის მისაღწევად, ყოველთვის იფიქრეთ შედეგზე. როცა ხვდებით, რომ მონდომებას კარგავთ - წარმოიდგინეთ შედეგი და აუცილებლად მოგეცემათ ძალა.

 

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და არ დაარღვიოთ ახალი წლისთვის დადებული პირობა. მისი შესრულება ძალიან მნიშვნელოვანია!

 

| გააზიარე
მოგწონთ?