როგორ შევწყვიტოთ სხვების დადანაშაულება და ავიღოთ პასუხისმგებლობები საკუთარ თავზე?


ჩვენ მიდრეკილები ვართ სხვების საქციელი ავხსნათ მათი პიროვნების თავისებურებით, ხოლო საკუთარი ქცევა - გარემოებებით.

ხშირად სხვებს მივაწერთ იმ შეცდომებს, რომლებშიც თავად ვერ გავერკვიეთ. თუმცა არსებობს მარტივი გზა, რომელიც ამ ჩვევისგან გათავისუფლებაში დაგვეხმარება.

 

ეძებეთ გარე მიზეზი

როგორც კი არასასიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდებით სხვა ადამიანების გამო, უპასუხეთ შემდეგ შეკითხვას: ,,თუ არსებობს მისი ქცევის განმაპირობებელი მისგან დამოუკიდებელი მიზეზები?“ აქცენტი გააკეთეთ გარემოებებზე და ადამიანის პიროვნულ თვისებებს ნუ განსჯით. ჩვენი ხასიათიც ხომ მრავალი გარემოების გავლენით იქნა ფორმულირებული?!

 

უთანაგრძნეთ

მას შემდეგ, რაც მიზეზს იპოვით, ბრაზს და იმედგაცრუებას თანაგრძნობა ჩაანაცვლებს. თუ ასე არ მოხდა, იმ ადამიანის ადგილას წარმოიდგინეთ საკუთარი თავი.

გულწრფელად თანაუგრძნეთ მას ნაცვლად იმისა, რომ მიზეზები მის ხასიათში ეძებოთ. მაშინ თქვენ გათავისუფლდებით უარყოფითი ემოციებისაგან და ტყუილად არ დაადანაშაულებთ სხვას.

 

ნუ იცხოვრებთ წარსულით

როცა ამ ფსიქოლოგიურ მახეზე შევიტყვე, დავიწყე წარსული მოვლენების გახსენება. პირველი, რაც განვიცადე იყო დანაშაულის გრძნობა იმაზე, თუ როგორ ვაფასებდი სხვებს ასეთ მომენტებში და როგორ ვიმართლებდი თავს. ასევე ბრაზი გამიჩნდა, რომ გარშემომყოფები, საკუთარი დანაშაულის შემთხვევაში, გარემოებებს აფარებდნენ თავს. მაგრამ ამ გრძნობებმა რომ დამთრგუნველად არ იმოქმედონ დღეს ჩემზე, შევწყვიტე წარსულით ცხოვრება.

როცა საკუთარ შეცდომებს გააცნობიერებთ, ისწავლით სხვა ადამიანების ქმედებების მიზეზების ძებნას. შეცდომებისგან გათავისუფლება ძნელია. ჩვენ გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ყველა მიღწევა ჩვენი დამსახურებაა, ხოლო პრობლემები გარემოებების ბრალი.

მათ, ვინც დარწმუნებულია, რომ სხვა ადამიანების წარმატება მარტივად მოვიდა, ხოლო საკუთარი წარუმატებლობა უიღბლობის ბრალია, არ აქვთ წარმატების მიღწევის ან ხანგრძლივი ურთიერთობის აწყობის უნარი.

საჭიროა უბრალოდ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია და არ გადავიტანოთ მთელი ძალისხმევა იმაზე ფიქრში, როგორ განვითარდება მოვლენები.

 


lifehacker.ru

| გააზიარე
მოგწონთ?