როგორ გავატაროთ თავისუფალი დრო ნაყოფიერად


ჩვენ ყველანი განსხვავებულად აღვიქვამთ წარმატებას. თუმცა არსებობს კონკრეტული აქტივობები, რომლებიც ყველასთვის თანაბრად ასოცირდება ბედნიერებასთან, ჯანმრთელობასთან, ძლიერ სოციალურ კავშირებთან და დაბალანსებულ ცხოვრებასთან.

ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ ცხოვრებაში დიდი დატვირთვა აქვს იმას, თუ როგორ ანაწილებს ადამიანი თავის დროს. დროის სწორი დაგეგმვა გეხმარებათ საკუთარი უნარ-ჩვევების დახვეწაში. 

ლინ ტეილორი თავის საავტორო ნაშრომში აღნიშნავს, რომ „ეს არის საკუთარი თავის უკვდავყოფა! ჯანმრთელი გონება და სხეული გეხმარება იმაში, რომ იმუშაო საუკეთესოდ. როდესაც თავისუფალ დროს ახერხებ განტვირთვას, მიჰყვები შენს სურვილებს, ეს გეხმარება მიაღწიო საუკეთესო შედეგს ოფისში. ამით შენ აბალანსებ ცხოვრებას და ხარ პოზიტიური ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე.“
 

რა უნდა გააკეთოთ  თავისუფალ დროს?

 

1. გაატარეთ დრო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად

როდესაც მუშაობთ ან სწავლობთ ძნელია ფოკუსირება მოახდინოთ იმ ადამიანებზე, ვისზეც გინდათ, რომ იზრუნოთ - ამბობს ტეილორი. ამიტომ უნდა გამოიყენოთ შესაძლებლობები, რომ თავისუფალი დრო გაატაროთ ოჯახთან და მეგობრებთან.

 

2. ივარჯიშეთ

ბევრი წარმატებული ადამიანი აღწევს წარმატებას იმიტომ, რომ ისინი არიან ჯანმრთელები. მუდმივად ეძებენ ისეთ გამოწვევებს, რომლებიც ადრენალინს გამოიმუშავებს. კავდებიან რეგულარული ფიტნეს ვარჯიშებით ან ექსტრემალური სპორტით.

 

3. ისწავლეთ თუ როგორ გაუმკლავდეთ სტრესს

ცხოვრება ქრონიკულად სტრესში იწვევს თქვენს გამოფიტვას. ამან შეიძლება გაგხადოთ ფსიქიკურად, ფსიქოლოგიურად და ემოციურად უმოქმედო. ამიტომ თუ არ ისწავლით, როგორ მართოთ სტრესი, ძალიან შორს აღმოჩნდებით წარმატებისგან.

 

4. გაატარეთ დრო ბუნებაში

მხიარული შაბათ-კვირა ქალაქგარეთ არის განტვირთვის ძალიან კარგი საშუალება. შესაბამისად მსგავსი აქტივობა გეხმარებათ წარმატების მიღწევაში. როდესაც იმყოფებით მშვიდ გარემოში თქვენი შესაძლებლობები აქტიურდება, შესაბამისად შემდგომი კვირის მუშაობაც უფრო ნაყოფიერი გახდება.

 

5. იმოგზაურეთ

მოგზაურობა შეიძლება ძვირია, მაგრამ ის აუცილებლად ახდენს ფინანსური დანახარჯის კომპენსირებას. არის გარანტი, რომ გაიცნოთ ადამიანები ან მოინახულოთ მეგობრები. ეს არის ამაღელვებელი გამოცდილება, ამავდროულად ახალი კულტურის და ქალაქის შეცნობის საშუალება.

 

6. იყავით სპონტანური

„წარმატებული ადამიანები აცნობიერებენ, რომ ცხოვრება ხანმოკლეა“, ამიტომ იყავით ხანდახან სპონტანურები. ხანდახან უნდა მიიღოთ ადვილად გადაწყვეტილებები და ნაკლები იფიქროთ სანამ რაიმეს გადაწყვეტთ. ამით გამოიმუშავებთ ლიდერობის უნარს.

 

7. არ დაივიწყოთ თქვენი ჰობი

განტვირთვის ერთ-ერთი კარგი საშუალებაა დაკავდე შენი ჰობით. მაგალითად კითხვა, ხატვა, ურთიერთობა და ა.შ.

 

8. დაიმუხტეთ დადებითად

წარმატებული ადამიანები იყენებენ თავისუფალ დროს ძალების აღსადგენად. მათ იციან: იმისთვის, რომ კარგად იმუშაო, საჭიროა კარგად დაისვენო.

გახადეთ თავისუფლად გატარებული დრო წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯი! 

 


businessinsider.com

| გააზიარე
მოგწონთ?