ილუზიების რეალობად გადაქცევა დაგეხმარებათ ყველა იმ წინაღობის დაძლევაში, რაც თქვენს წარმატებას ხელს უშლის


ერთხელ, ვიღაცამ გამიზიარა ამბავი პატარა ბიჭზე, რომელიც სამეცნიერო პროექტისათვის მფრინავ ხოჭოებს აგროვებდა. მან ხუთი მათგანი შეიტყუა ყველანაირი სასიცოცხლო პირობით სპეციალურად აღჭურვილ ქილაში, სადაც იდენტური გარემოს შესაქმნელად იყო ყველაფერი - საკვები, ნესტიანი პირსახოცი და  წვრილ ნასვრეტებიანი საჰაერო მილი, თუმცა არა იმ ზომის, რომ ხოჭოები გაქცეულიყვნენ. 

მწერები დროს ერთი ადგილიდან მეორეზე გადაფრენაში ან დასვენებაში ატარებდნენ. დაკვირვების დასრულების შემდეგ ბიჭმა ქილა გახსნა და მწერებს თავისუფლება მიანიჭა. ამ დროს მან აღმოაჩინა ყველაზე საინტერესო რამ: მხოლოდ ერთმა ხოჭომ მოიკრიბა ძალ-ღონე გასაფრენად. დანარჩენები დარჩნენ მათ ახალ შემოსაზღვრულ გარემოში. ისინი ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ოდესმე ჩიხში მოექცოდნენ, პირველივე ასეთი შემთხვევისას ადვილად დანებდნენ და  არაფერი გააკეთეს არსებული  გარემოდან თავის დასაღწევად. მაშინაც, კი, როდესაც თავისუფლება დაიბრუნეს, იმდენად იყვნენ მახეში გაბმის ილუზიით შეპყრობილი, რომ არც უცდიათ დაწესებული საზღვრებიდან გამოსვლა.

მსგავსი საქციელი მწერების გარდა დატყვევებულ ცხოველებზეც შეინიშნა. აღსანიშნავია, რომ ჩვენ, ადამიანები - იდენტურად ვიქცევით. დადებითი მხარე ისაა, რომ შეგვიძლია განსაზღვროთ თუ სად და როგორ ვართ შეზღუდულები. მოდით ვნახოთ, როგორ მოვხადოთ ჩვენს ქილას „თავსახური“, რაც ცხოვრების შეცვლასა და  საოცნებოწარმატების მიღწევაში დაგვეხმარება.

აუხდენელი ოცნებების რეალობად გადაქცევა.
ყოველ ჩვენგანს აქვს საკუთარი მიმართულება, მისია და სავსე, ფერადი ცხოვრებით სიცოცხლის შესაძლებლობა. მაშინ რა გვხევს უკან? საკუთარი პოტენციალის უცოდინრობა - დასჯერდე მეორე ადგილს ან უფრო უარესს, თუ მცდარი შეხედულებები? სწორედ ესაა ის ძირითადი კომპონენტები, რაც უკან გვხევს და პოტენციალისგანვითარებაში გვიშლის ხელს.

მცდარია: მე უნდა ვაკონტროლო ჩემი რეალობა.
ჩვენ გვეშინია კომფორტის ზონიდან გასვლით არსებულ გარემოზე კონტროლის დაკარგვა. ამ ზონაში ყოფნისას ჩვენი გადაწყვეტილებები შესაძლებლობებისა და საუკეთესო არჩევანის ნაცვლად, შიშსა და ყველაზე ცუდ სცენარზეა დამყარებული. ჩვენ ვიმკვიდრებთ ადგილს უსაფრთხო და განუხორციელებელი შესაძლებლობების ადგილზე, რითიც რაიმე ახლის შემეცნებითა და პოტენციალის ამაღლების შანსებით ვრისკავთ.

ჭეშმარიტია: დატკბი ცხოვრებით.
მომართე გადამრთველი. შეცვალე შინაგანი აზრები, როგორიცაა: „ცვლილებები ექსპერიმენტებითაა სავსე“ - „ცვლილება უცნობი არაა, ის მალე ახალ ცოდნად გადაიქცევა“. მიიღე ხტომის გადაწყვეტილება და შემდეგ შეასრულე ის.

მცდარია: რას იფიქრებს ხალხი?
დღესაც სხვათა წარმოსახვით ან რეალურ აზრებზე დაფუძნებული მცდარი შეხედულებებით ვცხოვრობთ. არსებულ ზონაში დარჩენით სხვებს ჩვენით მანიპულირების უფლებას ვაძლევთ, რითაც ვახშობთ საკუთარი ძალისხმევის ნებისმიერ გამოვლინებას.

ჭეშმარიტია: საკუთარი შეხედულებებითა და სიმართლით ცხოვრება ათავისუფლებს.
თუ საკუთარ მეს წარმოაჩენ, ხალხი პატივისცემას გამოხატავს შენ მიმართ. შესაძლოა ისინი არ გეთანხმებოდნენ და არ იზიარებდნენ შენს აზრს, მაგრამ აუცილებლად დააფასებენ შენს ძალისხმევასა და მიზნის სიზუსტეს. საკუთარი იდეალების წარმოჩენა მეტი კომფორტის მომნიჭებელია ბიზნესის მართვასა და ხალხთან ურთიერთობაში.

მცდარია: მე მეშინია შეცდომის დაშვება და დამარცხება.
მნიშვნელოვანი ფაქტი ზემოაღნიშნულის გასაანალიზებლად: დამარცხების შიში მოსალოდნელ მარცხზე უარესია. ცხოვრება და ბიზნესი სავსეა აღმაფრენებითა და დანარცხებებით. თუ ჩვენ მოვერიდებით ყველაფერს, რაშიც შესაძლოა მარცხი განვიცადოთ, მაშინ  ვერასდროს  მივიღებთ ახალ გამოცდილებას, ცხოვრებისეულ სიურპრიზებს, რადგან ჩარჩოებში ყოფნა ვარჩიეთ და ყველა კითხვაზე პასუხგარეშე დავრჩით.

ჭეშმარიტია: შებოჭილ აზროვნებას დასრულებული მოქმედება სჯობს.
უმრავლესობა გაიზარდა იმის სწავლაში, რომ შეცდომების დაშვება ცუდია. მთელი ცხოვრების მანძილზე თითის წვერებზე დავდივართ, იმის შიშით, რომ არასწორი ნაბიჯი არ გადავდგათ. ასეთი საქციელით კი არ შეგვიძლია შეცდომებზე ვისწავლოთ და შევიძინოთ, მივიღოთ ახალი შესაძლებლობები. საკუთარ თავს უნდა შთავაგონოთ, რომ შეცდომის დაშვება ნორმალური და აუცილებელიცაა. მნიშვნელოვანია, რადგან შემდეგ ვსწავლობთ, თუ როგორ მოვიქცეთ მომავალში უკეთესად.  წარმატებული ადამიანი ეფუძნება არა შეცდომების ოდენობას, არამედ იმას, თუ რამდენად სწრაფად გამოასწორა იგი და განაგრძო წინსვლა.

მოკლედ, თვითკრიტიკა, მარცხისა და კრიტიკის შიში ვლინდება, როგორც თავისუფლების შეზღუდვა, რაც გხევს უკან ნაცვლად იმისა, რომ ცხოვრებით დატკბე.  შენ გაქვს ძალა აირჩიო უკეთესი ქმედებები, ვიდრე შიშია. შენი ცხოვრება წარმოუდგენლად შეიცვლება თუ ზემოთაღნიშნულ მცდარ მოსაზრებებს გვერდს აუვლი და საკუთარი რეალობით იცხოვრებ.


სალომე მარშანია
წყარო: https://entrepreneur.com

| გააზიარე
მოგწონთ?