'' წინსვლა ყველაფრის მიუხედავად''- ინტერვიუ თამარ ბოგვერაძესთან


რესპოდენტი არის კომპანია"Figensoft"-ის გაყიდვების მენეჯერი თამარ ბოგვერაძე. იგი არის ძალიან მიზანსწრაფული ადამიანი, რომელიც თითქმის ყოველთვის პირველივე ცდაზე აღწევს შედეგს. მას აქვს მრავალმხრივი და საინტერესო სამსახურეობრივი გამოცდილება. 

თქვენი აზრით არსებობს თუ არა  წარმატების რეცეპტი და პირადად თქვენ რა დაგეხმარათ  წარმატების მიღწევაში?
ჩემია ზრით, წარმატების მზა რეცეპტი არ არსებობს, თუმცა წარმატებისათვის აუცილბელია შრომა, განვითარება და დისციპლინა. მეც სწორედ შრომა, დისციპლინა და მუდმივი განვითარების პროცეში ყოფნა მეხმარება წარმატების მიღწევასა და შენარჩუნებაში.

თქვენი აზრით რა არის წარმატება?
წარმატება ეს არის მწვერვალი, რომლიც მიღწევა სურს ადამიანს. წარმატება ეს არის მუდივი პროცესი საკუთარ თავზე მუშაობისა. არ შეიძლება  ადამიანმა მიაღწიო წარმატებას და მერე გაჩერდე, აუცილებელია მუდმივი მუშაობა, სიახლეების ძიება.

როგორც ვიცი ძალიან მიზანსწრაული ბრძანდებით, როგორ ახერხებთ, რომ თითქმის ყოველთვის, პირველივე ცდაზე, აღწევთ სასურველ შედეგს, როცა სხვები ცდიან რამდენჯერმე და მაინც ვერ აღწევენ მიზანს?
მართალია მიზნებს ხშირად პირველივე ცდაზე ვაღწევ, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, სულ ასე არ არის. პირველ რიგში ადამიანმა სწორედ უნდა განსაზღვრო მიზანი - რა გსურს? რა გინდა? მერე უნდა დაფიქრდე რა გზებითაა  შესაძლებელი მიაღწიო ამ მიზანს და ბოლო ეტაპია, რომ დაიწყო იმ გზით სიარული, რომელიც მიზანთან მიგიყვანს. მოკლედ, თუ გსურთ ტაძრამდე მიხვიდეთ უნდა იაროთ იმ გზით, რომელიც ტაძრამდე მიგიყვანთ. კარგი იქნება თუ მიზნის მიღწევის გეგმას ქაღალდზე გადაიტანთ, რადგან ასე უფრო თვალსაჩინო, ხელშესახები ხდება თქვენი სურვილები.

როგორ ფიქრობთ რა უნარების განვითარებაზე უნდა იზრუნოს ადამიანმა, რომ წარმატებას მიაღწიოს და რას ურჩევთ მომავალ თაობას?
პირველ რიგში, აუცილებელია გჯეროდეთ საკუთარი თავის. შეიძლება ცხოვრებაში უამრავი მარცხი განიცადოთ, შეიძლება ძალიან ბევრმა ადამიანმა გიბიძგონ უარი თქვათ საკუთარ მიზნებზე იმ მოტივით, რომ ამისგან მაინც არაფერი გამოვა, თუმცა გირჩევთ ჯიუტად გჯეროდეთ საკუთარი სურვილების, ჯიუტად იარეთ მიზნისკენ და გამუდმებით იკითხეთ იმ დარგის ლიტერატურა, რომელ დარგშიც გინდათ, რომ გახდეთ პოფესიონალები.

რა არის თქვენი ცხოვრების დევიზი და მოტივატორი?
ჩემი მოტივაცია არის ჩემი მიზნები და ოცნებები, ხოლო ჩემი დევიზია - წინსვლა ყველაფრის მიუხედავად.
 

| გააზიარე
მოგწონთ?